პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გაუფასურებული ვალუტები და "ქაღალდის ფულის წყალდიდობა" ეკონომიკაში
ყველაზე გაუფასურებული ვალუტები და "ქაღალდის ფულის წყალდიდობა" ეკონომიკაში

ბოლო ხა­ნებ­ში ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში არის მრა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად ეცე­მა და ინფლა­ცი­ის დო­ნეც კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მა­ღა­ლია.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტორ, ირაკ­ლი მა­კა­ლა­თი­ას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც და­ა­სა­ხე­ლა 5 ქვე­ყა­ნა, სა­დაც 2017 წელს ინფლა­ცი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და. ამ მხრივ პირ­ველ ად­გილ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლაა - 652,7%-იანი მაჩ­ვე­ნებ­ლით, მე-2 ად­გი­ლი სამ­ხრეთ სუ­დანს ეკუთ­ვნის - 182,1 %, მე­სა­მე - კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კაა - 41,7 %, მე­ო­თხე - ლი­ბი­აა - 32,8 %, ხოლო მე­ხუ­თე - ან­გო­ლა - 30,9 %. ირაკ­ლი მა­კა­ლა­თი­ას თქმით, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის ის­ტო­რი­ას ისე­თი ფაქ­ტე­ბი ახ­სოვს, რო­მელ­თან შე­და­რე­ბით ეს ციფ­რე­ბი მი­ზე­რუ­ლია.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" მან იმ ქვეყ­ნებ­ზეც ისა­უბ­რა, სა­დაც ინფლა­ცი­ის დო­ნემ არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია:

უნ­გრე­თი - 1946 წელი

"1946 წლის ივ­ლის­ში უნ­გრეთ­ში ჰი­პე­რინფლა­ცი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დონე და­ფიქ­სირ­და - 13,6 კვად­რი­ლი­ო­ნი ანუ 13 600 000 000 000 000 %. იმ პე­რი­ო­დის უნ­გრეთ­ში ფა­სე­ბი ყო­ველ 15 სთ-ში ერთხელ ორ­მაგ­დე­ბო­და. თუ პირ­ველ მსოფ­ლიო ომამ­დე 1 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 კრო­ნი იყო, 1924 წელს უკვე 70 000 კრო­ნი გახ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა ხომ მთლი­ა­ნად და­ან­გრია უნ­გრე­თი, ქვეყ­ნის სამ­რეწ­ვე­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლი

გა­ნად­გურ­და. წარ­მო­ე­ბის და­ცე­მას ფა­სე­ბის მა­ტე­ბაც თან სდევ­და. უნ­გრე­თის მთავ­რო­ბამ ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ფუ­ლის და­ბეჭდ­ვით გა­და­წყვი­ტა, რა­მაც სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა მთლი­ა­ნად მო­შა­ლა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom

ყველაზე გაუფასურებული ვალუტები და "ქაღალდის ფულის წყალდიდობა" ეკონომიკაში

ყველაზე გაუფასურებული ვალუტები და "ქაღალდის ფულის წყალდიდობა" ეკონომიკაში

ბოლო ხანებში ლარის დევალვაციას საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა, თუმცა მსოფლიოში არის მრავალი სახელმწიფო, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი გაცილებით სწრაფად ეცემა და ინფლაციის დონეც კატასტროფულად მაღალია.

"ბიზნესპრესნიუსი" ეკონომიკის დოქტორ, ირაკლი მაკალათიას ესაუბრა, რომელმაც დაასახელა 5 ქვეყანა, სადაც 2017 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ მხრივ პირველ ადგილზე ვენესუელაა - 652,7%-იანი მაჩვენებლით, მე-2 ადგილი სამხრეთ სუდანს ეკუთვნის - 182,1 %, მესამე - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა - 41,7 %, მეოთხე - ლიბიაა - 32,8 %, ხოლო მეხუთე - ანგოლა - 30,9 %. ირაკლი მაკალათიას თქმით, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიას ისეთი ფაქტები ახსოვს, რომელთან შედარებით ეს ციფრები მიზერულია.

"ბიზნესპრესნიუსთან" მან იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, სადაც ინფლაციის დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია:

უნგრეთი - 1946 წელი

"1946 წლის ივლისში უნგრეთში ჰიპერინფლაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა - 13,6 კვადრილიონი ანუ 13 600 000 000 000 000 %. იმ პერიოდის უნგრეთში ფასები ყოველ 15 სთ-ში ერთხელ ორმაგდებოდა. თუ პირველ მსოფლიო ომამდე 1 აშშ დოლარის ღირებულება 5 კრონი იყო, 1924 წელს უკვე 70 000 კრონი გახდა. მეორე მსოფლიო ომმა ხომ მთლიანად დაანგრია უნგრეთი, ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი

განადგურდა. წარმოების დაცემას ფასების მატებაც თან სდევდა. უნგრეთის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირება დამატებითი ფულის დაბეჭდვით გადაწყვიტა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო და ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად მოშალა.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"