სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მუშაობს კარმა და სიზმრები - ასტროლოგის განმარტება
როგორ მუშაობს კარმა და სიზმრები - ასტროლოგის განმარტება

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი კარ­მის თე­მი­თა და სიზ­მრე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"თქვენ იცით - რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა, ყო­ველ­გვარ ფუნ­ქცი­ას კარ­გავს ის გა­რე­კა­ნი, რო­მელ­საც სხე­ულს ვუ­წო­დებთ. თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ გან­სხე­უ­ლე­ბა­ში მი­ი­ღო, არ­სად არ იკარ­გე­ბა. ის ხდე­ბა ამ სუ­ლის კარ­მის ნა­წი­ლი.

ისიც უკვე იცით - თუ ამ სულს კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი სრუ­ლად არ აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ან არას­წო­რად ვი­თარ­დებ(ოდ)ა, ის მო­დის ხე­ლახ­ლა იმა­ვე სხე­უ­ლით და იმა­ვე ამო­ცა­ნე­ბით, რო­გო­რიც უკვე ჰქონ­და, ოღონდ პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში, რათა ამო­წუ­როს ამ "გა­რე­კა­ნის" შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბო­ლომ­დე.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ, ხე­ლახ­ლა გან­სხე­უ­ლე­ბამ­დე, შე­საძ­ლოა სული უფალ­თან დარ­ჩეს ჩვე­ნი ათ­ვლი­თი სის­ტე­მით მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუთი, ან ათას­წლე­უ­ლი. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია თუ რამ­დე­ნი ხანი დას­ჭირ­დე­ბა მას დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის, და სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის­თვის.

იქვე ხდე­ბა მის­თვის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­დო­მე­ბის ანა­ლი­ზიც ვის გვერ­დი­თაც უახ­ლო­ეს ინ­კარ­ნა­ცი­ებ­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა.

რო­დე­საც ხდე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ანუ ხილ­ვა, (გინდ სიზ­მარ­ში, გინდ გა­მო­ცხა­დე­ბის სა­ხით) ის ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი უკვე ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბუ­ლი არის პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში, მას ცნო­ბი­ე­რად არ ახ­სოვს თუ რას მიხ­ვდა თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან იმ რე­ა­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა თქვე­ნი ორე­უ­ლი არც ცხოვ­რობ­დეს მის გვერ­დით. სა­მა­გი­ე­როდ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს მისი ქვეც­ნო­ბი­ე­რი, და აი, რო­დე­საც მისი სხე­უ­ლი იძი­ნებს, ქვეც­ნო­ბი­ე­რი მო­დის ქმე­დე­ბა­ში, ააქ­ტი­ურ­დე­ბა და იწყებს მოგ­ზა­უ­რო­ბას, გა­დის ას­ტრალ­ში და გპო­უ­ლობთ თქვენ, თა­ვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს, რათა მო­გა­წო­დოთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, თქვენ­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია.

თუ თქვენც გძი­ნავთ, ეს მის­თვის ბევ­რად უფრო ად­ვი­ლია. რად­გან ამდროს თქვენც სამ­ყა­როთ­შო­რის სივ­რცე­ში იმ­ყო­ფე­ბით. ხოლო თუ გღ­ვი­ძავთ, მას ძალ­ზე ბევ­რი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა უწევს ამ რე­ა­ლო­ბის გარსშიგ­ნით შე­მო­საღ­წე­ვად. ამი­ტომ რო­დე­საც ამის მერე ის იღ­ვი­ძებს დას­ვე­ნე­ბუ­ლო­ბის ნაც­ვლად ძა­ლე­ბი­დან დაც­ლას გრძნობს. მას ახ­სოვს რომ სიზ­მარ­ში ვი­ღა­ცე­ე­ბი ნახა, ელა­პა­რა­კა, თუმ­ცა შე­უძ­ლია და­ი­ფი­ცოს, რომ რე­ა­ლო­ბა­ში არ იც­ნობს ძილ­ში ნა­ნახ პი­როვ­ნე­ბებს, თუმ­ცა სიზ­მრის მან­ძილ­ზე ეგო­ნა რომ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თობ­და. ანუ გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ცნო­ბი­ერ­მა დაბ­ლო­კა ქვეც­ნო­ბი­ე­რი.

P.S. არ მაქვს პრე­ტენ­ზია რომ ეს სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. ჩათ­ვა­ლეთ ერთ-ერთ ვერ­სი­ად. უფ­ლე­ბა გაქვთ ეჭ­ვიც შე­ი­ტა­ნოთ. მე უბ­რა­ლოდ ვწერ იმას, რაც მო­მე­წო­დე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ მუშაობს კარმა და სიზმრები - ასტროლოგის განმარტება

როგორ მუშაობს კარმა და სიზმრები - ასტროლოგის განმარტება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კარმის თემითა და სიზმრებით დაინტერესებული მკითხველისთვის სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"თქვენ იცით - როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ყოველგვარ ფუნქციას კარგავს ის გარეკანი, რომელსაც სხეულს ვუწოდებთ. თუმცა გამოცდილება, რომელიც ამ განსხეულებაში მიიღო, არსად არ იკარგება. ის ხდება ამ სულის კარმის ნაწილი.

ისიც უკვე იცით - თუ ამ სულს კონკრეტული ამოცანები სრულად არ აქვს შესრულებული, ან არასწორად ვითარდებ(ოდ)ა, ის მოდის ხელახლა იმავე სხეულით და იმავე ამოცანებით, როგორიც უკვე ჰქონდა, ოღონდ პარალელურ სამყაროში, რათა ამოწუროს ამ ''გარეკანის'' შესაძლებლობები ბოლომდე.

გარდაცვალების შემდგომ, ხელახლა განსხეულებამდე, შესაძლოა სული უფალთან დარჩეს ჩვენი ათვლითი სისტემით მხოლოდ რამდენიმე წუთი, ან ათასწლეული. ეს დამოკიდებულია თუ რამდენი ხანი დასჭირდება მას დედამიწაზე ცხოვრების შემდეგ ძალების აღდგენისთვის, და საკუთარი შეცდომების გაანალიზებისთვის.

იქვე ხდება მისთვის ახლობელი ადამიანების შეცდომების ანალიზიც ვის გვერდითაც უახლოეს ინკარნაციებში უწევდა ცხოვრება.

როდესაც ხდება გარდაცვლილი ადამიანისა და ჩვენი შეხვედრა ანუ ხილვა, (გინდ სიზმარში, გინდ გამოცხადების სახით) ის ჩვენი ახლობელი უკვე ხელახლა დაბადებული არის პარალელურ სამყაროში, მას ცნობიერად არ ახსოვს თუ რას მიხვდა თქვენთან დაკავშირებით, რადგან იმ რეალობაში შესაძლოა თქვენი ორეული არც ცხოვრობდეს მის გვერდით. სამაგიეროდ ამ ინფორმაციას ინახავს მისი ქვეცნობიერი, და აი, როდესაც მისი სხეული იძინებს, ქვეცნობიერი მოდის ქმედებაში, ააქტიურდება და იწყებს მოგზაურობას, გადის ასტრალში და გპოულობთ თქვენ, თავის ახლობელ ადამიანს, რათა მოგაწოდოთ აუცილებელი, თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

თუ თქვენც გძინავთ, ეს მისთვის ბევრად უფრო ადვილია. რადგან ამდროს თქვენც სამყაროთშორის სივრცეში იმყოფებით. ხოლო თუ გღვიძავთ, მას ძალზე ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევს ამ რეალობის გარსშიგნით შემოსაღწევად. ამიტომ როდესაც ამის მერე ის იღვიძებს დასვენებულობის ნაცვლად ძალებიდან დაცლას გრძნობს. მას ახსოვს რომ სიზმარში ვიღაცეები ნახა, ელაპარაკა, თუმცა შეუძლია დაიფიცოს, რომ რეალობაში არ იცნობს ძილში ნანახ პიროვნებებს, თუმცა სიზმრის მანძილზე ეგონა რომ ძალიან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობდა. ანუ გაღვიძებისთანავე ცნობიერმა დაბლოკა ქვეცნობიერი.

P.S. არ მაქვს პრეტენზია რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა. ჩათვალეთ ერთ-ერთ ვერსიად. უფლება გაქვთ ეჭვიც შეიტანოთ. მე უბრალოდ ვწერ იმას, რაც მომეწოდება".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს