მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო წლებში რუსეთის არმიაში 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა
ბოლო წლებში რუსეთის არმიაში 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა

2012-2016 წლებ­ში, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, 3 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია იუ­წყე­ბა, სა­დაც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ და­ზღვე­უ­ლი. კომ­პა­ნი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ 2012 წელს 630 სამ­ხედ­რო პირი და­ი­ღუ­პა, 2013 - 596, 2014 წელს, - 790, ხოლო, 2015 წელს, - 626. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ოქ­ტომ­ბერ­ში რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ სი­რი­ი­დან მხო­ლოდ დო­ნის როს­ტოვ­ში, და­ღუ­პუ­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი 12 ერ­თე­უ­ლი "გრუზ-200" ჩა­ვი­და და ეს არც პირ­ვე­ლი და არც ბოლო შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა.

არა­ფერს ვამ­ბობთ სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" კონ­ტრაქ­ტო­რებ­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო არ იღებს... ამას ემა­ტე­ბა, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რო­მელ­ზეც შო­ი­გუს უწყე­ბამ საკ­მა­ოდ გულ­გრი­ლად გა­ნა­ცხა­და, მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი ტყვე­ე­ბის გარ­და, ყვე­ლა მოკ­ლუ­ლი­აო...

ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მხო­ლოდ პალ­მი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ევფრა­ტის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს გა­კონ­ტრო­ლე­ბას, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სამ­ხედ­რო შე­ე­წი­რა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გიც გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იქ­ნე­ბა...

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის თქმით, და­ზღვე­ვას იღე­ბენ რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის ჯა­რის­კა­ცე­ბი, ასე­ვე - კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ზე მეტი სამ­ხედ­რო 2014 წელს, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. თუმ­ცა, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და მხო­ლოდ ლა­კო­ნუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის აღ­რი­ცხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მთლი­ა­ნი სუ­რა­თი სულ მალე და­ი­დე­ბა. შო­ი­გუს უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­თა­რე­ბა არც ისე­თი ტრა­გი­კუ­ლია, რო­გორც ამას მე­დია აღ­წერს.

თუმ­ცა, Ведомости წერს, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­სულ წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სი­მარ­თლეს არა ასა­ხავს. კერ­ძოდ, მათი ცნო­ბით, 2010 წლის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2008 წელს, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, სულ 471 სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა; 2009 წელს, - 470, 2010-ში კი 470... რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს არ­ცერთ წელს არ გა­ნუ­მარ­ტავთ, რა გახ­და სამ­ხედ­რო­ე­ბის "სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბოლო წლებში რუსეთის არმიაში 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა

ბოლო წლებში რუსეთის არმიაში 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა

2012-2016 წლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია იუწყება, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ დაზღვეული. კომპანიის მონაცემებით, მხოლოდ 2012 წელს 630 სამხედრო პირი დაიღუპა, 2013 - 596, 2014 წელს, - 790, ხოლო, 2015 წელს, - 626. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საბოლოო მონაცემები არ არის, რადგან არსებული ცნობებით, ოქტომბერში რუსული მედია წერდა, რომ სირიიდან მხოლოდ დონის როსტოვში, დაღუპული რუსი სამხედროებით დატვირთული 12 ერთეული "გრუზ-200" ჩავიდა და ეს არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა არ ყოფილა.

არაფერს ვამბობთ სამხედრო კომპანია "ვაგნერის" კონტრაქტორებზე, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების პასუხისმგებლობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ იღებს... ამას ემატება, ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები, რომელზეც შოიგუს უწყებამ საკმაოდ გულგრილად განაცხადა, მაღალჩინოსანი სამხედროები ტყვეების გარდა, ყველა მოკლულიაო...

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პალმირის გათავისუფლებასა და ევფრატის მარცხენა სანაპიროს გაკონტროლებას, რამდენიმე ასეული სამხედრო შეეწირა. შესაბამისად, შედეგიც გაცილებით მძიმე იქნება...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის თქმით, დაზღვევას იღებენ როგორც სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები, ასევე - კონტრაქტორები.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ყველაზე მეტი სამხედრო 2014 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას დაიღუპა. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მხოლოდ ლაკონური განცხადებებით შემოიფარგლება, რომლის თანახმადაც, დაღუპული სამხედროების აღრიცხვა მიმდინარეობს და მთლიანი სურათი სულ მალე დაიდება. შოიგუს უწყების ინფორმაციით, ვითარება არც ისეთი ტრაგიკულია, როგორც ამას მედია აღწერს.

თუმცა, Ведомости წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გასულ წლებში გამოქვეყნებული მონაცემები სიმართლეს არა ასახავს. კერძოდ, მათი ცნობით, 2010 წლისთვის, პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს, სხვადასხვა მიზეზით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, სულ 471 სამხედრო დაიღუპა; 2009 წელს, - 470, 2010-ში კი 470... რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამის უწყებებს არცერთ წელს არ განუმარტავთ, რა გახდა სამხედროების "სიკვდილიანობის მიზეზი..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე