კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტარის მიმართვაზე: "უმრავლესობის წევრისგან საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, მიუღებელია"
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტარის მიმართვაზე: "უმრავლესობის წევრისგან საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, მიუღებელია"

უმ­რავ­ლე­სო­ბის ფარ­გლებ­ში ასე­თი სა­ჯა­რო წე­რი­ლე­ბის და გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­წე­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის ღია წე­რილს, რომ­ლი­თაც დე­პუ­ტა­ტი პრე­მი­ერს ურ­ჩევს, მხა­რი და­უ­ჭი­როს აშშ-ს პრე­ზი­დენტს და იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­როს.

"უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის მხრი­დან სა­ჯა­რო მო­მარ­თვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის ფარ­გლებ­ში ასე­თი სა­ჯა­რო წე­რი­ლე­ბის და გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­წე­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის, ჩემ­თვის არის მი­უ­ღე­ბე­ლი. ეს არის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც უნდა მოხ­დეს მსჯე­ლო­ბა და სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ა­ფიქ­სი­როს თა­ვი­სი პო­ზი­ცია. სა­კი­თხი არის ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი და რა თქმა უნდა, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გვექ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ფიქ­სი­რებს პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ნი­უნ­ქტუ­რის და იმ საფრ­თხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს რე­გი­ონ­ში. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მე პა­ტივს ვცემ ყვე­ლა დე­პუ­ტატს, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბის ასეთ სენ­სი­ტი­ურ სა­კი­თხზე ღია წე­რი­ლით და­ფიქ­სი­რე­ბა, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მაა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. დე­პუ­ტა­ტი პრე­მი­ერს ურ­ჩევს, მხა­რი და­უ­ჭი­როს აშშ-ს პრე­ზი­დენტს და იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­როს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტარის მიმართვაზე: "უმრავლესობის წევრისგან საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, მიუღებელია"

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტარის მიმართვაზე: "უმრავლესობის წევრისგან საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, მიუღებელია"

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

"უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."