პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღაზას ქუჩებში ისრაელის დროშებს წვავენ - ჰამასი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება
ღაზას ქუჩებში ისრაელის დროშებს წვავენ - ჰამასი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება

ღა­ზას სექ­ტორ­ში ასო­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი დო­ნალდ ტრამ­პის მიერ ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად იე­რუ­სა­ლი­მის აღი­ა­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო თელ-ავი­ვი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­და­ვა.

ღა­ზას ქუ­ჩებ­ში მო­ე­წყო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხვა ფრაქ­ცია და სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა იყო. პრო­ტეს­ტან­ტებ­მა ის­რა­ე­ლის და აშშ-ს დრო­შე­ბი დაწ­ვეს.

ჰა­მა­სმა, რო­მე­ლიც ღა­ზას სექ­ტორს აკონ­ტრო­ლებს, უკვე და­ა­ა­ნონ­სა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა. ჰა­მასს აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვენ.

პა­ლეს­ტი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს ჩაშ­ლის".

ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გმობს სა­უ­დის არა­ბე­თიც. სა­მე­ფოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის სვლა "გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოა".

გან­ცხა­დე­ბა დო­ნალდ ტრამპმა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­ა­კე­თა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ან გა­დაჭ­რას, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რეს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

"მო­ვი­და დრო, იე­რუ­სა­ლი­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად", - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

მან ასე­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბა მის­ცა აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, ის­რა­ელ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­და­ტა­ნის მომ­ზა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"იე­რუ­სა­ლი­მი იყო და უნდა დარ­ჩეს ის ად­გი­ლი, სა­დაც ებ­რა­ე­ლე­ბი გო­დე­ბის კე­დელ­თან, მუს­ლი­მე­ბი "ალ-აქ­სას" მე­ჩეთ­თან, ხოლო ქრის­ტი­ა­ნე­ბი ქრის­ტეს საფ­ლა­ვის ტა­ძარ­ში ლო­ცუ­ლო­ბენ. მაგ­რამ იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქია. ეს ფაქ­ტია და ის უნდა ვა­ღი­ა­როთ. რა­საც მე ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია washingtonpost.com-ის მი­ხედ­ვით

ღაზას ქუჩებში ისრაელის დროშებს წვავენ - ჰამასი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება

ღაზას ქუჩებში ისრაელის დროშებს წვავენ - ჰამასი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება

ღაზას სექტორში ასობით პალესტინელი დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას აპროტესტებს. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

ღაზას ქუჩებში მოეწყო დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორები სხვადასხვა ფრაქცია და სამხედრო დაჯგუფება იყო. პროტესტანტებმა ისრაელის და აშშ-ს დროშები დაწვეს.

ჰამასმა, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, უკვე დააანონსა საპროტესტო აქციები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ჰამასს აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

პალესტინის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება "ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს ჩაშლის".

ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს საუდის არაბეთიც. სამეფოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სვლა "გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა".

განცხადება დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

"მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.

"იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს ის ადგილი, სადაც ებრაელები გოდების კედელთან, მუსლიმები "ალ-აქსას" მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ის უნდა ვაღიაროთ. რასაც მე ვაკეთებ", - განაცხადა ტრამპმა.

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"