ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ "მრისხანების დღის" მოწყობას გეგმავს

ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ "მრისხანების დღის" მოწყობას გეგმავს

ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდებს. მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აპირებს.

ჰამასი "მრისხანების დღის" მოწყობას გეგმავს.

ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა 7 დეკემბერს აგორდა, მთელი დღის განმავლობაში დემონსტრანტებსა და ებრაელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. ისრაელის არმიამ მანიფესტანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 31 ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

"ინტერპრესნიუსი"

ავიაიერიში ღაზაში - ჩამოინგრა შენობა, სადაც Associated Press -ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა

ისრაელი კვლავ იბომბება  - სდეროთში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას ორი სახლი დაინგრა, დაჭრილია ერთი პირი

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?