პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა გროზნოში ეროტიკული თეთრეულის მაღაზია გახსნა
რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა გროზნოში ეროტიკული თეთრეულის მაღაზია გახსნა

ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის შვილ­მა აი­შატ­მა ქა­ლის ერო­ტი­კუ­ლი თეთ­რე­უ­ლის და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მა­ღა­ზია გახ­სნა. 

სექ­სი ჩეჩ­ნეთ­ში ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა, ამი­ტომ მა­ღა­ზი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დულ წრე­ებ­ში ხდე­ბა.

ბუ­ტი­კის Lady A სა­ზე­ი­მო გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გროზ­ნოს ცენ­ტრში შედ­გა, მი­ღე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რულ ჩეჩ­ნურ ბლოგ­ზე და­ი­წე­რა.

მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი აი­შატ კა­დი­რო­ვი 18 წლი­საა. მას აქვს მუ­სულ­მა­ნუ­რი მო­დის სახ­ლი Firdaws, ასე­ვე - მსხვი­ლი სა­კონ­დიტ­რო წარ­მო­ე­ბა. სა­კუ­თარ ბიზ­ნესს კი, ამ­ჯე­რად, ერო­ტი­კუ­ლი თეთ­რე­უ­ლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მა­ღა­ზი­აც შე­მა­ტა.

მა­ღა­ზი­ას "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­ხუ­რუ­ლი ან­გა­რი­ში აქვს, ბუ­ტიკ­ში ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბის თეთ­რე­უ­ლი იყი­დე­ბა.

ჩეჩ­ნე­თი ის­ლა­მუ­რი რე­გი­ო­ნია. სექ­სი აქ ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მად მი­იჩ­ნე­ვა. კა­ცე­ბი არ ეხე­ბი­ან სა­კუ­თარ ცო­ლებს, თუ მათ­თან ახ­ლოს სხვა ადა­მი­ა­ნიც იმ­ყო­ფე­ბა. მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით არ მი­მარ­თა­ვენ სა­ხე­ლე­ბით, ბევრ ოჯახ­ში კი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მშობ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით ერ­თმა­ნეთს არ ესა­უბ­რე­ბი­ან.

სექ­სის შე­სა­ხებ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ჯა­როდ არა­ვინ სა­უბ­რობს, ქუ­ჩა­ში ვერ შეხ­ვდე­ბით ინ­ტი­მუ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის რეკ­ლა­მას. გროზ­ნო­ში არის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც ქა­ლის მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი თეთ­რე­უ­ლი იყი­დე­ბა, თუმ­ცა მათი რეკ­ლა­მი­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

რამ­ზან კა­დი­რო­ვი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ის ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სულ­მა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. არა­ერ­თხელ გა­მო­ვი­და სა­ჯა­როდ სკო­ლებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. აცხა­დებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ლე­ბი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

2011 წელს მან "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მა­მად ჩაც­მუ­ლი ქა­ლე­ბი ჯო­ჯო­ხეთ­ში მოხ­ვდე­ბი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა გროზნოში ეროტიკული თეთრეულის მაღაზია გახსნა

რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა გროზნოში ეროტიკული თეთრეულის მაღაზია გახსნა

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის შვილმა აიშატმა ქალის ეროტიკული თეთრეულის და აქსესუარების მაღაზია გახსნა. 

სექსი ჩეჩნეთში ტაბუდადებული თემაა, ამიტომ მაღაზიის რეკლამირება ძალიან შეზღუდულ წრეებში ხდება.

ბუტიკის Lady A საზეიმო გახსნის ცერემონიალი ნოემბრის ბოლოს გროზნოს ცენტრში შედგა, მიღების შესახებ რამდენიმე პოპულარულ ჩეჩნურ ბლოგზე დაიწერა.

მაღაზიის მფლობელი აიშატ კადიროვი 18 წლისაა. მას აქვს მუსულმანური მოდის სახლი Firdaws, ასევე - მსხვილი საკონდიტრო წარმოება. საკუთარ ბიზნესს კი, ამჯერად, ეროტიკული თეთრეულისა და აქსესუარების მაღაზიაც შემატა.

მაღაზიას „ინსტაგრამზე“ დახურული ანგარიში აქვს, ბუტიკში ცნობილი ამერიკული და ევროპული ბრენდების თეთრეული იყიდება.

ჩეჩნეთი ისლამური რეგიონია. სექსი აქ ტაბუდადებულ თემად მიიჩნევა. კაცები არ ეხებიან საკუთარ ცოლებს, თუ მათთან ახლოს სხვა ადამიანიც იმყოფება. მეუღლეები ერთმანეთს სხვების თანდასწრებით არ მიმართავენ სახელებით, ბევრ ოჯახში კი დაქორწინებულები მშობლების თანდასწრებით ერთმანეთს არ ესაუბრებიან.

სექსის შესახებ რესპუბლიკაში საჯაროდ არავინ საუბრობს, ქუჩაში ვერ შეხვდებით ინტიმური აქსესუარების რეკლამას. გროზნოში არის მაღაზიები, სადაც ქალის მაქმანებიანი თეთრეული იყიდება, თუმცა მათი რეკლამირება აკრძალულია.

რამზან კადიროვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ტრადიციული მუსულმანური ღირებულებების წარმომადგენელია. არაერთხელ გამოვიდა საჯაროდ სკოლებში სექსუალური განათლების წინააღმდეგ. აცხადებს, რომ აუცილებელია ქალები თავშეკავებულად იქცეოდნენ საზოგადოებაში.

2011 წელს მან „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თამამად ჩაცმული ქალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს