პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახურავთმპყრობელი" პოლიტიკოსის "სატახტო თამაში უკრაინულად" - მსოფლიო მედია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება
"სახურავთმპყრობელი" პოლიტიკოსის "სატახტო თამაში უკრაინულად" - მსოფლიო მედია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი და ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში (და არა მხო­ლოდ) ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა. მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვან­მა გა­მო­ცე­მამ გა­ა­შუ­ქა. შე­სა­ბა­მი­სად, არც მისი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი გა­მორ­ჩე­ნი­ათ...

ფრან­გუ­ლი პრე­სის ცნო­ბით, ამე­რი­კამ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში და­აბ­რუ­ნა, რათა რუ­სეთ­თან ომი გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნა. "მისი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, არის ახა­ლი ამე­რი­კუ­ლი სცე­ნა­რი - ე.წ. "სა­ტახ­ტო თა­მა­ში უკ­რა­ი­ნუ­ლად". ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ნერ­ნა­ტო­რის ბო­ლოდ­რო­ი­ნე­ლი ქმე­დე­ბე­ბი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ კი­ევ­ში ახა­ლი "მა­ი­და­ნი" უნდა მომ­ხდა­რი­ყო, - წერს ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა AgoraVox.

ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტის კრის­ტელ ჰე­ა­ნის აზ­რით, სა­აკშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ვა­შინგტონ­ში და­ი­გეგ­მა. მი­სი­ვე თქმით, კი­ევ­ში ვი­თა­რე­ბის კი­დევ ასა­რე­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა, თა­ვის უკ­რა­ი­ნელ მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, შე­სა­ნიშ­ნა­ვი კან­დი­და­ტუ­რაა.

"მისი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ქმე­დე­ბე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბას კი, საკ­მა­ოდ სუს­ტი პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო, რო­გორც ჩანს, ვერ შეძ­ლებს. ახლა, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ოკე­ა­ნის გაღ­მა მო­ფიქ­რე­ბულ გეგ­მებს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, იუ­ლია ტი­მო­შენ­კო ახა­ლი შე­მარ­თე­ბით შე­უდ­გე­ბა... ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ამე­რი­კა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი­სა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით რუ­სე­თის მის­თვის სა­სურ­ველ კონ­დი­ცი­ამ­დე მიყ­ვა­ნას... ფაქ­ტია, რომ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას უკ­რა­ი­ნას­თან წარ­მო­ე­ბუ­ლი ომის გამო და­წე­სე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა ძლი­ე­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა.. " - წერს გა­მო­ცე­მა.

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Financial Times-ის მო­საზ­რე­ბით, თუ პო­რო­შენ­კოს მთავ­რო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს არ და­უბ­რუ­ნებს, შე­საძ­ლოა, ამას კი­ე­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში ახა­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მოჰ­ყვეს.

"კი­ევ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. თუმ­ცა, მა­ნამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა შეძ­ლო და ქუ­ჩა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნა. შე­საძ­ლოა მის­მა და­კა­ვე­ბამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როს... პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი ლი­დე­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბა უფრო მე­ტად და­ძა­ბოს. ის რამ­დე­ნი­მე თვეა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის... მა­ნამ­დე, პო­რო­შენ­კომ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მის­ცა და ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნა" - წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს და თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია საფრ­თხე შე­უქ­მნას პო­რო­შენ­კოს მმარ­თვე­ლო­ბას. არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი მი­მარ­თვე­ბით უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­მო­იყ­ვანს ქუ­ჩა­ში. ამი­ტო­მაც, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად შს მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, ზო­რი­აკ შკი­რი­ა­კი ვა­რა­უ­დობს, მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, რათა გა­აგ­რძე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის სპე­ცი­ა­ლუ­რი, "ელექტრო­ნულ სა­მა­ჯუ­რის" ტა­რე­ბას დას­თან­ხმდე­ბა" - წერს Financial Times.

Новая газета-ს ცნო­ბით, ოდე­სის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა უვა­დო შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ მისი ად­ვო­კა­ტი რუს­ლან ჩერ­ნო­ლუც­კი იტყო­ბი­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და ექი­მი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კოსს მა­ღა­ლი წნე­ვა აქვს... - "თუ კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ახლა პო­რო­შენ­კოს სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ აქვს" - წერს გა­მო­ცე­მა.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Handelsblatt-ის ცნო­ბით, კი­ევ­ში ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის შე­ჯა­ხე­ბამ კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია. მი­უ­ხე­და­ვად სა­კაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოსს პო­რო­შენ­კო­ზე ბევ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი პო­ზი­ცია აქვს. ის უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ას აკ­რი­ტი­კებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს, ის სექ­ტემ­ბერ­ში მა­ინც დაბ­რუნ­და უკ­რა­ი­ნა­ში. ახლა მას მო­უ­წევს კი­ევ­ში უფრო მეტი აი­ტა­ნოს, ვიდ­რე ადრე..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Figaro-ს ცნო­ბით, - "კი­ევ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­ა­კა­ვეს, პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ხი­ფა­თოდ იზ­რდე­ბა," - წერს გა­მო­ცე­მა.

