კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს..." - რას ყვება დაკავებულ ექს-პრეზიდენტზე კობა ნაყოფია
"სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს..." - რას ყვება დაკავებულ ექს-პრეზიდენტზე კობა ნაყოფია

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა კობა ნა­ყო­ფი­ამ უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მა страна.ua-სთან იმ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ლუ­განსკის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, იური პო­კინ­ბო­რო­დას სახ­ლში.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ავად გახ­და, მას 40 გრა­დუ­სი სი­ცხე ჰქონ­და. სა­ჭი­რო იყო მისი სას­წრა­ფოდ გა­დაყ­ვა­ნა მკურ­ნა­ლო­ბის­თვის. ამი­ტო­მაც ის ბი­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე არ ვიც­ნობ პირს, რომ­ლის ბი­ნა­შიც ის აღ­მოჩ­ნდა", - გა­ნა­ცხა­და კობა ნა­ყო­ფი­ამ.

ამას­თან, ლუ­განსკის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი იური პო­კინ­ბო­რო­და, რომ­ლის სახ­ლშიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გუ­შინ და­ა­კა­ვეს, აცხა­დებს, რომ გარ­კვე­ულ პი­რებს უნ­დათ ის სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ. "მე არ "ჩა­მიშ­ვია", - ამ­ბობს იური პო­კინ­ბო­რო­და.

მი­სი­ვე თქმით, "იყო მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი ავად გახ­და და მას სჭირ­დე­ბო­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ჩვენ არ გვქონ­და იმის დრო დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით სად წაგ­ვეყ­ვა­ნა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ წა­ვიყ­ვან­დით და მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩემს სახ­ლში, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ. თუმ­ცა, ვერ შე­ვი­ნა­ხეთ ბო­ლომ­დე ეს სა­ი­დუმ­ლო, რად­გან იმის შე­სა­ხებ რომ მიშა აქ იყო, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იცო­და...", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გუ­შინ კი­ევ­ში, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ის ამ­ჟა­მად წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 256-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს..." - რას ყვება დაკავებულ ექს-პრეზიდენტზე კობა ნაყოფია

"სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს..." - რას ყვება დაკავებულ ექს-პრეზიდენტზე კობა ნაყოფია

საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ უკრაინულ გამოცემა страна.ua-სთან იმ საკითხზე ისაუბრა, თუ რატომ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, იური პოკინბოროდას სახლში.

"სააკაშვილი ავად გახდა, მას 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა. საჭირო იყო მისი სასწრაფოდ გადაყვანა მკურნალობისთვის. ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს. მე არ ვიცნობ პირს, რომლის ბინაშიც ის აღმოჩნდა", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ამასთან, ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ დააკავეს, აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ. "მე არ "ჩამიშვია", - ამბობს იური პოკინბოროდა.

მისივე თქმით, "იყო მომენტი, როცა ადამიანი ავად გახდა და მას სჭირდებოდა ელემენტარული სამედიცინო დახმარება. ჩვენ არ გვქონდა იმის დრო დავფიქრებულიყავით სად წაგვეყვანა, საავადმყოფოში ვერ წავიყვანდით და მოვიყვანეთ ჩემს სახლში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ. თუმცა, ვერ შევინახეთ ბოლომდე ეს საიდუმლო, რადგან იმის შესახებ რომ მიშა აქ იყო, რამდენიმე ადამიანმა იცოდა...", - განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."