"გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან...." - დიმა ჯაიანი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

"გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან...." - დიმა ჯაიანი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ჯაიანი აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო, ამ თანამდებობაზე ის 2013 წელს დაინიშნა. ასევე გახლდათ სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი.

გარდაცვალების მიზეზი მძიმე დაავადება გახდა. მას ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში იმყოფებოდა, თუმცა ოპერაციამდე გარდაიცვალა.

AMBEBI.GE დიმა ჯაიანის მეგობარს, მსახიობ ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა.

- დიმა იყო კარგი ადამიანი, ჩვენ ორმოცწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. იშვიათია ჩვენს პროფესიაში ერთგული ადამიანი და კაცობა, დიმა სწორედ ასეთი იყო, ის იყო თავისი ქვეყნის ერთგული კაცი. არცერთი დაავადება არ მოდის ციდან, განსაცდელს და უსამართლობას მოაქვს ყველაფერი. დიმა გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან.

- რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

- მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა უკვე გვიანი იყო. სამწუხაროდ მზაკვარი დაავადება გვიან იჩენს თავს, ბოლოს ორი თვის წინ ვნახე და მაშინ არ ჰქონდა ეს დიაგნოზი. ყველა მზად იყო დიმას დასახმარებლად და გადასარჩენად, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა... ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთის კლინიკაში გაამგზავრეს, მაგრამ ოპერაციამდე გულის შეტევით გარდაიცვალა...

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

საჩუქრად მიღებული 6000 ლარი მამისგან, ფერწერული ტილოები... - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი

აქცია "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად - რა ვითარებაა "ექსპო ჯორჯიასთან"?