პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს" - გაიცანით ელ­მავ­ლის 28 წლის მე­მან­ქა­ნე, რომელსაც სახლში საკუთარი "რკინიგზა" აქვს
"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს" -  გაიცანით ელ­მავ­ლის 28 წლის მე­მან­ქა­ნე, რომელსაც სახლში საკუთარი "რკინიგზა" აქვს

28 წლის ჯო­ნი თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე 3 წლი­დან ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. უკ­ვე 5 წე­ლია, რაც სა­ოც­ნე­ბო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს - თბი­ლი­სის მა­ხა­რის­ხე­ბელ სა­ლო­კო­მო­ტი­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში, ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნის თა­ნა­შემ­წე გახ­ლავთ. მი­იჩ­ნევს, რომ მე­მან­ქა­ნე დინ­ჯი უნ­და იყოს. მას არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია, ვიდ­რე პი­ლოტ­სა თუ გე­მის კა­პი­ტანს. სამ­სა­ხურ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით და­დის. ამ­ბობს, რომ ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვა მზე­სუმ­ზი­რის ჭა­მა­სა­ვით იო­ლია. ჯო­ნის შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მა­კე­ტი აქვს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნა. გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ "სახ­ლის რკი­ნიგ­ზა­ში" 100.000 დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ, მაგ­რამ თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს ვერ შე­ე­ლია...

- ჩემ­თ­ვის რკი­ნიგ­ზა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. 3 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნი­დან სად­გურ "ზეს­ტა­ფონ­ში" ელ­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე. ელ­მა­ვალ­მა ჩემ­ზე ისე­თი ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­ნა­ხა. მან­ქა­ნი­დან ჩუ­მად გა­ვი­პა­რე. ელ­მა­ვა­ლი ისე მო­მე­წო­ნა, რომ ვთქვი, - მა­ტა­რებ­ლის "მძღო­ლი" უნ­და გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი.

- თქვე­ნი ოც­ნე­ბა რო­გორ აიხ­დი­ნეთ?

- რო­ცა შორ გზა­ზე მივ­დი­ო­დით, მშობ­ლებს ყო­ველ­თ­ვის ვეხ­ვე­წე­ბო­დი, - ავ­ტო­ბუ­სი, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი თუ მან­ქა­ნა არ გვინ­და, მა­ტა­რებ­ლით წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ას­ლი შე­მექ­მ­ნა. 13 წლი­სა თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც ძვე­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი ვი­პო­ვე, რო­მელ­საც ეკ­რა­ნის გარ­შე­მო ლი­თო­ნის ლენ­ტი ჰქონ­და დახ­ვე­უ­ლი. ეს ლი­თო­ნის ლენ­ტი ისე და­ვა­მუ­შა­ვე, რომ რელ­სის ფორ­მა მი­ე­ღო, ხის­გან შპა­ლე­ბი (რა­საც ლი­ან­და­გის ქვეშ აგე­ბენ) გა­მოვ­თა­ლე და პა­ტა­რა ლურ­ს­მ­ნე­ბით და­ვა­მაგ­რე. ასე შევ­ქ­მე­ნი ლი­ან­და­გი. პირ­ვე­ლი ლი­ან­და­გი თბი­ლის­ში "გა­ვიყ­ვა­ნე", სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. ზედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი დამ­ყავ­და... შემ­დეგ უკ­ვე თბი­ლის­ში ბი­ნე­ბი გავ­ყი­დეთ და სა­ცხოვ­რებ­ლად პა­ტარ­ძე­ულ­ში გა­და­ვე­დით (ახ­ლაც იქ ვცხოვ­რობ - სამ­სა­ხურ­ში პა­ტარ­ძე­უ­ლი­დან დავ­დი­ვარ). "ჩე­მი რკი­ნიგ­ზა" (სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მა­კე­ტი) ფარ­თო მას­შ­ტა­ბის იქ გავ­ხა­დე: 35 კვ/მ ოთახ­ში შევ­ქ­მე­ნი. სა­თა­მა­შო მა­ტა­რებ­ლებს აღარ ვი­ყე­ნებ­დი. ელ­მა­ვა­ლიც თა­ვად შევ­ქ­მე­ნი (ე­ლექ­ტ­რო­ფი­ცი­რე­ბუ­ლი), რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, 110 ვოლ­ტ­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დი. შემ­დეგ დავ­ხ­ვე­წე, უკე­თე­სე­ბი გა­ვა­კე­თე... დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ანა­ლო­გი მაქვს, მოქ­მე­დი ლო­კო­მო­ტი­ვე­ბით, ვა­გო­ნე­ბით ანუ რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ზეა, ჩემ­თა­ნაც იმა­ვე­ნა­ი­რა­დაა თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი... სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ჩე­მი "სახ­ლის რკი­ნიგ­ზა" უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი მქონ­და. რკი­ნიგ­ზის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. პრო­ფე­სი­ით კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი - მა­შინ რკი­ნიგ­ზა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ იყო, სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ მი­ღებ­და. მან­ქა­ნი­დან თუ და­ვი­ნა­ხავ­დი, მა­ტა­რე­ბე­ლი მი­დი­ო­და, ცრემ­ლე­ბი მდი­ო­და - ელ­მა­ვალ­ში ყოფ­ნა მინ­დო­და... მა­კე­ტის სა­ნა­ხა­ვად ჩემ­თან ბევ­რი სტუ­მა­რი მო­დი­ო­და. ახ­ლაც მსტუმ­რო­ბენ ხოლ­მე. ერ­თხელ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ. ერთ-ერ­თ­მა ქარ­თ­ველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა (მის ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ) 100.000 დო­ლა­რიც კი შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არ დავ­თან­ხ­მ­დი - ჩე­მი ნაშ­რო­მი ჩემ­თან, სახ­ლ­ში უნ­და იყოს.

- ახა­ლი რომ გა­ა­კე­თოთ?

- სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას მარ­თ­მევ­და. ასეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც არ გავ­ყიდ­დი, რად­გან "ჩე­მი რკი­ნიგ­ზის" შექ­მ­ნა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ის­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, სამ­სა­ხუ­რიც მან და­მა­წყე­ბი­ნა: მა­კე­ტის გა­მო, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გა­და­მი­ღეს. ერთ-ერ­თი გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვ­ლის შემ­დეგ, რკი­ნიგ­ზის სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის უფ­როს­მა - ბა­ტონ­მა და­ვით ჯინ­ჯო­რი­ამ რკი­ნიგ­ზა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­ზეც უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხ­მ­დი, რად­გან ეს ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, გურ­ჯა­ა­ნის სა­ლო­კო­მო­ტი­ვო დე­პო­ში ზე­ინ­კ­ლად მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტა­პი გა­ვი­ა­რე და ბო­ლოს ბა­ტო­ნი ბე­ჟან გუ­ჯა­ბი­ძის (ვინც ჩე­მი უფ­რო­სი­ა) რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემს სა­ოც­ნე­ბო ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ოდ გად­მო­ვე­დი.

- ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნეს რა პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი უნ­და ჰქონ­დეს?

- ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, ფხი­ზე­ლი, მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის მცოდ­ნე უნ­და იყოს. სა­სურ­ვე­ლია, ლო­კო­მო­ტი­ვი­სა და მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის აგე­ბუ­ლე­ბი­სა და მე­ქა­ნიზ­მის ცოდ­ნაც. რა თქმა უნ­და, რკი­ნიგ­ზის სფე­რო­ში გა­ნათ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. მა­ტა­რებ­ლის მარ­თ­ვი­სას ურ­თი­ერ­თ­რეგ­ლა­მენ­ტის დაც­ვა და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა გვე­ვა­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე, ჩვენს საქ­მე­ში, ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ფხი­ზე­ლი და ჯან­მ­რ­თე­ლი გო­ნე­ბით უნ­და მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მძი­ნა­რა ადა­მი­ა­ნი მე­მან­ქა­ნის თა­ნა­შემ­წედ ვერ იმუ­შა­ვებს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს" - გაიცანით ელ­მავ­ლის 28 წლის მე­მან­ქა­ნე, რომელსაც სახლში საკუთარი "რკინიგზა" აქვს

"თუ ვინ­მეს ჩე­მი წა­მე­ბა სურს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თოს" -  გაიცანით ელ­მავ­ლის 28 წლის მე­მან­ქა­ნე, რომელსაც სახლში საკუთარი "რკინიგზა" აქვს

28 წლის ჯო­ნი თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე 3 წლი­დან ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. უკ­ვე 5 წე­ლია, რაც სა­ოც­ნე­ბო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს - თბი­ლი­სის მა­ხა­რის­ხე­ბელ სა­ლო­კო­მო­ტი­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში, ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნის თა­ნა­შემ­წე გახ­ლავთ. მი­იჩ­ნევს, რომ მე­მან­ქა­ნე დინ­ჯი უნ­და იყოს. მას არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია, ვიდ­რე პი­ლოტ­სა თუ გე­მის კა­პი­ტანს. სამ­სა­ხურ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით და­დის. ამ­ბობს, რომ ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვა მზე­სუმ­ზი­რის ჭა­მა­სა­ვით იოლია. ჯო­ნის შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მა­კე­ტი აქვს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნა. გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ "სახ­ლის რკი­ნიგ­ზა­ში" 100.000 დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ, მაგ­რამ თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს ვერ შე­ე­ლია...

- ჩემ­თ­ვის რკი­ნიგ­ზა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. 3 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნი­დან სად­გურ "ზეს­ტა­ფონ­ში" ელ­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე. ელ­მა­ვალ­მა ჩემ­ზე ისე­თი ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­ნა­ხა. მან­ქა­ნი­დან ჩუ­მად გა­ვი­პა­რე. ელ­მა­ვა­ლი ისე მო­მე­წო­ნა, რომ ვთქვი, - მა­ტა­რებ­ლის "მძღო­ლი" უნ­და გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი.

- თქვე­ნი ოც­ნე­ბა რო­გორ აიხ­დი­ნეთ?

- რო­ცა შორ გზა­ზე მივ­დი­ო­დით, მშობ­ლებს ყო­ველ­თ­ვის ვეხ­ვე­წე­ბო­დი, - ავ­ტო­ბუ­სი, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი თუ მანქანა არ გვინ­და, მა­ტა­რებ­ლით წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ას­ლი შე­მექ­მ­ნა. 13 წლი­სა თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც ძვე­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი ვი­პო­ვე, რო­მელ­საც ეკ­რა­ნის გარ­შე­მო ლი­თო­ნის ლენ­ტი ჰქონ­და დახ­ვე­უ­ლი. ეს ლი­თო­ნის ლენ­ტი ისე და­ვა­მუ­შა­ვე, რომ რელ­სის ფორ­მა მი­ე­ღო, ხის­გან შპა­ლე­ბი (რა­საც ლი­ან­და­გის ქვეშ აგე­ბენ) გა­მოვ­თა­ლე და პა­ტა­რა ლურ­ს­მ­ნე­ბით და­ვა­მაგ­რე. ასე შევ­ქ­მე­ნი ლი­ან­და­გი. პირ­ვე­ლი ლი­ან­და­გი თბი­ლის­ში "გა­ვიყ­ვა­ნე", სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. ზედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი დამ­ყავ­და... შემ­დეგ უკ­ვე თბი­ლის­ში ბი­ნე­ბი გავ­ყი­დეთ და საცხოვ­რებ­ლად პა­ტარ­ძე­ულ­ში გა­და­ვე­დით (ახ­ლაც იქ ვცხოვ­რობ - სამ­სა­ხურ­ში პა­ტარ­ძე­უ­ლი­დან დავ­დი­ვარ). "ჩე­მი რკი­ნიგ­ზა" (სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მა­კე­ტი) ფარ­თო მას­შ­ტა­ბის იქ გავ­ხა­დე: 35 კვ/მ ოთახ­ში შევ­ქ­მე­ნი. სა­თა­მა­შო მა­ტა­რებ­ლებს აღარ ვი­ყე­ნებ­დი. ელ­მა­ვა­ლიც თა­ვად შევ­ქ­მე­ნი (ე­ლექ­ტ­რო­ფი­ცი­რე­ბუ­ლი), რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, 110 ვოლ­ტ­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დი. შემ­დეგ დავ­ხ­ვე­წე, უკე­თე­სე­ბი გა­ვა­კე­თე... დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ანა­ლო­გი მაქვს, მოქ­მე­დი ლო­კო­მო­ტი­ვე­ბით, ვა­გო­ნე­ბით ანუ რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ზეა, ჩემ­თა­ნაც იმა­ვე­ნა­ი­რა­დაა თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი... სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ჩე­მი "სახ­ლის რკი­ნიგ­ზა" უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი მქონ­და. რკი­ნიგ­ზის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. პრო­ფე­სი­ით კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი - მა­შინ რკი­ნიგ­ზა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ იყო, სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ მი­ღებ­და. მან­ქა­ნი­დან თუ და­ვი­ნა­ხავ­დი, მა­ტა­რე­ბე­ლი მი­დი­ო­და, ცრემ­ლე­ბი მდი­ო­და - ელ­მა­ვალ­ში ყოფ­ნა მინ­დო­და... მა­კე­ტის სა­ნა­ხა­ვად ჩემ­თან ბევ­რი სტუ­მა­რი მო­დი­ო­და. ახ­ლაც მსტუმ­რო­ბენ ხოლ­მე. ერ­თხელ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ. ერთ-ერ­თ­მა ქარ­თ­ველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა (მის ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ) 100.000 დო­ლა­რიც კი შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არ დავ­თან­ხ­მ­დი - ჩე­მი ნაშ­რო­მი ჩემ­თან, სახ­ლ­ში უნ­და იყოს.

- ახა­ლი რომ გა­ა­კე­თოთ?

- სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას მარ­თ­მევ­და. ასეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც არ გავ­ყიდ­დი, რად­გან "ჩე­მი რკი­ნიგ­ზის" შექ­მ­ნა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ის­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, სამ­სა­ხუ­რიც მან და­მაწყე­ბი­ნა: მა­კე­ტის გა­მო, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გა­და­მი­ღეს. ერთ-ერ­თი გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვ­ლის შემ­დეგ, რკი­ნიგ­ზის სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის უფ­როს­მა - ბა­ტონ­მა და­ვით ჯინ­ჯო­რი­ამ რკი­ნიგ­ზა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­ზეც უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხ­მ­დი, რად­გან ეს ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, გურ­ჯა­ა­ნის სა­ლო­კო­მო­ტი­ვო დე­პო­ში ზე­ინ­კ­ლად მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტა­პი გა­ვი­ა­რე და ბო­ლოს ბა­ტო­ნი ბე­ჟან გუ­ჯა­ბი­ძის (ვინც ჩე­მი უფ­რო­სი­ა) რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩემს სა­ოც­ნე­ბო ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ოდ გად­მო­ვე­დი.

- ელ­მავ­ლის მე­მან­ქა­ნეს რა პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი უნ­და ჰქონ­დეს?

- ყუ­რადღე­ბი­ა­ნი, ფხი­ზე­ლი, მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის მცოდ­ნე უნ­და იყოს. სა­სურ­ვე­ლია, ლო­კო­მო­ტი­ვი­სა და მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის აგე­ბუ­ლე­ბი­სა და მე­ქა­ნიზ­მის ცოდ­ნაც. რა თქმა უნ­და, რკი­ნიგ­ზის სფე­რო­ში გა­ნათ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. მა­ტა­რებ­ლის მარ­თ­ვი­სას ურ­თი­ერ­თ­რეგ­ლა­მენ­ტის დაც­ვა და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა გვე­ვა­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე, ჩვენს საქ­მე­ში, ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ფხი­ზე­ლი და ჯან­მ­რ­თე­ლი გო­ნე­ბით უნ­და მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მძი­ნა­რა ადა­მი­ა­ნი მე­მან­ქა­ნის თა­ნა­შემ­წედ ვერ იმუ­შა­ვებს... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