თუ პრინცი ჰარის დაქორწინებამ გული დაგწყვიტათ, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის! მსოფლიოში კიდევ დარჩა რამდენიმე პრინცი, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის შთამომავალზე არანაკლებ მომხიბვლელი და საინტერესოა და მათი გულებიც თავისუფალია...
შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდი, დუბაის პრინცი
მას თანამედროვე ალადინს უწოდებენ. დუბაის პრინცი ძალიან მომხიბვლელია. უყვარს სპორტის ექსრემალური სახეობები, წერს ლექსებს და ძალიან აქტიურად მართავს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდს. ის ჯერ კიდევ დასაოჯახებელია.
პრინცი აზიმი, ბრუნეი
პრინცს ძალიან უყვარს წვეულებები და გართობა. მისი დაბადების დღე ყოველთვის გრანდიოზულია, საზეიმო წვეულებებზე კი მაიკლ ჯექსონმა, მერაია ქერიმ და სხვა ცნობილმა მომღერლებმაც იმღერეს წლების წინ.
პრინცი მეგობრობს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან.
თუმცა, აზიმი მხოლოდ გართობისთვის არ ხარჯავს ფულს. ის ცნობილი ქველმოქმედია და საკუთარი ფონდიც დააარსა.
პრინცი ლორენცო ბორგეზე
მას იტალიაში ყველა იცნობს, არა მხოლოდ სამეფო წარმომავლობის გამო - პრინცმა მონაწილეობა მიიღო შოუში "მარტოხელა". შოუში მონაწილეობის მიუხედავად, ლორენცომ საკუთარი "პრინცესას" პოვნა ვერ შეძლო. ის ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს.
პრინცი არტურ ჩატო
უილიამისა და ჰარის 18 წლის ბიძაშვილი მსოფლიოს გარშემო ქალების გულების დაპყრობას იწყებს. წლების წინ, უილიამისა და ქეითის ქორწილზე მას მიდლტონის კაბის შლეიფი ეჭირა, ახლა კი გოგონებისთვის საოცნებო პრინცად იქცა.
მომზადებულია elle-ს მიხედვით