საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისრაელში წვიმაა, მაგრამ ჩვენს გულებში მზეა..." - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ტრამპის გადაწყვეტილებას
"ისრაელში წვიმაა, მაგრამ ჩვენს გულებში მზეა..." - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ტრამპის გადაწყვეტილებას

დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­ცხად­დეს, ებ­რა­ე­ლე­ბის ზე­ი­მი მოჰ­ყვა, - მათი თქმით, ეს დიდი ხნის წი­ნაც ასე იყო, მათ შეგ­ნე­ბა­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო, ახლა უბ­რა­ლოდ, მისი იუ­რი­უ­დუ­ლად ცნო­ბა ხდე­ბა და ამის გა­კე­თე­ბა პირ­ვე­ლად, ამე­რი­კამ და­ი­წყო...

სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბი ამ სი­ახ­ლეს ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

აბ­რა­ა­მი, ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე:

- ის­რა­ელ­ში წვი­მაა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, ჩვენს გუ­ლებ­ში მზეა... ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, იე­რუ­სა­ლი­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად. ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა, იე­რუ­სა­ლი­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­ა­ცხა­და. ასე­ვე, სა­ლე­ჩო­ე­ბის ამ ქა­ლაქ­ში გა­და­ტა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ეს არის ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გა­მო­ა­ცხა­დებს იე­რუ­სა­ლიმს ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად და სა­ელ­ჩოს იქ გად­მო­ი­ტანს... ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ფანი შიფ­მა­ნი, პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლი:

- ტე­რაქ­ტე­ბი ხდე­ბო­და აქამ­დეც. აქამ­დე იე­რუ­სა­ლი­მი არ იყო ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მათ მა­ინც ჰქონ­დათ ტე­რაქ­ტე­ბის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვა­ცია. უკვე ათე­უ­ლო­ბით წე­ლია რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბი გეგ­მა­ვენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ტე­რაქ­ტებს და ასე­ვე, იტა­ცე­ბენ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­წებს. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ებ­რა­ე­ლე­ბის და­და­ნა­შუ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ აბ­სურ­დია და იმე­დია, ევ­რო­პე­ლე­ბი ძა­ლი­ან შორს დგა­ნან იმის­გან, რომ ამა­ში ჩვენ დაგ­ვა­და­ნა­შუ­ა­ლონ. ესე იგი, შე­ი­ა­რა­ღე­ბის პრინ­ცი­პი ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლია, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ხარ, - ნიშ­ნავს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხარ. რე­ა­ლო­ბამ გვა­ნა­ხა, რომ ლი­ბე­რა­ლუ­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ ამარ­თლებს და არც არის ამის დრო.

იო­სებ ზამ­ბი­ლო­ვი­ჩი, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლი:

- ბედ­ნი­ე­რი დღე ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ამე­რი­კი­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტის. ამე­რი­კის 33-ე პრე­ზი­დენ­ტი, ჰარი ტრუ­მე­ნი იყო პირ­ვე­ლი პი­ლი­ტი­კო­სი მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ცნო ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა... ახლა კი ჩვენ უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვართ დო­ნალდ ტრამ­პის, რო­მელ­მაც იე­რუ­სა­ლი­მის ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რე­ბით, ჩვე­ნი ის­ტო­რია შეც­ვა­ლა. იე­რუ­სა­ლი­მი, ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქი იყო 3 ათას წელ­ზე მეტ ხანს და ის ასე დარ­ჩე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "მის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ებ­რა­უ­ლი კა­პი­ტა­ლი ჩა­ი­დო..." - რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

"ისრაელში წვიმაა, მაგრამ ჩვენს გულებში მზეა..." - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ტრამპის გადაწყვეტილებას

"ისრაელში წვიმაა, მაგრამ ჩვენს გულებში მზეა..." - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ტრამპის გადაწყვეტილებას

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდეს, ებრაელების ზეიმი მოჰყვა, - მათი თქმით, ეს დიდი ხნის წინაც ასე იყო, მათ შეგნებასა და ცნობიერებაში, იერუსალიმი ისრაელის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა უბრალოდ, მისი იურიუდულად ცნობა ხდება და ამის გაკეთება პირველად, ამერიკამ დაიწყო...

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ამ სიახლეს ასე ეხმაურებიან:

აბრაამი, ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე:

- ისრაელში წვიმაა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს გულებში მზეა... ამერიკის პრეზიდენტმა, იერუსალიმი ოფიციალურად გამოაცხადა ისრაელის დედაქალაქად. ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა. ასევე, სალეჩოების ამ ქალაქში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება... იმედია, საქართველოს ხელისუფლებაც გამოაცხადებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და საელჩოს იქ გადმოიტანს... ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფანი შიფმანი, პოლონეთში მცხოვრები ებრაელი:

- ტერაქტები ხდებოდა აქამდეც. აქამდე იერუსალიმი არ იყო ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებული, მაგრამ მათ მაინც ჰქონდათ ტერაქტების ჩადენის მოტივაცია. უკვე ათეულობით წელია რადიკალი ისლამისტები გეგმავენ და ახორციელებენ ტერაქტებს და ასევე, იტაცებენ სხვა სახელმწიფოების მიწებს. ამ ყველაფერში ებრაელების დადანაშულება უბრალოდ აბსურდია და იმედია, ევროპელები ძალიან შორს დგანან იმისგან, რომ ამაში ჩვენ დაგვადანაშუალონ. ესე იგი, შეიარაღების პრინციპი ყველაზე გამართლებულია, გაფრთხილებული ხარ, - ნიშნავს, შეიარაღებული ხარ. რეალობამ გვანახა, რომ ლიბერალური სისულელეები არ ამართლებს და არც არის ამის დრო.

იოსებ ზამბილოვიჩი, რუსეთში მცხოვრები ებრაელი:

- ბედნიერი დღე ჩვენს ისტორიაში. ძალიან მადლიერი ვარ ამერიკისა და მისი პრეზიდენტის. ამერიკის 33-ე პრეზიდენტი, ჰარი ტრუმენი იყო პირველი პილიტიკოსი მსოფლიოში, რომელმაც ცნო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა... ახლა კი ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ დონალდ ტრამპის, რომელმაც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით, ჩვენი ისტორია შეცვალა. იერუსალიმი, ისრაელის დედაქალაქი იყო 3 ათას წელზე მეტ ხანს და ის ასე დარჩება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "მის წინასაარჩევნო კამპანიაში, მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალი ჩაიდო..." - რა შეიძლება მოჰყვეს ტრამპის გადაწყვეტილებას?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი