საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი მინერალი რომელ ჩაკრას ააქტიურებს - ქვები და მათი ტარების წესები
რომელი მინერალი რომელ ჩაკრას ააქტიურებს - ქვები და მათი ტარების წესები

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი ას­ტრო-მი­ნე­რო­ლო­გი­ის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ბის შერ­ჩე­ვი­სას არის ის, თუ რამ­დე­ნად მოგ­ვწონს ან არ მოგ­ვწონს ეს ქვა ჩვენ, მაგ­რამ ალ­ბათ ჯო­ბია მი­ნე­რა­ლი არა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად გვიხ­დე­ბო­დეს, არა­მედ შე­ე­სა­ტყვი­სე­ბო­დეს ჩვენს ჰო­როს­კოპს და ჩვენს ენერ­გე­ტი­კას, მოჰ­ქონ­დეს წარ­მა­ტე­ბა, იღ­ბა­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი...

ჯერ კი­დევ უხ­სო­ვარ დრო­ში შე­ამ­ჩნი­ეს ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ ქვებს შე­უძ­ლი­ათ ჩვენ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. ისი­ნი გარ­კვე­ულ ენერ­გი­ას გა­მოს­ცე­მენ, რო­მელ­თა სიხ­ში­რეს შე­უძ­ლია რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა მათ პატ­რონ­ზე.

ისე­ვე რო­გორც ურე­ცეპ­ტოდ, ექი­მის რჩე­ვის გა­რე­შე თვით­ნე­ბუ­რად მი­ღე­ბულ­მა წა­მალ­მა შე­იძ­ლე­ბა ავ­ნოს ადა­მი­ანს, არ შე­იძ­ლე­ბა მი­ნე­რა­ლე­ბის ტა­რე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ რომ მან რო­მე­ლი­ღაც თქვენს ნაც­ნობს იღ­ბა­ლი მო­უ­ტა­ნა. ამეთ­ვის­ტო მერ­წყუ­ლის ქვაა, მაგ­რამ ყვე­ლა მერ­წყუ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლო როდი იქ­ნე­ბა მისი ტა­რე­ბა. დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­მე­ლი ქვე­ბია თქვენ­თვის სა­ჭი­რო, იძ­ლე­ვა მხო­ლოდ პი­რა­დი ჰო­როს­კო­პის ანა­ლი­ზი. ისე­ვე რო­გორც წამ­ლის და­ნიშ­ვნამ­დე ექი­მი იკ­ვლევს თქვენს ორ­გა­ნიზმს, ას­ტრო-მი­ნე­რო­ლო­გიც იკ­ვლევს თქვენს პი­რად რუ­კას და გე­ბუ­ლობს, რო­მე­ლი პლა­ნე­ტე­ბი გყავთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და რომ­ლებს სჭირ­დე­ბათ ასე ვთქვათ "ამო­ქაჩ­ვა".

საქ­მე ისაა, რომ ქვი­სა და მისი პატ­რო­ნის ვიბ­რა­ცი­ე­ბი უნდა ავ­სებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვთქვათ ტი­პი­უ­რი ვერ­ძი, რო­მე­ლიც ისე­დაც ჭარ­ბი ენერ­გი­ი­თაა სავ­სე. თუ ის და­ი­წყებს ისე­თი ქვის ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც ამ ენერ­გი­ას კი­დევ უფრო გა­უზ­რდის, მას კი მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და­სა­ხარ­ჯი ას­პა­რე­ზი იგი­ვე დარ­ჩე­ბა ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა გა­და­იწ­ვას კი­დეც, ანუ სი­კე­თის ნაც­ვა­ლად ქვამ მას ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ცოდ­ნა გვმარ­თებს, რო­დე­საც ამა თუ იმ ქვას ვირ­ჩევთ სა­ტა­რებ­ლად.

თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც და სწო­რედ მათ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ახლა თქვენს ყუ­რა­დღე­ბას.

პი­რო­ბი­თად მი­ნე­რა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს ამა­თუ­იმ პლა­ნე­ტას­თან მისი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. იმის შე­სა­ბა­მი­სად, თუ რო­მე­ლი პლა­ნე­ტის მი­ნე­რალს ვა­ტა­რებთ, ჩვენ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა მათი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ენერ­გე­ტი­კა. გარ­და ამი­სა, მი­ნე­რა­ლე­ბის ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით შეგ­ვიძ­ლია გან­ვსა­ზღვროთ, რო­მელ ჩაკ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ მათ.

