საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარგად ნაცნობი ადგილები ცნობილი ქართული ფილმებიდან - ნახეთ, როგორ გამოიყურება ისინი დღეს
კარგად ნაცნობი ადგილები ცნობილი ქართული ფილმებიდან - ნახეთ, როგორ გამოიყურება ისინი დღეს

რო­გო­რი იყო თბი­ლი­სი 50 წლის წინ და რო­გო­რია ახლა? რა შე­იც­ვა­ლა, რა გა­კეთ­და და რა შე­ნარ­ჩუნ­და? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს ქარ­თუ­ლი კი­ნო­კად­რე­ბი ინა­ხავს. თბი­ლი­სუ­რი ამარ­კორ­დის აუ­რას, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში თუ არა, ქარ­თულ კი­ნო­ფილ­მებ­ში ნამ­დვი­ლად იგ­რძნობთ...

"ეს გზა ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რამ­დე მიგ­ვიყ­ვანს?" - ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის გმი­რის ამ მრავ­ლისმთქმე­ლი ფრა­ზის შემ­დეგ 33 წელი გა­ვი­და, ქუჩა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის უკან მდე­ბა­რე­ობს, დღე­საც ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ფილმ "მო­ნა­ნი­ე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბის დროს. კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სამი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ლე­ვან აბუ­ლა­ძის "მო­ნა­ნი­ე­ბა" 1984 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე...

იხი­ლეთ ვი­დეო

"მო­ნა­ნი­ე­ბის" ფილ­მის კად­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა მე­იდ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია - გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ერეკ­ლეს მო­ე­და­ნი დღეს ტუ­რის­ტე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია, თუმ­ცა 1973 წელს "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე, ცნო­ბის ფურ­ცე­ლი ფოს­ტა­ლი­ონ­მა ზუს­ტად ამ ად­გი­ლას და­ა­რი­გა და თბი­ლი­სის ბი­ნად­რებს ახა­ლი ამ­ბა­ვი აუ­წყა.

კი­ბე­ზე, რო­მე­ლიც დღეს მე თა­ვად მე ავი­ა­რე, ერთ დროს სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე და­დი­ო­და, მას შემ­დეგ ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი გა­ვი­და. გრი­ბო­ე­დო­ვის 15 ნო­მე­რი კი დღემ­დე ინა­ხავს მო­გო­ნე­ბებს ფილმ "დღე უკა­ნას­კნე­ლი, დღე პირ­ვე­ლის" მთა­ვარ გმი­რებ­ზე.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ თუ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გა­ივ­ლით, მა­შინ­ვე ამო­იც­ნობთ კადრს, რომ­ლი­თაც ფილ­მი "ცის­ფე­რი მთე­ბი ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი" იწყე­ბა - გუმ­ბა­თი­ა­ნი შე­ნო­ბა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია თით­ქმის უც­ვლე­ლია. ყო­ველ ჯერ­ზე, ამ კად­რის შემ­ხედ­ვა­რეს გგო­ნი­ათ, რომ სოსო, ვასო, ირო­დი­ო­ნი, გრი­შა და კი­დევ სხვა გმი­რე­ბი გა­ცო­ცხლდე­ბი­ან გია ყან­ჩე­ლის უკ­ვდავ მუ­სი­კა­ზე.

"ჭრი­ჭი­ნა" რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გა­და­ე­ღოთ, ალ­ბათ უც­ვლე­ლი იქ­ნე­ბო­და სცე­ნა, რო­დე­საც ლე­ი­ლა აბა­ში­ძე და რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე უნი­ვე­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის კი­ბე­ზე ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან.

გამ­წვა­ნე­ბუ­ლი პარ­კი, დიდი სივ­რცე და სა­ბავ­შვო მო­ე­და­ნი - და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა, ფილმში "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან". დღეს, "ბე­ტო­ნის ჯუნ­გლე­ბად" ქცე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ფილ­მის კადრში ალ­ბათ მხო­ლოდ "სპორ­ტის სა­სახ­ლეს" ამო­იც­ნობთ...

ზან­დუ­კე­ლის და ძმე­ბი კა­კა­ბა­ძე­ე­ბის ქუჩა - ეს ორი ლო­კა­ცია შე­არ­ჩია ქეთი დო­ლი­ძემ "კუ­კარ­ა­ჩას" გა­და­ღე­ბე­ბის­თვის. ად­გი­ლი, სა­დაც ინგა სე­ირ­ნობს, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ქვა­ფე­ნი­ლით და წი­თე­ლი აგუ­რით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი სახ­ლით იც­ნოთ. ხალ­ხმრავ­ლო­ბა, ქა­ო­სი და გა­მო­ნა­ბოლ­ქვი - დღეს ასე­თია "კუ­კარ­ა­ჩას" უბა­ნი...

"ამ უბ­ნი­დან კაცი სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­და­ვა?" - მხატ­ვა­რი მე­უღ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის გმი­რი ფილ­მი­დან "მზე შე­მოდ­გო­მი­სა" სა­ბურ­თა­ლო­დან თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, გო­მის ქუ­ჩა­ზე გა­და­დის. ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს ცის­ფე­რი, ხის რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი კიბე, რო­მე­ლიც რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შემ­დეგ დღე­საც ინარ­ჩუ­ნებს პირ­ვან­დელ სა­ხეს.

ოც­ნე­ბებ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბას და ომის ქარ­ცე­ცხლთან ბრძო­ლას ასა­ხავს ეს მრავ­ლისმთქმე­ლი კად­რი, ფილ­მი­დან "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი", რო­მე­ლიც მუშ­ტა­ი­დის ბაღ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. პარ­კის ძვე­ლე­ბუ­რი იერ­სა­ხე მისი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შემ­დე­გაც შე­ნარ­ჩუნ­და...

ნინო წი­ფუ­რია, ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კარგად ნაცნობი ადგილები ცნობილი ქართული ფილმებიდან - ნახეთ, როგორ გამოიყურება ისინი დღეს

კარგად ნაცნობი ადგილები ცნობილი ქართული ფილმებიდან - ნახეთ, როგორ გამოიყურება ისინი დღეს

როგორი იყო თბილისი 50 წლის წინ და როგორია ახლა? რა შეიცვალა, რა გაკეთდა და რა შენარჩუნდა? - ამ კითხვებზე პასუხს ქართული კინოკადრები ინახავს. თბილისური ამარკორდის აურას, ქალაქის ქუჩებში თუ არა, ქართულ კინოფილმებში ნამდვილად იგრძნობთ...

"ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიგვიყვანს?" - ვერიკო ანჯაფარიძის გმირის ამ მრავლისმთქმელი ფრაზის შემდეგ 33 წელი გავიდა, ქუჩა, რომელიც პარლამენტის უკან მდებარეობს, დღესაც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ფილმ "მონანიების" გადაღებების დროს. კანის კინოფესტივალის სამი ჯილდოს მფლობელი ლევან აბულაძის "მონანიება" 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე...

იხილეთ ვიდეო

"მონანიების" ფილმის კადრისგან განსხვავებით, რადიკალურად შეიცვალა მეიდნის მიმდებარე ტერიტორია - განახლებული ერეკლეს მოედანი დღეს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, თუმცა 1973 წელს "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებებზე, ცნობის ფურცელი ფოსტალიონმა ზუსტად ამ ადგილას დაარიგა და თბილისის ბინადრებს ახალი ამბავი აუწყა.

კიბეზე, რომელიც დღეს მე თავად მე ავიარე, ერთ დროს სერგო ზაქარიაძე დადიოდა, მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. გრიბოედოვის 15 ნომერი კი დღემდე ინახავს მოგონებებს ფილმ "დღე უკანასკნელი, დღე პირველის" მთავარ გმირებზე.

დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ თუ ჯავახიშვილის ქუჩაზე გაივლით, მაშინვე ამოიცნობთ კადრს, რომლითაც ფილმი "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" იწყება - გუმბათიანი შენობა და მიმდებარე ტერიტორია თითქმის უცვლელია. ყოველ ჯერზე, ამ კადრის შემხედვარეს გგონიათ, რომ სოსო, ვასო, იროდიონი, გრიშა და კიდევ სხვა გმირები გაცოცხლდებიან გია ყანჩელის უკვდავ მუსიკაზე.

"ჭრიჭინა" რომ 21-ე საუკუნეში გადაეღოთ, ალბათ უცვლელი იქნებოდა სცენა, როდესაც ლეილა აბაშიძე და რამაზ ჩხიკვაძე უნივესიტეტის პირველი კორპუსის კიბეზე ერთმანეთს ხვდებიან.

გამწვანებული პარკი, დიდი სივრცე და საბავშვო მოედანი - დაუჯერებელია, მაგრამ ეს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა, ფილმში "თოჯინები იცინიან". დღეს, "ბეტონის ჯუნგლებად" ქცეული ტერიტორიიდან, ფილმის კადრში ალბათ მხოლოდ "სპორტის სასახლეს" ამოიცნობთ...

ზანდუკელის და ძმები კაკაბაძეების ქუჩა - ეს ორი ლოკაცია შეარჩია ქეთი დოლიძემ "კუკარაჩას" გადაღებებისთვის. ადგილი, სადაც ინგა სეირნობს, შეიძლება მხოლოდ ქვაფენილით და წითელი აგურით მოპირკეთებული სახლით იცნოთ. ხალხმრავლობა, ქაოსი და გამონაბოლქვი - დღეს ასეთია "კუკარაჩას" უბანი...

"ამ უბნიდან კაცი საბურთალოზე გადავა?" - მხატვარი მეუღლის შემოქმედების ხელშეწყობის მიზნით, მედეა ჯაფარიძის გმირი ფილმიდან "მზე შემოდგომისა" საბურთალოდან თბილისის ძველ უბანში, გომის ქუჩაზე გადადის. ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს ცისფერი, ხის რიკულებიანი კიბე, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ დღესაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ოცნებებთან გამომშვიდობებას და ომის ქარცეცხლთან ბრძოლას ასახავს ეს მრავლისმთქმელი კადრი, ფილმიდან "ღიმილის ბიჭები", რომელიც მუშტაიდის ბაღშია გადაღებული. პარკის ძველებური იერსახე მისი რეკონსტრუქციის შემდეგაც შენარჩუნდა...

ნინო წიფურია, ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება