პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია" - ერდოღანი ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს
"ეს ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია" - ერდოღანი ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი იე­რუ­სა­ლი­მის ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გმობს.

"მე გან­ვაგ­რძობ სა­ტე­ლე­ფო­ნო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იე­რუ­სა­ლი­მის სა­კი­თხზე ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე ვა­წარ­მო­ებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­სავ­ლელ ლი­დე­რებ­თან, რო­მის პა­პთა­ნაც. ასე­ვე ვი­სა­უბ­რებ ამ თე­მა­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. ეს თემა მხო­ლოდ მუს­ლი­მებს არ ეხე­ბა. ეს თემა ქრის­ტი­ა­ნებ­საც ეხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა.

მისი თქმით, "აშშ-მ გა­თე­ლა იე­რუ­სა­ლი­მის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ს 1980 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ არა­ვის და­ურ­ღვე­ვია".

"შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გა­გე­ბა, თუ რისი თქმა სურ­და ტრამპს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ის ახლა მიქ­სე­რის როლს თა­მა­შობს და მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის შენ­ჯღ­რე­ვას ახ­დენს. ის­რა­ე­ლი წმინ­და ად­გი­ლია მუს­ლი­მე­ბის­თვის, ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის და ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის. ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯი გან­სა­კუთ­რე­ბით ამ რე­გი­ო­ნის­თვის ან­თე­ბუ­ლი ასან­თის ტოლ­ფა­სია. ლი­დე­რებ­მა არა კონ­ფლიქ­ტე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, არა­მედ მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნონ. თუ ტრამ­პი მი­იჩ­ნევს, რომ ის ასე­თი ძლი­ე­რია და ამი­ტო­მაც მარ­თა­ლია, მა­შინ ის ცდე­ბა. ძლი­ე­რი მარ­თალს არ ნიშ­ნავს", - დას­ძი­ნა ერ­დო­ღან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ეს ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია" - ერდოღანი ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს

"ეს ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია" - ერდოღანი ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს.

"მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, "აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია".

"შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს", - დასძინა ერდოღანმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"