Главред-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - კვი­რის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი მოვ­ლე­ნა "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ეპო­პეა" გახ­და. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ხუ­რავ­თმპყრო­ბელ­მა ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა", რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში კო­რუფ­ცი­ას ებ­რძო­და, მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა და მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვედ­რა შეძ­ლო...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"სახურავთმპყრობელი" პოლიტიკოსის "სატახტო თამაში უკრაინულად" - მსოფლიო მედია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

"სახურავთმპყრობელი" პოლიტიკოსის "სატახტო თამაში უკრაინულად" - მსოფლიო მედია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ბოლოდროინდელ მსოფლიო მედიაში (და არა მხოლოდ) ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა. მის გარშემო მიმდინარე პროცესები თითქმის ყველა წამყვანმა გამოცემამ გააშუქა. შესაბამისად, არც მისი დაკავების ფაქტი გამორჩენიათ...

ფრანგული პრესის ცნობით, ამერიკამ სააკაშვილი უკრაინაში დააბრუნა, რათა რუსეთთან ომი განეახლებინა. "მისი უკრაინაში დაბრუნება, არის ახალი ამერიკული სცენარი - ე.წ. "სატახტო თამაში უკრაინულად". ოდესის ყოფილი გუნერნატორის ბოლოდროინელი ქმედებები იმაზე მიანიშნებდა, რომ კიევში ახალი "მაიდანი" უნდა მომხდარიყო, - წერს ფრანგული გამოცემა AgoraVox.

ფრანგი ჟურნალისტის კრისტელ ჰეანის აზრით, სააკშვილის დაბრუნება ვაშინგტონში დაიგეგმა. მისივე თქმით, კიევში ვითარების კიდევ ასარევად სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში "ვარდების რევოლუცია" წარმატებით ჩაატარა, თავის უკრაინელ მხარდამჭერებთან ერთად, შესანიშნავი კანდიდატურაა.

"მისი არაპროგნოზირებადი ქმედებების გაკონტროლებას კი, საკმაოდ სუსტი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, ვერ შეძლებს. ახლა, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ოკეანის გაღმა მოფიქრებულ გეგმებს უკრაინელი ხალხის ნდობით აღჭურვილი პოლიტიკოსი, იულია ტიმოშენკო ახალი შემართებით შეუდგება... ვნახოთ, რამდენად შეძლებს ამერიკა ქართველი პოლიტიკოსისა და მისი მხარდამჭერების დახმარებით რუსეთის მისთვის სასურველ კონდიციამდე მიყვანას... ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკას უკრაინასთან წარმოებული ომის გამო დაწესებულმა სანქციებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა.. " - წერს გამოცემა.

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მოსაზრებით, თუ პოროშენკოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს უკრაინელ ხალხს არ დაუბრუნებს, შესაძლოა, ამას კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების ქუჩებში ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვეს.

"კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რომელიც ამჟამად უკრაინის ოპოზიციურ ძალას ხელმძღვანელობს. თუმცა, მანამდე სააკაშვილმა შეძლო და ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოიყვანა. შესაძლოა მისმა დაკავებამ უკრაინელების უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიეროს... პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე მკვეთრი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ შესაძლოა, უკრაინაში ვითარება უფრო მეტად დაძაბოს. ის რამდენიმე თვეა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ იბრძვის... მანამდე, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მისცა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა" - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავს და თავისუფლად შეუძლია საფრთხე შეუქმნას პოროშენკოს მმართველობას. არსებობს საფრთხე, რომ დაკავებული სააკაშვილი თავისი მიმართვებით უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში. ამიტომაც, როგორც უკრაინის ხელისუფლება, კონკრეტულად შს მინისტრის მრჩეველი, ზორიაკ შკირიაკი ვარაუდობს, მას გაათავისუფლებენ, რათა გააგრძელოს პოლიტიკური მოძრაობა იმ შემთხვევაში, თუ ის სპეციალური, "ელექტრონულ სამაჯურის" ტარებას დასთანხმდება" - წერს Financial Times.

Новая газета-ს ცნობით, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უვადო შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისი ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი იტყობინება. მისივე თქმით, მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკოსს მაღალი წნევა აქვს... - "თუ კიევის ქუჩებში არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, ახლა პოროშენკოს სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად არ აქვს" - წერს გამოცემა.

გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, კიევში ძველი პარტნიორების შეჯახებამ კულმინაციას მიაღწია. მიუხედავად საკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობისა, ქართველ პოლიტიკოსს პოროშენკოზე ბევრად მომგებიანი პოზიცია აქვს. ის უკრაინაში არსებულ კორუფციას აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ მას მოქალაქეობა არ აქვს, ის სექტემბერში მაინც დაბრუნდა უკრაინაში. ახლა მას მოუწევს კიევში უფრო მეტი აიტანოს, ვიდრე ადრე..." - წერს გამოცემა.

ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, - "კიევში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, პოლიტიკური ტემპერატურა სახიფათოდ იზრდება," - წერს გამოცემა.

Главред-ის ინფორმაციით, - კვირის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა "მიხეილ სააკაშვილის დაკავების ეპოპეა" გახდა. გამოცემის ინფორმაციით, "სახურავთმპყრობელმა ქართველმა პოლიტიკოსმა", რომელიც უკრაინაში კორუფციას ებრძოდა, მთელი კვირის განმავლობაში, არაერთი ადგილობრივი კანონის დარღვევა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა შეძლო...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"