პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის სირიელი გოგონას მოგონებები ალეპოს ჯოჯოხეთზე: "როცა თავშესაფარს ვეძებდით, ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა..."
19 წლის სირიელი გოგონას მოგონებები ალეპოს ჯოჯოხეთზე: "როცა თავშესაფარს ვეძებდით, ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა..."

19 წლის სი­რი­ე­ლი გო­გო­ნა ალე­პოს და­ბომბვის დღე­ებ­სა და იმ ჯო­ჯო­ხე­თურ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ორ­მხრი­ვი გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და რო­მელ­საც ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სუ­ა­დი ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს...

"ალე­პო­ში დარ­ჩე­ნა მინ­დო­და და იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, ვიდ­რე ყუმ­ბა­რამ თავ­ზე არ გა­და­მიფ­რი­ნა... მივ­ხვდი, რომ გა­მი­მარ­თლა, რად­გან გა­დავ­რჩი. შემ­დეგ, ერთი სახ­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­დავ­რბო­დი, რომ შე­ნო­ბებს შევ­ფა­რე­ბო­დი. ისი­ნი ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იბომ­ბე­ბო­და. და­ი­ბომ­ბა ჩემი, ბი­ძა­ჩე­მის, მა­მი­და­ჩე­მი­სა და მე­ზობ­ლე­ბის სახ­ლე­ბი... სა­ერ­თო თავ­შე­სა­ფარს ვე­ძებ­დით. თვითმფრი­ნა­ვე­ბი ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დნენ. ერთი რომ წა­ვი­დო­და, მე­ო­რე მოფ­რინ­დე­ბო­და... მუდ­მი­ვად ასე ცვლიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს.

ალე­პოს ქუ­ჩე­ბი და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხედ­რე­ბით იყო მო­ფე­ნი­ლი და და­ბომბვი­სას, რო­დე­საც თავ­შე­სა­ფარს ვე­ძებ­დით, და­ღუ­პულ­თა ცხედ­რებ­ზე გვი­წევ­და გა­დახ­ტო­მა... ჩემი მე­ზობ­ლე­ბი, მთე­ლი ოჯა­ხი მომ­წამ­ვლე­ლი გა­ზით და­ი­ღუ­პა, - დედ-მამა, ბავ­შვე­ბი...

სი­რი­ა­ში ყო­ველ­მა მე­ო­რემ იცის, რო­გორ გა­ა­კე­თოს კუს­ტა­რუ­ლი აირ­წი­ნა­ღი, კოკა კო­ლას ბოთ­ლის­გან... მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არი­ან ისე­თე­ბი, ვინც იმ სა­ში­ნელ პე­რი­ოდს გა­უძ­ლო, იქ დარ­ჩნენ და გა­დარ­ჩნენ... არა­და, სა­ში­ნე­ლი სიძ­ვი­რეა, საჭ­მე­ლი, სას­მე­ლი, ტან­საც­მე­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რი მომ­ხა­რე­ბის ნივ­თე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ბევ­რად ძვი­რი ღირს... იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ათ­ჯერ მე­ტად უა­რეს დღე­ში არი­ან, ვიდ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟე­ტებ­ში ჩანს..." - ამ­ბობს სი­რი­ე­ლი გო­გო­ნა.

მან სი­რია დას­თან ერ­თად და­ტო­ვა და თურ­ქეთ­ში წა­ვი­და, სა­ზღვარ­ზე გო­გო­ნა სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა, მისი და კი მოკ­ლეს...

"ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, - გერ­მა­ნე­ლე­ბი და სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე მგო­ნია, მათ­თვის არა­კომ­ფორ­ტუ­ლია, რო­დე­საც მე ჰი­ჯაბ­ში ვარ - თით­ქოს თავს იკა­ვე­ბენ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან... ადრე ვა­ტა­რებ­დი ჰი­ჯაბს, თუმ­ცა მუდ­მი­ვად არა, ახლა ის ჩემ­თვის უცხოა, - მას­ში თავს სხვა ადა­მი­ა­ნად ვგრძნობ..." - წერს ახალ­გაზ­რდა სუ­ა­დი...

მას შემ­დეგ, რაც ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სეთ­თან ერ­თად გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ISIS და­მარ­ცხე­ბუ­ლია, "ხა­ლი­ფა­ტი და­ე­ცა" და სი­რია თა­ვი­სუ­ფა­ლია, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი, უფრო მე­ტად ისი­ნი, ვი­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იქ დარ­ჩათ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და... რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია წერს, მათ უკი­დუ­რე­სად მძი­მე რე­ა­ლო­ბა­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა.

პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბა, რომ სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ISIS მე­ომ­რე­ბი აღარ არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. აშშ-ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ჯერ კი­დევ 3000-მდე ის­ლა­მის­ტი მებ­რძო­ლი იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს.

პენ­ტა­გო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის, ერიკ პეჰო­ნის თქმით, "რუ­სეთ­მა რე­გი­ონ­ში ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში დიდ წინსვლას ვერ მი­აღ­წია." არა­და, 7 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ­მა ვა­ლე­რი გე­რა­სი­მოვ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ყვე­ლა შე­ნა­ერ­თი გა­ა­ნად­გუ­რეს და ქვე­ყა­ნა მათ­გან "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია".

მას შემ­დეგ, რაც სი­რი­ის არ­მი­ამ პრო­ვინ­ცია დეირ-ეზ-ზო­რის და­სახ­ლე­ბე­ბი­დან "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბი გა­ა­ძე­ვა, რუ­სე­თი და ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მსგავს გან­ცხა­დე­ბებს მუდ­მი­ვად აკე­თებ­დნენ. თუმ­ცა, რუ­სე­თის ბოლო გან­ცხა­დე­ბა უარ­ყო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კონ­ფლიქ­ტის სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუფ­მაც", რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ებს.

