პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება "სიკვდილის ზონასთან" - ებრაელი ბავშვების ბომბსაფარში გატარებული ბავშვობა
ცხოვრება "სიკვდილის ზონასთან" - ებრაელი ბავშვების ბომბსაფარში გატარებული ბავშვობა

ის­რა­ე­ლის სოფ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ღა­ზას სექ­ტო­რის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს, მუდ­მი­ვად თავ­დას­ხმის მო­ლო­დინ­შია. ჰა­მა­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ის­გან ნე­ტივ ჰა­სა­რას მხო­ლოდ ბე­ტო­ნის მა­ღა­ლი კე­დე­ლი ჰყოფს. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის ლოც­ვის ხმა სო­ფელ­ში მკა­ფი­ოდ ის­მის, კედ­ლის მიღ­მა ჰა­მა­სის მებ­რძო­ლებს წვრთნი­ან.

ნე­ტივ ჰა­სა­რას მცხოვ­რებ­ლებ­მა კედ­ლის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად კე­რა­მი­კის პა­ტა­რა, ჭრე­ლი ფი­ლე­ბი და­ამ­ზა­დეს, კე­დელ­ზე რამ­დე­ნი­მე ენა­ზე წე­რია სი­ტყვა "მშვი­დო­ბა".

ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რი, ჰილა ფენ­ლო­ნი 40 წლი­საა, მას ორი შვი­ლი ჰყავს. ჰილა იხ­სე­ნებს, რომ გემ­რი­ე­ლი ჰუ­მუ­სის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად მი­დი­ო­და ღა­ზას სექ­ტორ­ში, პა­ლეს­ტი­ნე­ლებს კი - ის­რა­ელ­ში მას­პინ­ძლობ­დნენ. თა­ნა­მედ­რო­ვე ებ­რა­ე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ღაზა ახლა "სიკ­ვდი­ლის ზო­ნაა".

რა­კე­ტე­ბი ნე­ტივ ჰა­სა­რა­ში ხში­რად ცვი­ვა, თუმ­ცა ნაღ­მის ჩა­მო­ვარ­დნამ­დე გან­გა­შის სიგ­ნა­ლი ირ­თვე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე წამი აქვს იმის­თვის, რომ ბომბსა­ფარს შე­ა­ფა­როს თავი. ბომბსა­ფა­რი ის­რა­ე­ლის ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტშია, სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში კი - ყვე­ლა სახ­ლში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სკო­ლა­ში, სა­ბავ­შვო ბაღ­ში, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზეც კი.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა­ზე, რად­გან გან­გა­შის სიგ­ნა­ლი მათ­ზე მძი­მედ მოქ­მე­დებს. სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში ბავ­შვებს ქუ­ჩა­ში თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, ცხოვ­რე­ბის უმე­ტეს ნა­წილს ბომბსაფ­რებ­ში ატა­რე­ბენ, იქ თა­მა­შო­ბენ, სძი­ნავთ და სწავ­ლო­ბენ.

ნე­ტივ ჰა­სა­რა­ში სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია, რად­გან ღია სივ­რცე­ში თა­ვის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჰილა ფენ­ლო­ნი იხ­სე­ნებს, რო­გორ ცდი­ლობ­და, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის­თვის რა­კე­ტე­ბის შიში შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა. მის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვე­ბის­თვის ახ­სნა, რომ ვი­ღა­ცას მათი მოკ­ვლა გა­მიზ­ნუ­ლად სურ­და, ამი­ტომ შვი­ლე­ბი და­არ­წმუ­ნა, რომ გან­გა­შის სიგ­ნა­ლის შემ­დეგ სო­ფელ­ში რკი­ნის წი­თე­ლი ჩი­ტე­ბი მოფ­რინ­დე­ბოდ­ნენ და თავს სწო­რედ მათ­გან იცავ­დნენ.

სო­ფელ­ში ჰი­ლას შვი­ლე­ბის მსგავ­სად არ­ცერთ ბავ­შვს მშვი­დად არ სძი­ნავს. მათ რა­კე­ტე­ბი, სიგ­ნა­ლე­ბი, წი­თე­ლი ჩი­ტე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ესიზ­მრე­ბათ. ფსი­ქო­ლო­გე­ნის დახ­მა­რე­ბა კი არა მხო­ლოდ ბავ­შვებს, არა­მედ - მათ მშობ­ლებ­საც მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბათ.

კი­თხვა­ზე – რა­ტომ არ ტო­ვებს სო­ფელს, ჰილა ფენ­ლო­ნი ამ­ბობს, რომ ჰა­მა­სის მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის. ფერ­მე­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "თუ სოფ­ლი­დან წავა, ტე­რო­რი გა­ი­მარ­ჯვებს, მო­სახ­ლე­ო­ბა კი – და­მარ­ცხდე­ბა" :

"ალ­ბათ, ძა­ლი­ან გუ­ლუბ­რყვი­ლო ვარ, მაგ­რამ მე მაქვს იმე­დი…"-ამ­ბობს ჰილა.

ღა­ზას სექ­ტო­რის ქუ­ჩებ­ში ამ წუ­თებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა, პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი აშშ-ს მიერ იე­რუ­სა­ლი­მის დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მათ დაწ­ვეს ირა­ე­ლი­სა და აშშ-ს დრო­შე­ბი, ჰა­მა­სმა მომ­დევ­ნო მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბიც და­ა­ა­ნონ­სა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა და იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რა. აშშ-ის სა­ელ­ჩოს თე­ლა­ვი­ვი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­და­ტა­ნას 1995 წელს კონ­გრეს­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა, თუმ­ცა პრო­ცე­სი მას შემ­დეგ მო­ყო­ლე­ბუ­ლი ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე წინ არ წა­სუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

ცხოვრება "სიკვდილის ზონასთან" - ებრაელი ბავშვების ბომბსაფარში გატარებული ბავშვობა

ცხოვრება "სიკვდილის ზონასთან" - ებრაელი ბავშვების ბომბსაფარში გატარებული ბავშვობა

ისრაელის სოფლები, რომელიც ღაზას სექტორის საზღვართან მდებარეობს, მუდმივად თავდასხმის მოლოდინშია. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ნეტივ ჰასარას მხოლოდ ბეტონის მაღალი კედელი ჰყოფს. პალესტინელების ლოცვის ხმა სოფელში მკაფიოდ ისმის, კედლის მიღმა ჰამასის მებრძოლებს წვრთნიან.

ნეტივ ჰასარას მცხოვრებლებმა კედლის გასალამაზებლად კერამიკის პატარა, ჭრელი ფილები დაამზადეს, კედელზე რამდენიმე ენაზე წერია სიტყვა "მშვიდობა".

ადგილობრივი ფერმერი, ჰილა ფენლონი 40 წლისაა, მას ორი შვილი ჰყავს. ჰილა იხსენებს, რომ გემრიელი ჰუმუსის დასაგემოვნებლად ბავშვობაში მშობლებთან ერთად მიდიოდა ღაზას სექტორში, პალესტინელებს კი - ისრაელში მასპინძლობდნენ. თანამედროვე ებრაელი ბავშვებისთვის ღაზა ახლა "სიკვდილის ზონაა".

რაკეტები ნეტივ ჰასარაში ხშირად ცვივა, თუმცა ნაღმის ჩამოვარდნამდე განგაშის სიგნალი ირთვება და მოსახლეობას რამდენიმე წამი აქვს იმისთვის, რომ ბომბსაფარს შეაფაროს თავი. ბომბსაფარი ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტშია, საზღვრისპირა სოფლებში კი - ყველა სახლში, დაწესებულებაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, ავტობუსის გაჩერებებზეც კი.

ფსიქოლოგები მუდმივად მუშაობენ ბავშვების ფსიქიკაზე, რადგან განგაშის სიგნალი მათზე მძიმედ მოქმედებს. საზღვრისპირა სოფლებში ბავშვებს ქუჩაში თამაშის საშუალება არ აქვთ, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბომბსაფრებში ატარებენ, იქ თამაშობენ, სძინავთ და სწავლობენ.

ნეტივ ჰასარაში სათამაშო მოედნები გაუქმებულია, რადგან ღია სივრცეში თავის დაცვა შეუძლებელია.

ჰილა ფენლონი იხსენებს, როგორ ცდილობდა, მცირეწლოვანი შვილებისთვის რაკეტების შიში შეემცირებინა. მისთვის რთული აღმოჩნდა ბავშვებისთვის ახსნა, რომ ვიღაცას მათი მოკვლა გამიზნულად სურდა, ამიტომ შვილები დაარწმუნა, რომ განგაშის სიგნალის შემდეგ სოფელში რკინის წითელი ჩიტები მოფრინდებოდნენ და თავს სწორედ მათგან იცავდნენ.

სოფელში ჰილას შვილების მსგავსად არცერთ ბავშვს მშვიდად არ სძინავს. მათ რაკეტები, სიგნალები, წითელი ჩიტები ძალიან ხშირად ესიზმრებათ. ფსიქოლოგენის დახმარება კი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ - მათ მშობლებსაც მუდმივად სჭირდებათ.

კითხვაზე – რატომ არ ტოვებს სოფელს, ჰილა ფენლონი ამბობს, რომ ჰამასის მიზანიც სწორედ ეს არის. ფერმერი დარწმუნებულია, რომ "თუ სოფლიდან წავა, ტერორი გაიმარჯვებს, მოსახლეობა კი – დამარცხდება" :

"ალბათ, ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მე მაქვს იმედი…"-ამბობს ჰილა.

ღაზას სექტორის ქუჩებში ამ წუთებში საპროტესტო აქციები გრძელდება, პალესტინელები აშშ-ს მიერ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებენ. მათ დაწვეს ირაელისა და აშშ-ს დროშები, ჰამასმა მომდევნო მანიფესტაციებიც დააანონსა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"