მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნულოვანი ტოლერანტობიდან დაუსჯელობის სინდრომამდე?
ნულოვანი ტოლერანტობიდან დაუსჯელობის სინდრომამდე?

2014 წლის ოქ­ტომ­ბე­რი - სო­ფელ დვაბ­ზუ­ში 40 წლის მა­მა­კაც­მა 29 წლის მე­უღ­ლე, ორი შვი­ლის თვალ­წინ მოკ­ლა. თე­მურ რა­მიშ­ვილ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლეს თავ­ში ნა­ჯა­ხი ჩა­არ­ტყა, შემ­დეგ სახ­ლს ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. გარ­დაც­ვლილს 2 შვი­ლი - 7 წლის გო­გო­ნა და 4 წლის ვაჟი დარ­ჩა. მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს სა­სა­მარ­თლომ 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

2016 წლის იან­ვა­რი - შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ქალ­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და­ნით მოკ­ლა. სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 იან­ვარს, მა­რი­ნა დუ­და­ე­ვა და არ­ჩილ ბო­ღო­ლაშ­ვი­ლი ამ უკა­ნას­კნე­ლის სახ­ლში შეხ­ვდნენ, და­ლი­ეს, შემ­დეგ კი სტუმ­რად წა­ვიდ­ნენ. სტუმ­რად ყოფ­ნი­სას ბო­ღო­ლაშ­ვი­ლი დუ­და­ე­ვას მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, რა­მაც ქა­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. კონ­ფლიქ­ტის დროს, ქალ­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს გულ­მკერ­დის არე­ში და­ნით ორ­ჯერ მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა. არ­ჩილ ბო­ღო­ლაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რი­ნა დუ­და­ე­ვას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

2017 წლის იან­ვა­რი - თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მა­მა­კაც­მა ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლე თო­კით და­ახ­რჩო. ვახ­ტანგ სამ­ხა­რა­ძე პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩა­ბარ­და და აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ქალს უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა ეტყო­ბო­და სხე­ულ­ზე, სა­ხე­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი, შუბ­ლზე - კოპი, ცხვი­რის ძვა­ლი გა­ტე­ხი­ლი, ნი­კა­პი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, თი­თე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი, ფე­ხე­ბი გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი... ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ვახ­ტანგ სამ­ხა­რა­ძეს 11 წელი მი­ე­სა­ჯა.

იხი­ლეთ სპეც-პრო­ექ­ტი: რა­ტომ გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლი?

2017 წლის 1-ელი დე­კემ­ბე­რი - თბი­ლის­ში, 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, 16 წლის ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი და 16 წლის დათო სა­ლა­რი­ძე მა­თი­ვე თა­ნა­ტო­ლებ­მა ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით მოკ­ლეს. ფაქ­ტზე ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი პირი - გ.ბ და გ.ჯ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არას­რულ­წლოვ­ნებს მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

2017 წლის 2 დე­კემ­ბე­რი - წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ 18 წლის ი.ტ-მ თა­ნა­სოფ­ლე­ლი და სკო­ლე­ლი 17 წლის თორ­ნი­კე ბა­ღაშ­ვი­ლი მოკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მოკ­ლულს ფულს სძა­ლავ­და. სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ათ­ზე მსხვერ­პლი სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა, დე­დი­სერ­თა ბიჭი ოჯა­ხის წევ­რებ­მა სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე იპო­ვეს მკვდა­რი. ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ი.ტ-ს 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი მკვლე­ლის ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას მო­ი­თხოვს...

ამ სიის გაგ­რძე­ლე­ბა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა... ბოლო წლებ­ში უამ­რა­ვი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის მოწ­მე გახ­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამ მკვლე­ლო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და მი­ნი­მა­ლურ სას­ჯე­ლად 11 წელს, ხოლო მაქ­სი­მა­ლურ სას­ჯე­ლად უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აი, რა კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან AMBEBI.GE -ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას, ოფშკვით­ში მოკ­ლულ 17 წლის ბი­ჭთან და­კავ­ში­რე­ბით:

  • კა­ნო­ნით უნდა იყოს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა. ასეთ ადა­მი­ანს ფსი­ქი­კას ვე­რა­ნა­ი­რი ციხე ვერ და­უ­ლა­გებს
  • ეს არას­რულ­წლო­ვან­თა კო­დექ­სი, ეს, ისაო და ა.შ. სულ გან­გებ და პი­ა­რი­სათ­ვის არ­თუ­ლე­ბენ ვი­თა­რე­ბას. რა, 17 წლი­სამ არ იცის, რომ ადა­მი­ა­ნი არ უნდა მოკ­ლა? რა შე­ღა­ვა­თებ­ზე უნდა იყოს ლა­პა­რა­კი! არა­ვი­თა­რი დან­დო­ბა ვინც წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით, შეგ­ნე­ბუ­ლად და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მო­უს­წრა­ფებს სი­ცო­ცხლეს სხვას!
  • ყვე­ლა გან­ზრახ მკვლელს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს და ამ­ყო­ფო ისეთ პი­რო­ბებ­ში რომ თვი­თონ მო­იკ­ლან ამ დამ­პლებ­მა თავი. რასი 13-17 წელი. სა­მუ­და­მო, მკაც­რი რე­ჟი­მით
  • არ უნდა გა­მო­უშ­ვა ეს ნა­გა­ვი ცი­ხი­დან, სა­მუ­და­მოც კი ცო­ტაა ასე­თი არა­რა­ო­ბის­თვის. ასეთ მკლე­ლო­ბებ­ზე შეც­ვა­ლეთ კა­ნო­ნი და სას­ჯე­ლი გა­ამ­კაც­რეთ, თო­რემ კა­ცის სიკ­ვდი­ლი არაფ­რად მი­აჩ­ნი­ათ უკვე ამ ქვე­ყა­ნა­ში!
  • მკვლელს უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი.მკვლე­ლის მშობ­ლებს გა­და­სახ­ლე­ბა ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ით...ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღეთ თო­რემ ხალ­ხი გა­და­ვა ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა­ზე.

რა­ტომ გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა ად­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და იწ­ვევს თუ არა სას­ჯე­ლის და­ნა­შა­ულ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­ნა­შა­უ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბას? (იხი­ლეთ სპეც-პრო­ექ­ტი)

AMBEBI.GE-მ ექ­სპერ­ტებ­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მათ შო­რის ფსი­ქო­ლო­გებს მი­მარ­თა - არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი სას­ჯე­ლი და და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა­ზე?

ფსი­ქო­ლო­გი და სა­მარ­თალმცოდ­ნე ვახ­ტანგ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი და­ნა­შა­უ­ლის ჯაჭ­ვურ რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს. ფსი­ქო­ლოგ­მა გან­გვი­მარ­ტა, რომ ნორ­მე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბის უმოქ­მე­დო­ბა ან არა­ა­დექ­ვა­ტუ­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გავ­ლე­ნის მქო­ნე იქ­ნე­ბა.

"სა­ერ­თოდ ით­ვლე­ბა, რომ ნორ­მა რომ ქმე­დი­თი იყოს ამის ერთ-ერთი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი სან­ქცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბაა. სან­ქცი­ე­ბი და­დე­ბი­თიც არის და უარ­ყო­ფი­თიც. რო­დე­საც არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი სან­ქცი­ე­ბი არ არის გა­ტა­რე­ბუ­ლი, ნორ­მე­ბი არ მუ­შა­ობს. თუ სან­ქცი­ე­ბი არ მოქ­მე­დებს, საქ­მე გვაქვს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრომ­თან. და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი იმას გუ­ლის­ხმობს, რომ სას­ჯელ­ში შე­იძ­ლე­ბა ეწე­როს, რომ ადა­მი­ა­ნი უნდა და­იხვრი­ტოს, მაგ­რამ თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი წევ­რი თვლის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ სას­ჯე­ლის სხვა­დას­ხვა გზით თა­ვი­დან აცი­ლე­ბა (შემ­სუ­ბუ­ქე­ბა), მა­შინ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რა სიმ­ძი­მის სას­ჯე­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი" - გან­მარ­ტა ფსი­ქო­ლოგ­მა.

იხი­ლეთ სპეც-პრო­ექ­ტი: რა­ტომ გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლი?

კი­თხვა­ზე სას­ჯე­ლის და­ნა­შა­ულ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და მისი გამ­კაც­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს თუ არა და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას, სა­მარ­თალმცოდ­ნემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლის, რო­გორც სან­ქცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა მხო­ლოდ ერთ ფაქ­ტორ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფსი­ქო­ლო­გის თქმით, იმის­თვის, რომ სან­ქცი­ამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს და და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს, სულ მცი­რე სამი პუნ­ქტი უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს:

  • სას­ჯე­ლი უნდა იყოს გარ­და­უ­ვა­ლი
  • სას­ჯე­ლი უნდა იყოს დრო­უ­ლი
  • სას­ჯე­ლი უნდა იყოს და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მის შე­სა­ბა­მი­სი
"მხო­ლოდ სას­ჯე­ლის დამ­ძი­მე­ბა, სას­ჯე­ლის გარ­და­უ­ვა­ლო­ბი­სა და დრო­უ­ლო­ბის გა­რე­შე, არ იძ­ლე­ვა იმ ეფექტს, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებს უნდა ჰქონ­დეს, ეფექ­ტუ­რია მხო­ლოდ კომ­პლექ­ტში. ის თუ რას ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლი, რა თქმა უნდა, ახ­დენს გავ­ლე­ნას და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ მხო­ლოდ უკვე ნახ­სე­ნებ სხვა ორ ფაქ­ტორ­თან ერ­თად. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გარ­და­უ­ვა­ლო­ბი­სა და დრო­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პი და­ცუ­ლი".

ამა­ვე სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას კი­დევ ერ­თმა ფსი­ქო­ლოგ­მა ზუ­რაბ მხე­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ აგ­რე­სია ადა­მი­ა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ინ­სტინ­ქტია, რომ­ლის მარ­თვას და ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვას ის ზრდი­სა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში სწავ­ლობს. სას­ჯე­ლის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ადა­მი­ანს ამ აგ­რე­სი­ის და­უ­ფა­რა­ვად და და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სპეც-პრო­ექ­ტი: რა­ტომ გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლი?

"ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვე­ბი რე­გუ­ლირ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ას­პექ­ტით: ეს არის აღ­ზრდის სა­კი­თხი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხი, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე თუ რა მო­დე­ლებს სთა­ვა­ზობს ადა­მი­ანს გა­რე­მო, რას აძ­ლევს ტე­ლე­ვი­ზია და მე­დია, ვინ ით­ვლე­ბა უფრო პრეს­ტი­ჟუ­ლად - ეს არის ერთი ფაქ­ტო­რი. მე­ო­რე ფაქ­ტო­რი კი ის არის, რომ აგ­რე­სია ისე­დაც არის ადა­მი­ა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ინ­სტინ­ქტი, ასე რომ, რა თქმა უნდა, თუ სას­ჯე­ლი არ იარ­სე­ბებს ადა­მი­ან­თა გარ­კვე­ულ ნა­წილს ეს მის­ცემს აგ­რე­სი­ის და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას" - გან­მარ­ტა ზუ­რაბ მხე­ი­ძემ.

ფაქტს, რომ და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ხელს უწყობს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი მო­რის შა­ლი­კაშ­ვი­ლიც ეთან­ხმე­ბა.

"რე­ა­ლუ­რად ეს ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად, სრულ­წლოვ­ნებ­ში უფრო მე­ტად. არას­რულ­წლოვ­ნის­თვის ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვა ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს, რად­გან მან არ იცის კონ­კრე­ტუ­ლად ესა თუ ის ქმე­დე­ბა რა სიმ­ძი­მის სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს. სრულ­წლო­ვანს ამის მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ამის ცოდ­ნის ალ­ბა­თო­ბა ამ ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნებ­ში უფრო დი­დია. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფონი, და­უს­ჯე­ლო­ბის თუ არა­საკ­მა­რი­სი კონ­ტრო­ლის, თუნ­დაც სკო­ლა­ში, ოჯახ­ში თუ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში და­ნა­შა­უ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბას უწყობს ხელს. კონ­ტროლ­ში არ ვგუ­ლის­ხმობ ტო­ტა­ლურ კონ­ტროლს, მაგ­რამ თუნ­დაც მო­ზარ­დებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა მათ­თვის შე­საძ­ლოა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გით დას­რულ­დეს", - აღ­ნიშ­ნა მო­რის შა­ლი­კაშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი, ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ სპეც-პრო­ექ­ტი: რა­ტომ გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ნულოვანი ტოლერანტობიდან დაუსჯელობის სინდრომამდე?

ნულოვანი ტოლერანტობიდან დაუსჯელობის სინდრომამდე?