ის მი­ნე­რა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მო­წი­თა­ლო-მო­ა­ლის­ფრო სხი­ვი, ატა­რე­ბენ მარ­სი­ა­ნულ თვი­სე­ბებს და ააქ­ტი­უ­რე­ბენ ჩვენ­ში I-ლ, ფუ­ძი­სე­ულ ჩაკ­რას. ამ მი­ნე­რა­ლებს შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვცენ და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი ამ­ტა­ნო­ბის და სი­მა­მა­ცის გა­მო­სა­ჩე­ნად რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. თუ თქვენ თვლით, რომ სწო­რედ ეს თვი­სე­ბე­ბი გაკ­ლი­ათ, სა­ვა­რა­უ­დოდ რუ­კა­ში მარ­სი გყავთ სუს­ტი. ამ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გია თუ ატა­რებთ წი­თელ მარ­ჯანს ან ძოწს.

თუ თქვე­ნი პრობ­ლე­მა სო­ცი­უმ­თან ურ­თერ­თო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, გი­ჭირთ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, კო­ლექ­ტივ­თან შე­გუ­ე­ბა - მა­შინ თქვენ იუ­პი­ტე­რი გე­ყო­ლე­ბათ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და II, საკ­რა­ლუ­რი ჩაკ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნა­რინ­ჯის­ფე­რი მი­ნე­რა­ლე­ბის ტა­რე­ბა გიშ­ვე­ლით. რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, სერ­დო­ლო­კი და ნა­რინ­ჯის­ფე­რი კალ­ცი­ტი.

ყვი­თე­ლი სხი­ვის მქო­ნე მი­ნე­რა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც III, მზის წნუ­ლის ჩაკ­რას შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან, გვეხ­მა­რე­ბი­ან დიდი ქა­ლა­ქე­ბის გი­ჟუ­რი ტემ­პის გა­და­ტა­ნა­ში. თუ იცით, რომ მოვ­ლე­ნე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში მო­გი­წევთ მოხ­ვედ­რა, თან ატა­რეთ ციტ­რი­ნი, ქარ­ვა ან ყვი­თე­ლი სა­ფი­რო­ნი. ისი­ნი შეგ­მა­ტე­ბენ ნე­ბის­ყო­ფას, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლო­ბას.

ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ჰარ­მო­ნი­ის ნაკ­ლებ­ლო­ბას ვგრძნობთ, ვფო­რი­ა­ქობთ, გვი­ჭირს დავ­ლაგ­დეთ, მო­ვიკ­რი­ბოთ აზ­რე­ბი, ამ დროს კარ­გია მწვა­ნე სხი­ვის მქო­ნე მი­ნე­რა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - მა­გა­ლი­თად ხრი­ზოპ­რაზ­თან ან მა­ლა­ქიტ­თან. ეს ასე­ვე ააქ­ტი­უ­რებს IV ანუ - გუ­ლის ჩაკ­რას. გვეხ­მა­რე­ბა სიმ­შვი­დი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­მეც­ნე­ბა­ში, ცის­ფე­რი ანა­რეკ­ლის მქო­ნე მი­ნე­რა­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც გვი­ჭირს რე­ა­ლო­ბი­სა და ილუ­ზი­ე­ბის ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გა­მორ­ჩე­ვა. ასეთ დროს უნდა ატა­როთ ფი­რუ­ზი ან ცის­ფე­რი სა­ფი­რო­ნი. ეს ასე­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ში, სა­უბ­რი­სას ზედ­მე­ტი სი­მორ­ცხვის დაძ­ლე­ვა­სა და V ჩაკ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­შიც.

ლურ­ჯი სხი­ვის მქო­ნე მი­ნე­რა­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­ტუ­ი­ცი­ი­სა და გო­ნე­ბის გა­სახ­სნე­ლად, ასე­ვე VI ჩაკ­რის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად - ესე­ნია ლურ­ჯი სა­ფი­რო­ნი, ავან­ტი­უ­რი­ნი და ლა­ზუ­რი­ტი.

სუ­ლი­ე­რი სფე­როს და VII ჩაკ­რის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად იის­ფე­რი სხი­ვის მქო­ნე მი­ნე­რა­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მათი მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ღვთა­ებ­რივ ძა­ლებ­თან, ნა­ტიფ სუ­ლებ­თან და სა­კუ­თარ მფარ­ველ ან­გე­ლოზ­თან უფრო მჭიდ­რო კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, ამა­ში ამეთ­ვის­ტო და ფლუ­ო­რი­ტი გიშ­ვე­ლით.

თეთ­რი სხი­ვის მქო­ნე მი­ნე­რა­ლე­ბი - ალ­მა­სი, ბრი­ლი­ან­ტი და თეთ­რი ტო­პა­ზი ძა­ლი­ან ბევრ ენერ­გი­ას ააქ­ტი­უ­რე­ბენ ერ­თდრო­უ­ლად, ამი­ტომ მათი ტა­რე­ბა ძალ­ზე საფრ­თხი­ლოა.

ყვე­ლა­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რად და უსაფრ­თხოდ ით­ვლე­ბა მთის ბრო­ლი.

არის, რა თქმა უნდა, ისე­თი მი­ნე­რა­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად რა­მო­დე­ნი­მე ფერს მო­ი­ცა­ვენ. მა­გა­ლი­თად ჩა­რო­ი­ტი, რო­მე­ლიც ია­სამ­ნის­ფე­რია და შავი მი­ნა­რე­ვე­ბი აქვს - ეს ქვა ერ­თდრო­უ­ლად ატა­რებს ურა­ნი­სა და სა­ტურ­ნის ენერ­გე­ტი­კას.

ასე­ვე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ თვი­თე­ულ ქვას თა­ვი­სი ტა­რე­ბის წე­სე­ბი აქვს, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა იმის ცოდ­ნაც, რომ ცერი, მა­გა­ლი­თად ვე­ნე­რას მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ ით­ვლე­ბა. ამი­ტომ ამ ტი­პის ქვე­ბი ყვე­ლა­ზე კარგ შე­დე­გებს ამ თით­ზე ტა­რე­ბით მოგ­ცე­მენ. საჩ­ვე­ნე­ბელ თითს იუ­პი­ტე­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა. შუა თითს-სა­ტურ­ნი, არა­თითს მზე მარ­თავს, ხოლო ნე­კას-მერ­კუ­რი. მარ­ცხე­ნა ხელი ინ - ანუ მდედ­რო­ბი­თი ენერ­გე­ტი­კის პლა­ნე­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ქვებს უხ­დე­ბა, ხოლო მარ­ჯვე­ნა - იან ანუ მამ­რო­ბი­თის.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ რო­მელ ხელ­ზე ან თით­ზე გე­კე­თე­ბათ ან რო­მე­ლი ლი­თო­ნის ბუ­დე­ში იჯ­დე­ბა, თუ სუ­ლაც ბუ­დის გა­რე­შე ატა­რებთ, არა­მედ დღეც კი, თუ რო­დის უნდა გა­ი­კე­თოთ ის პირ­ვე­ლად.

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ქვე­ბის მუდ­მი­ვი ტა­რე­ბა. დრო­დად­რო თქვენს მი­ნე­რა­ლებს სჭირ­დე­ბათ დას­ვე­ნე­ბა და აღე­ბუ­ლი მავ­ნე ენერ­გე­ტი­კი­სა­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით გა­სუფ­თა­ვე­ბა.

ასე­ვე გა­სუფ­თა­ვე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ ის ქვე­ბი, რომ­ლებ­საც თქვე­ნამ­დე სხვე­ბი ატა­რებ­დნენ.

ამ ყვე­ლაფ­რის გა­სარ­კვე­ვად სჯობს ას­ტრო-მი­ნე­რო­ლო­გებს მი­მარ­თოთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რომელი მინერალი რომელ ჩაკრას ააქტიურებს - ქვები და მათი ტარების წესები

რომელი მინერალი რომელ ჩაკრას ააქტიურებს - ქვები და მათი ტარების წესები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ასტრო-მინეროლოგიის საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება:

"რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვების შერჩევისას არის ის, თუ რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს ეს ქვა ჩვენ, მაგრამ ალბათ ჯობია მინერალი არა მხოლოდ ვიზუალურად გვიხდებოდეს, არამედ შეესატყვისებოდეს ჩვენს ჰოროსკოპს და ჩვენს ენერგეტიკას, მოჰქონდეს წარმატება, იღბალი, ჯანმრთელობა, სიყვარული...

ჯერ კიდევ უხსოვარ დროში შეამჩნიეს ადამიანებმა, რომ ქვებს შეუძლიათ ჩვენზე ზეგავლენის მოხდენა. ისინი გარკვეულ ენერგიას გამოსცემენ, რომელთა სიხშირეს შეუძლია როგორც დადებითი, ისე ნეგატიური გავლენის მოხდენა მათ პატრონზე.

ისევე როგორც ურეცეპტოდ, ექიმის რჩევის გარეშე თვითნებურად მიღებულმა წამალმა შეიძლება ავნოს ადამიანს, არ შეიძლება მინერალების ტარება მხოლოდ იმიტომ რომ მან რომელიღაც თქვენს ნაცნობს იღბალი მოუტანა. ამეთვისტო მერწყულის ქვაა, მაგრამ ყველა მერწყულისთვის სასარგებლო როდი იქნება მისი ტარება. დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელი ქვებია თქვენთვის საჭირო, იძლევა მხოლოდ პირადი ჰოროსკოპის ანალიზი. ისევე როგორც წამლის დანიშვნამდე ექიმი იკვლევს თქვენს ორგანიზმს, ასტრო-მინეროლოგიც იკვლევს თქვენს პირად რუკას და გებულობს, რომელი პლანეტები გყავთ დაზიანებული და რომლებს სჭირდებათ ასე ვთქვათ "ამოქაჩვა".

საქმე ისაა, რომ ქვისა და მისი პატრონის ვიბრაციები უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, ვთქვათ ტიპიური ვერძი, რომელიც ისედაც ჭარბი ენერგიითაა სავსე. თუ ის დაიწყებს ისეთი ქვის ტარებას, რომელიც ამ ენერგიას კიდევ უფრო გაუზრდის, მას კი მოჭარბებული ძალების დასახარჯი ასპარეზი იგივე დარჩება ადამიანი შესაძლოა გადაიწვას კიდეც, ანუ სიკეთის ნაცვალად ქვამ მას ზიანი მიაყენოს.

ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე და უპირველეს ყოვლისა ცოდნა გვმართებს, როდესაც ამა თუ იმ ქვას ვირჩევთ სატარებლად.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციებიც და სწორედ მათზე გავამახვილებ ახლა თქვენს ყურადღებას.

პირობითად მინერალები შეიძლება დაიყოს ამათუიმ პლანეტასთან მისი კუთვნილების მიხედვით. იმის შესაბამისად, თუ რომელი პლანეტის მინერალს ვატარებთ, ჩვენში აქტიურდება მათი მახასიათებელი ენერგეტიკა. გარდა ამისა, მინერალების ფერების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელ ჩაკრის გააქტიურება შეუძლიათ მათ.

ის მინერალები, რომლებსაც აქვთ მოწითალო-მოალისფრო სხივი, ატარებენ მარსიანულ თვისებებს და ააქტიურებენ ჩვენში I-ლ, ფუძისეულ ჩაკრას. ამ მინერალებს შეუძლიათ მოგვცენ დამატებითი ძალები ამტანობის და სიმამაცის გამოსაჩენად რთულ სიტუაციებში. თუ თქვენ თვლით, რომ სწორედ ეს თვისებები გაკლიათ, სავარაუდოდ რუკაში მარსი გყავთ სუსტი. ამ შემთხვევაში კარგია თუ ატარებთ წითელ მარჯანს ან ძოწს.

თუ თქვენი პრობლემა სოციუმთან ურთერთობაში გამოიხატება, გიჭირთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, კოლექტივთან შეგუება - მაშინ თქვენ იუპიტერი გეყოლებათ დაზიანებული და II, საკრალური ჩაკრის გააქტიურება გესაჭიროებათ. ამ შემთხვევაში ნარინჯისფერი მინერალების ტარება გიშველით. როგორიცაა მაგალითად, სერდოლოკი და ნარინჯისფერი კალციტი.

ყვითელი სხივის მქონე მინერალები, რომლებიც III, მზის წნულის ჩაკრას შეესაბამებიან, გვეხმარებიან დიდი ქალაქების გიჟური ტემპის გადატანაში. თუ იცით, რომ მოვლენების ორომტრიალში მოგიწევთ მოხვედრა, თან ატარეთ ციტრინი, ქარვა ან ყვითელი საფირონი. ისინი შეგმატებენ ნებისყოფას, კონცენტრირებულობას.

ზოგ შემთხვევაში ჰარმონიის ნაკლებლობას ვგრძნობთ, ვფორიაქობთ, გვიჭირს დავლაგდეთ, მოვიკრიბოთ აზრები, ამ დროს კარგია მწვანე სხივის მქონე მინერალებთან ურთიერთობა - მაგალითად ხრიზოპრაზთან ან მალაქიტთან. ეს ასევე ააქტიურებს IV ანუ - გულის ჩაკრას. გვეხმარება სიმშვიდისა და სიყვარულის შემეცნებაში, ცისფერი ანარეკლის მქონე მინერალები გვეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვიჭირს რეალობისა და ილუზიების ერთმანეთისაგან გამორჩევა. ასეთ დროს უნდა ატაროთ ფირუზი ან ცისფერი საფირონი. ეს ასევე დაგეხმარებათ იმუნიტეტის ამაღლებაში, საუბრისას ზედმეტი სიმორცხვის დაძლევასა და V ჩაკრის გააქტიურებაშიც.

ლურჯი სხივის მქონე მინერალები გამოიყენება ინტუიციისა და გონების გასახსნელად, ასევე VI ჩაკრის გასააქტიურებლად - ესენია ლურჯი საფირონი, ავანტიურინი და ლაზურიტი.

სულიერი სფეროს და VII ჩაკრის გასააქტიურებლად იისფერი სხივის მქონე მინერალები გამოიყენება. მათი მეშვეობით ხდება ღვთაებრივ ძალებთან, ნატიფ სულებთან და საკუთარ მფარველ ანგელოზთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება, ამაში ამეთვისტო და ფლუორიტი გიშველით.

თეთრი სხივის მქონე მინერალები - ალმასი, ბრილიანტი და თეთრი ტოპაზი ძალიან ბევრ ენერგიას ააქტიურებენ ერთდროულად, ამიტომ მათი ტარება ძალზე საფრთხილოა.

ყველაზე უნივერსალურად და უსაფრთხოდ ითვლება მთის ბროლი.

არის, რა თქმა უნდა, ისეთი მინერალებიც, რომლებიც ერთდროულად რამოდენიმე ფერს მოიცავენ. მაგალითად ჩაროიტი, რომელიც იასამნისფერია და შავი მინარევები აქვს - ეს ქვა ერთდროულად ატარებს ურანისა და სატურნის ენერგეტიკას.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ თვითეულ ქვას თავისი ტარების წესები აქვს, სასარგებლო იქნება იმის ცოდნაც, რომ ცერი, მაგალითად ვენერას მფარველობის ქვეშ ითვლება. ამიტომ ამ ტიპის ქვები ყველაზე კარგ შედეგებს ამ თითზე ტარებით მოგცემენ. საჩვენებელ თითს იუპიტერი შეესაბამება. შუა თითს-სატურნი, არათითს მზე მართავს, ხოლო ნეკას-მერკური. მარცხენა ხელი ინ - ანუ მდედრობითი ენერგეტიკის პლანეტების შესაბამის ქვებს უხდება, ხოლო მარჯვენა - იან ანუ მამრობითის.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რომელ ხელზე ან თითზე გეკეთებათ ან რომელი ლითონის ბუდეში იჯდება, თუ სულაც ბუდის გარეშე ატარებთ, არამედ დღეც კი, თუ როდის უნდა გაიკეთოთ ის პირველად.

რეკომენდებულია ქვების მუდმივი ტარება. დროდადრო თქვენს მინერალებს სჭირდებათ დასვენება და აღებული მავნე ენერგეტიკისაგან სპეციალური მეთოდებით გასუფთავება.

ასევე გასუფთავებას საჭიროებენ ის ქვები, რომლებსაც თქვენამდე სხვები ატარებდნენ.

ამ ყველაფრის გასარკვევად სჯობს ასტრო-მინეროლოგებს მიმართოთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს