პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტარი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს
პარლამენტარი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. დე­პუ­ტა­ტი პრე­მი­ერს ურ­ჩევს, მხა­რი და­უ­ჭი­როს აშშ-ს პრე­ზი­დენტს და იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­როს.

შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­რა­ე­ლი­სად­მი მსგავ­სი მხარ­და­ჭე­რა და­ა­დას­ტუ­რებს მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბას რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, ასე­ვე მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ორ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­ტონ­მა დო­ნალდ ტრამპმა და მის­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა, იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­და­ტა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. პრე­ზი­დენ­ტმა უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვენ­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა.

მოგ­მარ­თავთ ინი­ცი­ა­ტი­ვით, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ქვეყ­ნის მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით იმ­სჯე­ლოს. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი აშშ-ის შემ­დეგ გახ­დეს პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც მხარს და­უ­ჭერს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნას, რაც და­ა­დას­ტუ­რებს ჩვენს მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბას რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, ასე­ვე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ. ეს იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მყი­სი­ე­რად მო­უ­ტანს დი­ვი­დენ­დებს ჩვენ ქვე­ყა­ნას.

მე მჯე­რა თქვე­ნი, რო­გორც გო­ნი­ე­რი და მტკი­ცე ხა­სი­ა­თის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის, რო­მე­ლიც ადეკ­ვა­ტურ შე­ფა­სე­ბას მის­ცემს სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბას, სწო­რად შე­ა­ფა­სებს მის მას­შტა­ბუ­რო­ბას და სა­ქარ­თვე­ლო, თქვე­ნი უშუ­ა­ლო მე­თა­უ­რო­ბით, გახ­დე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მხარ­დამ­ჭე­რი და მო­ნა­წი­ლე აშშ-თან ერ­თად.

ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი მხარს და­უ­ჭერს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დე­პუ­ტა­ტის ღია წე­რილ­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად შა­ლე­ლაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარლამენტარი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

პარლამენტარი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისრაელისადმი მსგავსი მხარდაჭერა დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე მეგობარი სახელმწიფოს მიმართ.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.

მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას.

მე მჯერა თქვენი, როგორც გონიერი და მტკიცე ხასიათის მქონე პოლიტიკური ლიდერის, რომელიც ადეკვატურ შეფასებას მისცემს საკითხის მნიშვნელობას, სწორად შეაფასებს მის მასშტაბურობას და საქართველო, თქვენი უშუალო მეთაურობით, გახდება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერი და მონაწილე აშშ-თან ერთად.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს", - აღნიშნულია დეპუტატის ღია წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად შალელაშვილმა გაავრცელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."