საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყის მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში - საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს
ტყის მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში - საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

ნიუ იორკში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო კა­ლი­ფორ­ნი­ის ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის გამო, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გუ­შინ­დე­ლი დღი­დან აცხა­დებს სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გეგ­მებს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: გთხოვთ შე­ას­რუ­ლოთ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გთხოვთ მი­მარ­თოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს - 866-272-2237 ან დაგ­ვი­კავ­შირ­დით გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს Facebook გვერ­დზე ან შემ­დეგ ტე­ლე­ფონ­ზე 212-922-1722.

ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გთხოვთ იხი­ლოთ შემ­დეგ ვებ გვერ­დზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ტყის ხან­ძარ­მა წყნა­რი ოკე­ა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებს მი­აღ­წია. ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 24-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცე­ცხლი სულ უფრო და უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა.

სტი­ქი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით 200 ათას­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ტყის მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში - საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

ტყის მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში - საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს - 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722.

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire”, - ნათქვამია განცხადებაში.

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებს მიაღწია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის 24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.

სტიქიის დაწყებიდან დღემდე უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"