2014 წლის ოქტომბერი - სოფელ დვაბზუში 40 წლის მამაკაცმა 29 წლის მეუღლე, ორი შვილის თვალწინ მოკლა. თემურ რამიშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ახალგაზრდა მეუღლეს თავში ნაჯახი ჩაარტყა, შემდეგ სახლს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. გარდაცვლილს 2 შვილი - 7 წლის გოგონა და 4 წლის ვაჟი დარჩა. მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2016 წლის იანვარი - შობის დღესასწაულზე, ქალმა ყოფილი მეუღლე დანით მოკლა. სასამართლოს ინფორმაციით, 7 იანვარს, მარინა დუდაევა და არჩილ ბოღოლაშვილი ამ უკანასკნელის სახლში შეხვდნენ, დალიეს, შემდეგ კი სტუმრად წავიდნენ. სტუმრად ყოფნისას ბოღოლაშვილი დუდაევას მობილურ ტელეფონს ათვალიერებდა, რამაც ქალის განაწყენება გამოიწვია. კონფლიქტის დროს, ქალმა ყოფილ მეუღლეს გულმკერდის არეში დანით ორჯერ მიაყენა ჭრილობა. არჩილ ბოღოლაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მარინა დუდაევას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2017 წლის იანვარი - თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცმა ახალგაზრდა მეუღლე თოკით დაახრჩო. ვახტანგ სამხარაძე პოლიციას თავად ჩაბარდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული. ახლობლების თქმით, ქალს უამრავი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, სახეზე სილურჯეები, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი გატეხილი, ნიკაპი დაზიანებული, თითები დამტვრეული, ფეხები გადატყავებული... ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობისთვის ვახტანგ სამხარაძეს 11 წელი მიესაჯა.

იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?

2017 წლის 1-ელი დეკემბერი - თბილისში, 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი შელაპარაკების დროს, 16 წლის ლევან დადუნაშვილი და 16 წლის დათო სალარიძე მათივე თანატოლებმა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით მოკლეს. ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვნებს მაქსიმალური სასჯელი, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

2017 წლის 2 დეკემბერი - წყალტუბოს რაიონის სოფელ 18 წლის ი.ტ-მ თანასოფლელი და სკოლელი 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი მოკლა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს ფულს სძალავდა. საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე მსხვერპლი სახლიდან გაიყვანა, დედისერთა ბიჭი ოჯახის წევრებმა სოფლის სასაფლაოზე იპოვეს მკვდარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ი.ტ-ს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა მოკლულის ოჯახი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს...

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება... ბოლო წლებში უამრავი სასტიკი მკვლელობის მოწმე გახდა ქართული საზოგადოება. ამ მკვლელობების უმეტესობაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და მინიმალურ სასჯელად 11 წელს, ხოლო მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

აი, რა კომენტარები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან AMBEBI.GE -ზე გამოქვეყნებულ სტატიას, ოფშკვითში მოკლულ 17 წლის ბიჭთან დაკავშირებით:

  • კანონით უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა. ასეთ ადამიანს ფსიქიკას ვერანაირი ციხე ვერ დაულაგებს
  • ეს არასრულწლოვანთა კოდექსი, ეს, ისაო და ა.შ. სულ განგებ და პიარისათვის ართულებენ ვითარებას. რა, 17 წლისამ არ იცის, რომ ადამიანი არ უნდა მოკლა? რა შეღავათებზე უნდა იყოს ლაპარაკი! არავითარი დანდობა ვინც წინასწარი განზრახვით, შეგნებულად და დამამძიმებელ გარემოებებში მოუსწრაფებს სიცოცხლეს სხვას!
  • ყველა განზრახ მკვლელს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს და ამყოფო ისეთ პირობებში რომ თვითონ მოიკლან ამ დამპლებმა თავი. რასი 13-17 წელი. სამუდამო, მკაცრი რეჟიმით
  • არ უნდა გამოუშვა ეს ნაგავი ციხიდან, სამუდამოც კი ცოტაა ასეთი არარაობისთვის. ასეთ მკლელობებზე შეცვალეთ კანონი და სასჯელი გაამკაცრეთ, თორემ კაცის სიკვდილი არაფრად მიაჩნიათ უკვე ამ ქვეყანაში!
  • მკვლელს უმაღლესი სასჯელი.მკვლელის მშობლებს გადასახლება ქონების კონფისკაციით...ეს კანონი მიიღეთ თორემ ხალხი გადავა ლინჩის წესით გასამართლებაზე.

რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა ადვილი საქართველოში და იწვევს თუ არა სასჯელის დანაშაულთან შეუსაბამობა დანაშაულის წახალისებას? (იხილეთ სპეც-პროექტი)

AMBEBI.GE-მ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, მათ შორის ფსიქოლოგებს მიმართა - არაადექვატური სასჯელი და დაუსჯელობის სინდრომი ახდენს თუ არა გავლენას ადამიანის ქცევაზე?

ფსიქოლოგი და სამართალმცოდნე ვახტანგ ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ფსიქოლოგმა განგვიმარტა, რომ ნორმებისა და შესაბამისი სანქციების უმოქმედობა ან არაადექვატურობა საზოგადოების ნაწილისთვის არასახარბიელო გავლენის მქონე იქნება.

"საერთოდ ითვლება, რომ ნორმა რომ ქმედითი იყოს ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი სანქციების არსებობაა. სანქციები დადებითიც არის და უარყოფითიც. როდესაც არც დადებითი და არც უარყოფითი სანქციები არ არის გატარებული, ნორმები არ მუშაობს. თუ სანქციები არ მოქმედებს, საქმე გვაქვს დაუსჯელობის სინდრომთან. დაუსჯელობის სინდრომი იმას გულისხმობს, რომ სასჯელში შეიძლება ეწეროს, რომ ადამიანი უნდა დაიხვრიტოს, მაგრამ თუ საზოგადოების კონკრეტული წევრი თვლის, რომ შესაძლებელია ამ სასჯელის სხვადასხვა გზით თავიდან აცილება (შემსუბუქება), მაშინ მნიშვნელობა არ აქვს რა სიმძიმის სასჯელია გათვალისწინებული" - განმარტა ფსიქოლოგმა.

იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?

კითხვაზე სასჯელის დანაშაულთან შესაბამისობა და მისი გამკაცრება გამოიწვევს თუ არა დანაშაულის პრევენციას, სამართალმცოდნემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სასჯელის, როგორც სანქციის ეფექტურობა მხოლოდ ერთ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. ფსიქოლოგის თქმით, იმისთვის, რომ სანქციამ შედეგი გამოიღოს და დანაშაულის პრევენცია გამოიწვიოს, სულ მცირე სამი პუნქტი უნდა დაკმაყოფილდეს:

  • სასჯელი უნდა იყოს გარდაუვალი
  • სასჯელი უნდა იყოს დროული
  • სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი
"მხოლოდ სასჯელის დამძიმება, სასჯელის გარდაუვალობისა და დროულობის გარეშე, არ იძლევა იმ ეფექტს, რომელიც სანქციებს უნდა ჰქონდეს, ეფექტურია მხოლოდ კომპლექტში. ის თუ რას ითვალისწინებს სასჯელი, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას დანაშაულის პრევენციაზე, მაგრამ მხოლოდ უკვე ნახსენებ სხვა ორ ფაქტორთან ერთად. აუცილებლად უნდა იყოს გარდაუვალობისა და დროულობის პრინციპი დაცული".

ამავე საკითხზე მსჯელობისას კიდევ ერთმა ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აღნიშნა, რომ აგრესია ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ინსტინქტია, რომლის მართვას და ჩარჩოებში მოქცევას ის ზრდისა და სოციალიზაციის პროცესში სწავლობს. სასჯელის არარსებობის შემთხვევაში კი ადამიანს ამ აგრესიის დაუფარავად და დაუბრკოლებლად გამომჟღავნების უფლება ექნება.

იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?

"ძალადობრივი ქცევები რეგულირდება ძალიან ბევრი ასპექტით: ეს არის აღზრდის საკითხი, ღირებულებების საკითხი, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოდელებს სთავაზობს ადამიანს გარემო, რას აძლევს ტელევიზია და მედია, ვინ ითვლება უფრო პრესტიჟულად - ეს არის ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ აგრესია ისედაც არის ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ინსტინქტი, ასე რომ, რა თქმა უნდა, თუ სასჯელი არ იარსებებს ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეს მისცემს აგრესიის დაუბრკოლებლად გამომჟღავნების უფლებასა და თავისუფლებას" - განმარტა ზურაბ მხეიძემ.

ფაქტს, რომ დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის ჩადენას ხელს უწყობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილიც ეთანხმება.

"რეალურად ეს ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს. არასრულწლოვნების შემთხვევაში ნაკლებად, სრულწლოვნებში უფრო მეტად. არასრულწლოვნისთვის ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მან არ იცის კონკრეტულად ესა თუ ის ქმედება რა სიმძიმის სასჯელს ითვალისწინებს. სრულწლოვანს ამის მეტი გამოცდილება აქვს და ამის ცოდნის ალბათობა ამ ჯგუფის ადამიანებში უფრო დიდია. თუმცა, საზოგადოებაში არსებული ფონი, დაუსჯელობის თუ არასაკმარისი კონტროლის, თუნდაც სკოლაში, ოჯახში თუ სამართალდამცავ უწყებებში დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს. კონტროლში არ ვგულისხმობ ტოტალურ კონტროლს, მაგრამ თუნდაც მოზარდებმა უნდა იგრძნონ, რომ კონკრეტული ქმედება მათთვის შესაძლოა არასახარბიელო შედეგით დასრულდეს", - აღნიშნა მორის შალიკაშვილმა.

სალომე აბულაშვილი, ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