სანდრა რულოვსი დარწმუნებულია, რომ 10 დეკემბრისთვის მიხეილ სააკაშვილი უკვე გამოჯანმრთელებული იქნება, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი "ფეისბუქზე" წერს.
"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მართალია, მიშა წინა დღეებში ძლიერად გაგვიცივდა მაგრამ კვირისთვის, 10 დეკემბერს, 12 საათზე, ყველანი ერთად მარშზე ვიქნებით ჩვეულ ფორმაში, შევჩენკოს პარკიდან მაიდანამდე," - აღნიშნავს რულოვსი.
ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა, უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა, მოგვიანებით კი მისმა ადვოკატმაც დაადასტურა.