უფრო სა­შიშ გან­ცხა­დე­ბას აკე­თე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი - მათი თქმით, სი­რი­ის რამ­დე­ნი­მე პრო­ვინ­ცი­ა­ში კვლა­ვინ­დე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რობს ის­ლა­მის­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე დაჯ­გუ­ფე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რივ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა და­უც­ვე­ლია...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

მთა­ვა­რი ფოტო: AP

19 წლის სირიელი გოგონას მოგონებები ალეპოს ჯოჯოხეთზე: "როცა თავშესაფარს ვეძებდით, ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა..."

19 წლის სირიელი გოგონას მოგონებები ალეპოს ჯოჯოხეთზე: "როცა თავშესაფარს ვეძებდით, ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა..."

19 წლის სირიელი გოგონა ალეპოს დაბომბვის დღეებსა და იმ ჯოჯოხეთურ პერიოდს იხსენებს, როდესაც ორმხრივი გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სუადი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს...

"ალეპოში დარჩენა მინდოდა და იქაურობის დატოვებაზე არ ვფიქრობდი, ვიდრე ყუმბარამ თავზე არ გადამიფრინა... მივხვდი, რომ გამიმართლა, რადგან გადავრჩი. შემდეგ, ერთი სახლიდან მეორეში გადავრბოდი, რომ შენობებს შევფარებოდი. ისინი ერთი მეორის მიყოლებით იბომბებოდა. დაიბომბა ჩემი, ბიძაჩემის, მამიდაჩემისა და მეზობლების სახლები... საერთო თავშესაფარს ვეძებდით. თვითმფრინავები ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ერთი რომ წავიდოდა, მეორე მოფრინდებოდა... მუდმივად ასე ცვლიდნენ ერთმანეთს.

ალეპოს ქუჩები დაღუპული ადამიანების ცხედრებით იყო მოფენილი და დაბომბვისას, როდესაც თავშესაფარს ვეძებდით, დაღუპულთა ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა... ჩემი მეზობლები, მთელი ოჯახი მომწამვლელი გაზით დაიღუპა, - დედ-მამა, ბავშვები...

სირიაში ყოველმა მეორემ იცის, როგორ გააკეთოს კუსტარული აირწინაღი, კოკა კოლას ბოთლისგან... მიუხედავად ყველაფრისა, არიან ისეთები, ვინც იმ საშინელ პერიოდს გაუძლო, იქ დარჩნენ და გადარჩნენ... არადა, საშინელი სიძვირეა, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ყოველდღიური მომხარების ნივთები, ყველაფერი ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი ღირს... იქ ადამიანები ათჯერ მეტად უარეს დღეში არიან, ვიდრე საერთაშორისო გამოცემების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ჩანს..." - ამბობს სირიელი გოგონა.

მან სირია დასთან ერთად დატოვა და თურქეთში წავიდა, საზღვარზე გოგონა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მისი და კი მოკლეს...

"ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, - გერმანელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ასე მგონია, მათთვის არაკომფორტულია, როდესაც მე ჰიჯაბში ვარ - თითქოს თავს იკავებენ ჩემთან ურთიერთობისგან... ადრე ვატარებდი ჰიჯაბს, თუმცა მუდმივად არა, ახლა ის ჩემთვის უცხოა, - მასში თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ..." - წერს ახალგაზრდა სუადი...

მას შემდეგ, რაც ასადის ხელისუფლებამ რუსეთთან ერთად გააკეთა განცხადება, რომ ISIS დამარცხებულია, "ხალიფატი დაეცა" და სირია თავისუფალია, რამდენიმე ათასი ადამიანი, უფრო მეტად ისინი, ვისაც ოჯახის წევრები და ახლობლები იქ დარჩათ, სამშობლოში დაბრუნდა... როგორც საერთაშორისო მედია წერს, მათ უკიდურესად მძიმე რეალობაში უწევთ ცხოვრება.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის განცხადება, რომ სირიის ტერიტორიაზე ISIS მეომრები აღარ არიან დარჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ 3000-მდე ისლამისტი მებრძოლი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

პენტაგონის წარმომადგენლის, ერიკ პეჰონის თქმით, "რუსეთმა რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლაში დიდ წინსვლას ვერ მიაღწია." არადა, 7 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა გამოაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" ყველა შენაერთი გაანადგურეს და ქვეყანა მათგან "გათავისუფლებულია".

მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ პროვინცია დეირ-ეზ-ზორის დასახლებებიდან "ისლამური სახელმწიფოს" წევრები გააძევა, რუსეთი და ასადის ხელისუფლება მსგავს განცხადებებს მუდმივად აკეთებდნენ. თუმცა, რუსეთის ბოლო განცხადება უარყო ორგანიზაცია "კონფლიქტის სადაზვერვო ჯგუფმაც", რომელიც სირიაში ვითარების მონიტორინგს აწარმოებს.

უფრო საშიშ განცხადებას აკეთებენ ექსპერტები - მათი თქმით, სირიის რამდენიმე პროვინციაში კვლავინდებურად აქტიურობს ისლამისტების რამდენიმე დაჯგუფება, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივთა უსაფრთხოება დაუცველია...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: AP

ხაშურის სასტუმროდან ბოქსირებულ პალატაში სამი პირი, მათ შორის ირანის ორი მოქალაქე მოათავსეს

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს