Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრა რულოვსი სააკაშვილის დაკავებაზე: "ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია, ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები"
სანდრა რულოვსი სააკაშვილის დაკავებაზე: "ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია, ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, სან­დრა რუ­ლოვ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

ექს-პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე მი­იჩ­ნევს, რომ ახლა, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია, ყვე­ლამ უნდა აი­მაღ­ლოს ხმა, რათა და­იც­ვას მისი იდე­ა­ლე­ბი.

"ახლა, როცა ჩემი მე­უღ­ლე და­კა­ვე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავი­მაღ­ლოთ, რომ და­ვიც­ვათ მისი იდე­ა­ლე­ბი.

აშ­კა­რაა, რომ მი­შას და­კა­ვე­ბას მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ იმ მო­მენ­ტი­დან, როცა, და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ, ის ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. ამ საფრ­თხე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მან მა­ინც გა­და­წყვი­ტა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო პო­ლო­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში და გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლა უკ­რა­ი­ნის­თვის.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მიშა თა­ვად უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­პა­ტი­ჟა უკ­რა­ი­ნა­ში, რათა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რა­შიც ის სა­უ­კე­თე­სოა - ებ­რძო­ლა კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ­გვა­რად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი მი­ე­მარ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც, თა­ვის მხრივ, ქვეყ­ნის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. მას ეს გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, იგი­ვე, თუ მეტი წარ­მა­ტე­ბით არა - რა­მე­თუ უკ­რა­ი­ნას უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბა კი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა­ცაა.

წა­ი­კი­თხეთ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რებს წე­რი­ლით მი­მარ­თავს: "არ შე­გე­შინ­დეთ!.."

რო­გორც გა­ირ­კვა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და მისი კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი არ აღ­მოჩ­ნდნენ მზად სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად და ქვე­ყა­ნა­ში მო­დე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ რე­ა­ლუ­რი ბრძო­ლის­თვის. მიშა სწრა­ფად უახ­ლოვ­დე­ბო­და მათ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს და მათ მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ან იმ­პე­რი­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, მას ებ­რძოდ­ნენ და მის ინი­ცი­ა­ტი­ვებს ბლო­კავ­დნენ. როცა მან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მი­შას იმ მო­მენ­ტის­თვის მისი ერ­თა­დერ­თი - უკ­რა­ი­ნუ­ლი - მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა წა­არ­თვა.

ამ­ჟა­მად ჩვენ მოწ­მე­ნი ვართ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უაღ­რე­სად ლაჩ­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი­სა: მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ჩა­მორ­თმე­უ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბა შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­თა ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი მისი გა­ჩუ­მე­ბაა. ეს ვერ იმუ­შა­ვებს. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რით აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ ამ­გვა­რი მო­პყრო­ბა უკა­ნო­ნო და მი­უ­ღე­ბე­ლია", - აცხა­დებს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გუ­შინ კი­ევ­ში, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ის ამ­ჟა­მად წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 256-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბას. სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის შე­კი­თხვებს არ პა­სუ­ხობს.

ფოტო: AP

სანდრა რულოვსი სააკაშვილის დაკავებაზე: "ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია, ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები"

სანდრა რულოვსი სააკაშვილის დაკავებაზე: "ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია, ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები"

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება.

ექს-პრეზიდენტის მეუღლე მიიჩნევს, რომ ახლა, როცა მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა, რათა დაიცვას მისი იდეალები.

"ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები.

აშკარაა, რომ მიშას დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მას ემუქრებოდნენ იმ მომენტიდან, როცა, დაახლოებით 1 წლის წინ, ის ოპოზიციაში გადავიდა. ამ საფრთხეების მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პოლონეთიდან უკრაინაში და გაეგრძელებინა დაუღალავი ბრძოლა უკრაინისთვის.

რამდენიმე წლის წინ, მიშა თავად უკრაინის ხელისუფლებამ დაპატიჟა უკრაინაში, რათა გაეკეთებინა ის, რაშიც ის საუკეთესოა - ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ამგვარად გამოთავისუფლებული რესურსები მიემართა ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სწრაფ განვითარებას გამოიწვევდა. მას ეს გაკეთებული აქვს საქართველოში და შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაში, იგივე, თუ მეტი წარმატებით არა - რამეთუ უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უკრაინის წარმატება კი საქართველოს წარმატებაცაა.

წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს წერილით მიმართავს: "არ შეგეშინდეთ!.."

როგორც გაირკვა, უკრაინის პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები არ აღმოჩნდნენ მზად საჭირო რეფორმების გასატარებლად და ქვეყანაში მოდებული კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლისთვის. მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნესინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი - უკრაინული - მოქალაქეობა წაართვა.

ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა: მოქალაქეობაჩამორთმეული პირის დაკავება შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა. ეს ვერ იმუშავებს. უკრაინელები საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად დაადასტურებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია", - აცხადებს სანდრა რულოვსი.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამომძიებლების შეკითხვებს არ პასუხობს.

ფოტო: AP

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."