Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
34 წლის თბილისელი პროფესორი, რომელმაც დედაქალაქს საცხოვრებლად სოფელი არჩია და წარმატებული მეღვინე გახდა
34 წლის თბილისელი პროფესორი, რომელმაც დედაქალაქს საცხოვრებლად სოფელი არჩია და წარმატებული მეღვინე გახდა

"შე­იძ­ლე­ბა ცოტა არა­და­მა­ჯე­რებ­ლა­დაც ჟღერ­დეს, მაგ­რამ სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის მინ­დო­და. ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარ­დე­ბოდ­ნენ, ან მო­ხე­ტი­ა­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, ან - რე­გი­ონ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი და გაზ­რდი­ლე­ბი. ამას წი­ნათ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბიც, სწო­რედ, ამ თე­მებს უტ­რი­ა­ლებ­და - რო­მან­ტიზ­მი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი რო­მა­ნი, ბუ­კო­ლი­კუ­რი და პას­ტო­რა­ლუ­რი პო­ე­ზია, ღვი­ნის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა"...

- თბი­ლი­სე­ლი ვარ, ჩემი ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი 40-იან წლებ­ში (ზოგი უფრო ად­რეც) ჩა­მო­ვიდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად დე­და­ქა­ლაქ­ში და საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ვი­ანთ სფე­რო­ებ­ში აქვე გა­ნაგ­რძეს, ძი­რი­თა­დად, აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არას­დროს მქო­ნია გან­ცდა, რომ "ნაღ­დი" თბი­ლი­სე­ლი ვი­ყა­ვი. არც იმ "ურ­თი­ერ­თო­ბის" ნა­წი­ლი ვყო­ფილ­ვარ, რომ­ლის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბაა და არა - პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი. არც ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი და არც ჩემი მშობ­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ, რომ ჩემი მთა­ვა­რი იმუ­ნი­ტე­ტი, სწო­რედ, ეს სო­ცი­ა­ლუ­რი გარ­სი - "ურ­თი­ერ­თო­ბა" და "პატ­რო­ნო­ბა" ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, ამი­ტომ არ გა­მი­ჭირ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტვილ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა­ზე, როცა ამი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა...

- მოგ­ვი­ყე­ვით, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ თბი­ლი­სი­დან მარ­ტვილ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა?

- ჩემს ქმარს მარ­ტვილ­ში სა­ო­ცა­რი მეგ­რუ­ლი ოდა ჰქონ­და, რო­მე­ლიც მის­მა დიდ­მა ბა­ბუ­ამ და ბე­ბი­ამ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აა­შე­ნეს. ოდა­ში ყო­ველ ზა­ფხულს ორი­ო­დე კვი­რით ჩავ­დი­ო­დით და­სას­ვე­ნებ­ლად და ვნატ­რობ­დით იქ ცხოვ­რე­ბა­ზე. დიდი ხნის მან­ძილ­ზე ეს სურ­ვი­ლი ოც­ნე­ბად რჩე­ბო­და, სა­ნამ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია არ შექ­მნა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ზა­ზას - ჩემს მე­უღ­ლეს შეს­თა­ვა­ზა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე დიდ­ხანს არ გვი­ჭოჭ­მა­ნია. გვქონ­და ახა­ლი გა­რე­მოს გაც­ნო­ბის, ახ­ლის შექ­მნის დიდი ვნე­ბა. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ­დით, რომ სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა ბავ­შვე­ბის­თვი­საც უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და - დიდი ეზო, ნაკ­ლე­ბი ტექ­ნი­კა, სუფ­თა ჰა­ე­რი და ჯან­სა­ღი კვე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრე­ბის - ოზურ­გე­თის, მარ­ტვი­ლის, სე­ნა­კის, ქუ­თა­ი­სის, თე­ლა­ვის და სხვ. - სკო­ლე­ბი თბი­ლი­სის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლებ­ლებს ნამ­დვი­ლად არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. ამის დას­ტუ­რი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­ცაა. რო­გორც წესი, უმაღ­ლეს ქუ­ლებს ბავ­შვე­ბი, სწო­რედ, რე­გი­ო­ნე­ბი­დან იღე­ბენ ხოლ­მე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

34 წლის თბილისელი პროფესორი, რომელმაც დედაქალაქს საცხოვრებლად სოფელი არჩია და წარმატებული მეღვინე გახდა

34 წლის თბილისელი პროფესორი, რომელმაც დედაქალაქს საცხოვრებლად სოფელი არჩია და წარმატებული მეღვინე გახდა

"შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა"...

- თბილისელი ვარ, ჩემი ბებიები და ბაბუები 40-იან წლებში (ზოგი უფრო ადრეც) ჩამოვიდნენ განათლების მისაღებად დედაქალაქში და საქმიანობა თავიანთ სფეროებში აქვე განაგრძეს, ძირითადად, აკადემიური მიმართულებით. მიუხედავად ამისა, არასდროს მქონია განცდა, რომ "ნაღდი" თბილისელი ვიყავი. არც იმ "ურთიერთობის" ნაწილი ვყოფილვარ, რომლის მთავარი ფასეულობა სოციალური მიკუთვნებულობაა და არა - პიროვნული ღირსებები. არც ბებია-ბაბუები და არც ჩემი მშობლები ზრუნავდნენ, რომ ჩემი მთავარი იმუნიტეტი, სწორედ, ეს სოციალური გარსი - "ურთიერთობა" და "პატრონობა" ყოფილიყო, ალბათ, ამიტომ არ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება მარტვილში საცხოვრებლად გადასვლაზე, როცა ამისი საჭიროება დადგა...

- მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ თბილისიდან მარტვილში საცხოვრებლად გადასვლა?

- ჩემს ქმარს მარტვილში საოცარი მეგრული ოდა ჰქონდა, რომელიც მისმა დიდმა ბაბუამ და ბებიამ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ააშენეს. ოდაში ყოველ ზაფხულს ორიოდე კვირით ჩავდიოდით დასასვენებლად და ვნატრობდით იქ ცხოვრებაზე. დიდი ხნის მანძილზე ეს სურვილი ოცნებად რჩებოდა, სანამ დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის კანიონის ადმინისტრაცია არ შექმნა და ხელმძღვანელობა ზაზას - ჩემს მეუღლეს შესთავაზა. გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს არ გვიჭოჭმანია. გვქონდა ახალი გარემოს გაცნობის, ახლის შექმნის დიდი ვნება. გარდა ამისა, ვფიქრობდით, რომ სოფლად ცხოვრება ბავშვებისთვისაც უკეთესი იქნებოდა - დიდი ეზო, ნაკლები ტექნიკა, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი კვება. განათლების ხარისხით მუნიციპალური ცენტრების - ოზურგეთის, მარტვილის, სენაკის, ქუთაისის, თელავის და სხვ. - სკოლები თბილისის ზოგადი განათლების სასწავლებლებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ამის დასტური ერთიანი ეროვნული გამოცდებიცაა. როგორც წესი, უმაღლეს ქულებს ბავშვები, სწორედ, რეგიონებიდან იღებენ ხოლმე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი