პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იერუსალიმისთვის ბრძოლის ისტორია - რა იქნება ხვალ?...
იერუსალიმისთვის ბრძოლის ისტორია - რა იქნება ხვალ?...

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად იე­რუ­სა­ლი­მი გა­მო­ცხად­დეს, მსოფ­ლი­ო­ში დიდი კა­მა­თი და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა ეს კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად მი­იჩ­ნია და ამის დას­ტუ­რად ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ა­სა და პა­ლეს­ტი­ნელ რა­დი­კა­ლებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მო­იყ­ვა­ნა;

ამას­თან, პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი და არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის, ამე­რი­კის წამ­ყვა­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ტრამპს კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მისი გან­ცხა­დე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და­ი­წყე­ბა...

იე­რუ­სა­ლი­მის­თვის ბრძო­ლა, გუ­შინ არ და­წყე­ბუ­ლა. პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ალექ­სან­დრე შუ­მი­ლი­ნი, კონ­ფლიქ­ტე­ბის ის­ტო­რი­ის მი­მო­ხილ­ვი­სას ამ­ბობს, რომ გა­ე­როს 1947 წლის 29 ნო­ემ­ბრის რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რია ორ სა­ხელ­მწი­ფოდ უნდა გა­ყო­ფი­ლი­ყო, - ებ­რა­ულ და არა­ბულ, იე­რუ­სა­ლიმს კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი უნდა ჰქო­ნო­და და სამი რე­ლი­გი­ის ქა­ლა­ქი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, ეს გეგ­მა არ გა­ი­ზი­ა­რა ხუთ­მა ქვე­ყა­ნამ, - სი­რი­ამ, ეგ­ვიპ­ტემ, ლი­ბან­მა, ირან­მა და იორ­და­ნი­ამ და ომი გა­მო­ა­ცხა­დეს. მა­შინ ომი ის­რა­ელ­მა მო­ი­გო და იე­რუ­სა­ლი­მის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლის ოკუ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა...

1967 წელს, რე­გი­ონ­ში, ახა­ლი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ის­რა­ელ­მა ასე­ვე "გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა" და მი­ი­ერ­თა იე­რუ­სა­ლი­მის აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. 13 წლის შემ­დეგ, 1980 წელს, ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ერ­თი­ა­ნი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქი იე­რუ­სა­ლი­მი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, რის შემ­დე­გაც, მუს­ლი­მი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი იორ­და­ნი­ას და­უქ­ვემ­დე­ბა­რა, ქრის­ტი­ა­ნე­ბი - რო­მის პაპს და ებ­რა­ე­ლე­ბის მისი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ გა­მო­ა­ცხა­და.

თუმ­ცა, ამ გზით პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­და, - 1990 წელს ისევ იყო მცდე­ლო­ბა, რომ იე­რუ­სა­ლიმს სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­ნო­მია მი­ე­ღო. თა­ვის მხრივ, არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი მათი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი უნდა ყო­ფი­ლი­ყო... მსოფ­ლიო მო­თა­მა­შე­ებ­მა იე­რუ­სა­ლი­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ აღი­ა­რეს, თუმ­ცა, და­თან­მხდნენ, რომ ქა­ლა­ქის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ის­რა­ელს ეკუთ­ვნის...

სა­კი­თხის გარ­შე­მო კა­მა­თი და დის­კუ­სია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ... მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ელოდ­ნენ იმ დროს, რო­დე­სად პა­ლეს­ტი­ნა და ის­რა­ე­ლი რამე კონ­კრე­ტულ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წევ­დნენ. ამა­სო­ბა­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­და პა­ლეს­ტი­ნე­ლი რა­დი­კა­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­მა­სი", რო­მე­ლიც ახლა ის­რა­ე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბით იმუქ­რე­ბა..." - წერს პო­ლი­ტო­ლო­გი, რომ­ლის თქმი­თაც, ამ სი­ახ­ლეს ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის (და არა მარ­ტო) სა­ხი­ფა­თო შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა...

მსოფ­ლიო მე­დია - აშშ-ის­რა­ე­ლის მე­გობ­რო­ბა­ზე...

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­გორც მსოფ­ლიო მო­თა­მა­შე, ამ პრო­ცე­სე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლი, რა თქმა უნდა, ვერ დარ­ჩა... 1995 წელს, ამე­რი­კას პრე­ზი­დენ­ტი ბილ კლინ­ტო­ნი მარ­თავ­და, რო­მელ­მაც ხელი მო­ა­წე­რა კა­ნონს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მი­სა და თელ-ავი­ვი­დან ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს იქ გა­და­ტა­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, კლინ­ტონ­მა ხელ­მო­წე­რი­ლი საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა ვერ გა­რის­კა, რად­გან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კის ეროვ­ნულ ინე­ტე­რე­სებს საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბო­და, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა პრე­ზი­დენტს მო­უ­წევ­და.

1995 წლის შემ­დეგ, კლინ­ტო­ნი, ჯორჯ ბუში და ბა­რაქ ობა­მა ამ საქ­მეს წლი­დან წლამ­დე ინა­ხავ­დნენ. ერ­თა­დერ­თი, ვინც ამ საქ­მის რე­ა­ლი­ზე­ბა გა­ნიზ­რა­ხა, - დო­ნალდ ტრამ­პი აღ­მოჩ­ნდა.

რა თქმა უნდა, მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩა რუ­სე­თი, - რუსი აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნის, ალექ­სეი მა­ლა­შენ­კოს შე­ფა­სე­ბით, - ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ახლა ამ გან­ცხა­დე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად სა­უ­კე­თე­სო დრო შე­არ­ჩია, - "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ გან­ცხა­დე­ბის უკან, ამე­რი­კის შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი იმა­ლე­ბა... ეს არის ტრამ­პის მო­რი­გი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­მაც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა..." - აცხა­დებს მა­ლა­შენ­კო.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვა­შინგტონ­მა იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა გა­ა­კე­თა, რომ ის მხარს უჭერს ის­რა­ელს და ასეც გა­აგ­რძე­ლებს. "ეს გარ­კვე­უ­ლი, და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ფორ­მაა იმი­სა, რომ მას რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს" - წერს ექ­სპერ­ტი.

რუსი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ბოლო დროს ის­რა­ე­ლი, "სულ უფრო ცოტა ყუ­რა­დღე­ბას გრძნობ­და" - იე­რუ­სა­ლი­მის სა­კი­თხი "არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლით", სი­რი­ის ომი­თა და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მოვ­ლე­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა. გა­უ­გე­ბა­რი და ამო­უც­ნო­ბი ვი­თა­რე­ბა რჩე­ბო­და და ადრე თუ გვი­ან, მისი სა­კი­თხი ისევ წა­მო­იჭ­რე­ბო­და. რაც შე­ეხ­ბა არა­ბულ რე­აქ­ცი­ას, - ეს იქ­ნე­ბა რო­გორც ჭავ­ლის ამოფრქვე­ვა, - "ჰა­მა­სის" გა­აქ­ტი­უ­რე­ბით, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, "ერ­თგვა­რი ხმა­უ­რის შემ­დეგ" ყვე­ლა­ფე­რი ისევ ჩა­წყნარ­დე­ბა...

მსოფ­ლი­ოს რე­აქ­ცი­ე­ბი

ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, ის­რა­ე­ლის გარ­და, მთე­ლი მსოფ­ლიო შე­აშ­ფო­თა. ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტმა, 70-წლი­ა­ნი ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, ამე­რი­კის ლი­დე­რის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას "სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი" უწო­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ უცხო ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბი იე­რუ­სა­ლიმ­ში არ გა­და­უ­ტა­ნი­ათ.

ამ გან­ცხა­დე­ბამ, ლა­მის შოკ­ში ჩა­აგ­დო პა­ლეს­ტი­ნა. პრე­ზი­დენ­ტი მაჰ­მუდ აბა­სი ისევ მტკი­ცედ იმე­ო­რებს, რომ "იე­რუ­სა­ლი­მი პა­ლეს­ტი­ნის მუდ­მი­ვი დე­და­ქა­ლა­ქია"... "ჰა­მა­სის" ლი­დე­რებ­მა უკვე და­ი­წყეს ამე­რი­კის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მი­მარ­თვე­ბი. მათ, ლოც­ვე­ბის შემ­დეგ, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, მდი­ნა­რე იორ­და­ნის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, "მრის­ხა­ნე­ბის დღე­ზე" და­ი­ბა­რეს, რათა "ყვე­ლა და­საშ­ვე­ბი მე­თო­დით" და­ი­წყონ ბრძო­ლა. "ჰა­მა­სის" ლი­დერ­მა ის­მა­ილ ჰა­ნი­ამ ახა­ლი, მე­სა­მე "ინ­ტი­ფა­დაც"... ("ინ­ტი­ფა­დას" პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­სა და ის­რა­ე­ლე­ლებს შო­რის უკვე ორ­ჯერ მომ­ხდა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტე­ბის სე­რი­ას უწო­დე­ბენ, რო­მელ­საც ხში­რად ასე­ვე "ქვა­თა ომი­თაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ).

ჯერ-ჯე­რო­ბით მე­ტად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია არა­ბუ­ლი ლიგა, რო­მელ­შიც 22 ქვე­ყა­ნაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის: ყა­ტა­რი, იორ­და­ნია, ეგ­ვიპ­ტე, სი­რია, სა­უ­დის არა­ბე­თი, ერა­ყი... მათი თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა უაზ­რო­ბაა. ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზია, ინ­დო­ნე­ზია და მა­ლა­ი­ზია...

ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა არ მო­ი­წო­ნა ევ­რო­კავ­შირ­მა და გა­ე­რომ. დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტე­რე­ზა მეიმ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, პა­ლეს­ტი­ნა-ის­რა­ე­ლის შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის გაც­ნო­ბის­კენ მო­უ­წო­და. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად არ­ღვევს გა­ე­რო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პებს.

ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია მოს­კო­ვის­თვი­საც. კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას მი­აჩ­ნია, რომ ამით შე­საძ­ლოა, ვი­თა­რე­ბა სა­ხი­ფა­თო და არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი გახ­დეს. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, - ის იე­რუ­სა­ლი­მის და­სავ­ლეთ ნა­წილს ის­რა­ე­ლის, აღ­მო­სავ­ლეთ კი - პა­ლეს­ტი­ნის დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რებს. თუმ­ცა, ტრამ­პი, ჯერ­ჯე­რო­ბით მცი­რე მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

იერუსალიმისთვის ბრძოლის ისტორია - რა იქნება ხვალ?...

იერუსალიმისთვის ბრძოლის ისტორია - რა იქნება ხვალ?...

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი გამოცხადდეს, მსოფლიოში დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საერთაშორისო ექსპერტების ერთმა ნაწილმა ეს კიდევ ერთი კონფლიქტის დაწყების წინაპირობად მიიჩნია და ამის დასტურად ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ რადიკალებს შორის შეტაკებები მოიყვანა;

ამასთან, პალესტინელები და არაბული ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, ამერიკის წამყვანი მოკავშირეები და გაეროს გენერალური მდივანი, ტრამპს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ მისი განცხადების კვალდაკვალ, ახლო აღმოსავლეთში ძალადობის პროვოცირება დაიწყება...

იერუსალიმისთვის ბრძოლა, გუშინ არ დაწყებულა. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე შუმილინი, კონფლიქტების ისტორიის მიმოხილვისას ამბობს, რომ გაეროს 1947 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციის თანახმად, პალესტინის ტერიტორია ორ სახელმწიფოდ უნდა გაყოფილიყო, - ებრაულ და არაბულ, იერუსალიმს კი, განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონოდა და სამი რელიგიის ქალაქი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს გეგმა არ გაიზიარა ხუთმა ქვეყანამ, - სირიამ, ეგვიპტემ, ლიბანმა, ირანმა და იორდანიამ და ომი გამოაცხადეს. მაშინ ომი ისრაელმა მოიგო და იერუსალიმის დასავლეთი ნაწილის ოკუპირება მოახდინა...

1967 წელს, რეგიონში, ახალი კონფლიქტი მოხდა, რომლის ფარგლებშიც, ისრაელმა ასევე "გაათავისუფლა" და მიიერთა იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი. 13 წლის შემდეგ, 1980 წელს, ისრაელმა განაცხადა, რომ ერთიანი ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი უნდა გამხდარიყო, რის შემდეგაც, მუსლიმი სასულიერო პირები იორდანიას დაუქვემდებარა, ქრისტიანები - რომის პაპს და ებრაელების მისი მფარველობის ქვეშ გამოაცხადა.

თუმცა, ამ გზით პრობლემა ვერ მოგვარდა, - 1990 წელს ისევ იყო მცდელობა, რომ იერუსალიმს სახელმწიფო ავტონომია მიეღო. თავის მხრივ, არაბული ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი პალესტინელები ირწმუნებოდნენ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი მათი ქვეყნის დედაქალაქი უნდა ყოფილიყო... მსოფლიო მოთამაშეებმა იერუსალიმის გაერთიანება არ აღიარეს, თუმცა, დათანმხდნენ, რომ ქალაქის დასავლეთი ნაწილი ისრაელს ეკუთვნის...

საკითხის გარშემო კამათი და დისკუსია წლების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, უშედეგოდ... მსოფლიო ლიდერები ელოდნენ იმ დროს, როდესად პალესტინა და ისრაელი რამე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწევდნენ. ამასობაში, ჩამოყალიბდა პალესტინელი რადიკალების შეიარაღებული ორგანიზაცია "ჰამასი", რომელიც ახლა ისრაელის განადგურებით იმუქრება..." - წერს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, ამ სიახლეს ორივე ქვეყნისთვის (და არა მარტო) სახიფათო შედეგი მოჰყვება...

მსოფლიო მედია - აშშ-ისრაელის მეგობრობაზე...

ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიო მოთამაშე, ამ პროცესების მიმართ გულგრილი, რა თქმა უნდა, ვერ დარჩა... 1995 წელს, ამერიკას პრეზიდენტი ბილ კლინტონი მართავდა, რომელმაც ხელი მოაწერა კანონს, გაერთიანებული იერუსალიმისა და თელ-ავივიდან ამერიკის საელჩოს იქ გადატანის შესახებ, თუმცა, კლინტონმა ხელმოწერილი საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ გარისკა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის ეროვნულ ინეტერესებს საფრთხე დაემუქრებოდა, ამაზე პასუხისმგებლობის აღება პრეზიდენტს მოუწევდა.

1995 წლის შემდეგ, კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაქ ობამა ამ საქმეს წლიდან წლამდე ინახავდნენ. ერთადერთი, ვინც ამ საქმის რეალიზება განიზრახა, - დონალდ ტრამპი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, მოვლენების მიმართ გულგრილი ვერ დარჩა რუსეთი, - რუსი აღმოსავლეთმცოდნის, ალექსეი მალაშენკოს შეფასებით, - ამერიკის პრეზიდენტმა ახლა ამ განცხადების გასაკეთებლად საუკეთესო დრო შეარჩია, - "დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების უკან, ამერიკის შორს მიმავალი გეგმები იმალება... ეს არის ტრამპის მორიგი ექსცენტრიკული ნაბიჯი, რომელმაც გაცნობიერებულად მიიღო ეს გადაწყვეტილება..." - აცხადებს მალაშენკო.

ამ შემთხვევაში, ვაშინგტონმა იმის დემონსტრირება გააკეთა, რომ ის მხარს უჭერს ისრაელს და ასეც გააგრძელებს. "ეს გარკვეული, დამამტკიცებელი ფორმაა იმისა, რომ მას რეგიონში გავლენის შენარჩუნება სურს" - წერს ექსპერტი.

რუსი ექსპერტების თქმით, ბოლო დროს ისრაელი, "სულ უფრო ცოტა ყურადღებას გრძნობდა" - იერუსალიმის საკითხი "არაბული გაზაფხულით", სირიის ომითა და "ისლამური სახელმწიფოს" მოვლენებით შეიცვალა. გაუგებარი და ამოუცნობი ვითარება რჩებოდა და ადრე თუ გვიან, მისი საკითხი ისევ წამოიჭრებოდა. რაც შეეხბა არაბულ რეაქციას, - ეს იქნება როგორც ჭავლის ამოფრქვევა, - "ჰამასის" გააქტიურებით, თუმცა, მთლიანობაში, "ერთგვარი ხმაურის შემდეგ" ყველაფერი ისევ ჩაწყნარდება...

მსოფლიოს რეაქციები

ტრამპის გადაწყვეტილებამ, ისრაელის გარდა, მთელი მსოფლიო შეაშფოთა. ისრაელის პრეზიდენტმა, 70-წლიანი ებრაული სახელმწიფოსთვის, ამერიკის ლიდერის გადაწვეტილებას "საუკეთესო საჩუქარი" უწოდა. პრემიერ-მინისტრის ბრძანების მიუხედავად, ჯერ უცხო ქვეყნის საელჩოები იერუსალიმში არ გადაუტანიათ.

ამ განცხადებამ, ლამის შოკში ჩააგდო პალესტინა. პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისევ მტკიცედ იმეორებს, რომ "იერუსალიმი პალესტინის მუდმივი დედაქალაქია"... "ჰამასის" ლიდერებმა უკვე დაიწყეს ამერიკის მიმართ მუქარის შემცველი მიმართვები. მათ, ლოცვების შემდეგ, მხარდამჭერები, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, "მრისხანების დღეზე" დაიბარეს, რათა "ყველა დასაშვები მეთოდით" დაიწყონ ბრძოლა. "ჰამასის" ლიდერმა ისმაილ ჰანიამ ახალი, მესამე "ინტიფადაც"... ("ინტიფადას" პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის უკვე ორჯერ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების სერიას უწოდებენ, რომელსაც ხშირად ასევე "ქვათა ომითაც" მოიხსენიებენ).

ჯერ-ჯერობით მეტად თავშეკავებულია არაბული ლიგა, რომელშიც 22 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის: ყატარი, იორდანია, ეგვიპტე, სირია, საუდის არაბეთი, ერაყი... მათი თქმით, მოლაპარაკების გზით კონფლიქტის მოგვარება უაზრობაა. ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ინდონეზია და მალაიზია...

ტრამპის განცხადება არ მოიწონა ევროკავშირმა და გაერომ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ტრამპის ადმინისტრაციას, პალესტინა-ისრაელის შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზების გაცნობისკენ მოუწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ერთდროულად არღვევს გაეროსა და საერთაშორისო პრინციპებს.

ტრამპის გადაწყვეტილება მიუღებელია მოსკოვისთვისაც. კრემლის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ ამით შესაძლოა, ვითარება სახიფათო და არაკონტროლირებადი გახდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, - ის იერუსალიმის დასავლეთ ნაწილს ისრაელის, აღმოსავლეთ კი - პალესტინის დედაქალაქად აღიარებს. თუმცა, ტრამპი, ჯერჯერობით მცირე მხარდამჭერების მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე