როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ფინანსები და კარიერა ძაღლის წელიწადში - 2018 წლის პროგნოზი

როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ფინანსები და კარიერა ძაღლის წელიწადში - 2018 წლის პროგნოზი

თუ როგორი იქნება დამდეგი 2018 წელიწადი ყოველი ზოდიაქოს ნიშნისთვის და რას ჰპირდება ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მქონე ადამიანს, ამაზე ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გესაუბრებათ.

ვერძი

კარდინალური ცვლილებების წელი იქნება და ცვლილებებს აუცილებლად უკეთესობისკენ უნდა ელოდნენ. უნდა გაანალიზონ, რომ წინსვლა გარდაუვალია. ბევრი ვერძი ამ წელს სამსახურს შეიცვლის ან საკუთარ ბიზნესს გააფართოებს, თუმცა საამისოდ აუცილებელია, კარგი ბაზა და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად, ბევრის სწავლა.

ფინანსები ფული შესაძლოა სპონსორების მეშვეობით მოიზიდონ. არ არის გამორიცხული, ბიზნესში მეწილეები იპოვონ. ზოგიერთ ვერძს ფინანსურად ოჯახის წევრები და ნათესავები დაეხმარებიან.

კურო

ამ ნიშნის მქონენი მეგობრებს შეიძენენ და ცხოვრებას სოციალურს გახდიან. ამიტომ, 2018 წელი მათთვის აქტიური კომუნიკაციისა და მეგობრების შეძენის წელიწადია. 

კარიერაში შეუძლიათ მაღალჩინოსნებს და თანამდებობით მაღლა მდგომებს დაეყრდნონ. შესაძლებელია ძველ ბიზნეს პარტნიორებთანაც განაახლონ ურთიერთობა, ან ახალი საქმე, მეგობრებთან ერთად წამოიწყონ.

ნებისმიერ საქმიანობას იურიდიულად გააფორმებენ, რომელიც ფულსა და გადასახადებს შეეხება. წლის მანძილზე დიდ შემოსავლებს არ უნდა ელოდნენ, თუმცა ყველაზე მეტად, წლის ბოლომდე ფულთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ტყუპები

მათთვის კარიერული და ფინანსური კუთხით აქტიური წელიწადი მოდის. თუმცა შესაძლოა პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას და საკითხები სამომავლოდ გადაიდოს.

წლის პირველი ნახევარი პროდუქტიული, აქტიური და წარმატებული იქნება. ტყუპების დიდი ნაწილი ამ პერიოდში დამსახურებული წინსვლის მოპოვებას კარიერულ სარბიელზე მოახერხებს. შესაძლებელია დაწინაურებასაც გამოჰკრან ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია თებერვალ-მარტი.

ფინანსური კუთხით უმართლებთ. ფული სტაბილურად, მაგრამ საშუალო შემოსავლებით გამომუშავდება. კოლოსალურ მოგებას ამ წელს არ უნდა ელოდნენ. სირთულეებს ნოემბერსა და აგვისტოში უნდა უფრთხილდნენ, რაც საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობას მოიტანს...

კირჩხიბი

2018 წლის მთავარი მონაპოვარი - თავისუფლების შეგრძნება იქნება. მათთვის მრავალმხრივი შესაძლებლობები ჩნდება როგორც პირად, ისე სასიყვარულო სპექტრში, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

კირჩხიბების დიდ ნაწილს საკუთარი საქმიანობის გაფართოების ან უკეთეს სამსახურში გადასვლის რეალური შესაძლებლობა მიეცემა. განსაკუთრებით მომგებიანია უცხოელებთან თანამშრომლობა, მოსალოდნელია არაერთი ვიზიტი უცხოეთში და საქმიანი კუთხით ხშირი გადაადგილება.

ფინანსური კუთხით 2018 წელი საკმაოდ წარმატებული იქნება. წლის დასაწყისსა და მიწურულში მოსალოდნელია მსხვილი კაპიტალდაბანდებები და შემოსავლის ზრდა. თუმცა ზაფხულის პერიოდში არსებობს იმის ალბათობა, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდნენ ბიზნესის ან ოჯახთან დაკავშირებული საქმეების გამო.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები 2018 წელს აქტიურები და ენერგიულები იქნებიან. უნდა ახსოვდეთ, რომ ძაღლის წელს მათტვის წინსვლის და კარდინალური ცვლილებების აუცილებლობა მოაქვს. თუმცა რისკებიც დიდი იქნება.

წლის დასაწყისში პროფესიულ სარბიელზე წარმატება ელით, შესაძლოა მოიპოვონ საყოველთაო აღიარება და პოპულარობა. თუმცა აუცილებელია სიფრთხილით მოეკიდონ საეჭვო გარიგებებს და ცდუნებას, მარტივი გზით გახდნენ სიტუაციის ბატონ-პატრონი. არსებობს ალბათობაც, რომ რისკმა არ გაამართლოს და პერსპექტიული საქმე წამგებიანი აღმოჩნდეს.

ასტროლოგები ურჩევენ ამ წელს დიდი სიფრთხილით და წინდახედულებით ხარჯონ ფული. აუცილებელია ნაკლებად აჰყვენ დიდი ფულის, იოლი გზებით შოვნის მაცდუნებელ წინადადებას, რომელიც წლის პირველ ნახევარში აუცილებლად იქნება.

ქალწული

2018 წელი საბოლოოდ დაასრულებს მათ ცხოვრებაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არსებულ რთულ პერიოდს და საკუთარი შრომის შედეგით კმაყოფილი იქნებიან.

ძაღლის წელს ქალწულისთვის ფინანსური სტაბილურობა და სიმშვიდე მოაქვს. ყველა ის საქმე, რომელზეც წინა წელბში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, 2018 წელს ნაყოფს გამოიღებს და რეალურად ნახავენ უძილო ღამეების შედეგებს.

წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მომგებიანია ფინანსური ოპერაციების კუთხით. ამ მხრივ მსუბუქი რისკიც არ გაუფუჭებს საქმეს. თუმცა უკვე შემოდგომისკენ და წლის მიწურულს სასურველია, ფინანსები აკონტროლონ და ნაკლებად შეეჭიდონ ძვირად ღირებულ პროექტებს.

სასწორი

მუდმივად მერყევ სასწორებს 2018 წელს საკმაოდ გაუჭირდებათ. ეს ის წელია, როცა ერთპიროვნულად მოუხდებათ ბევრ სფეროში გადაწყვეტილების მიღება, რაც რთული განსახორციელებელი იქნება.

სამსახურებრივი კუთხით 2018 წელს ყველაზე დიდი პროტეჟეობის გაწევა მეგობრებს და გავლენიან სანაცნობოს შეუძლია. ამ წელს შესაძლოა ახალი და მნიშვნელოვანი მფარველიც გამოუჩნდეთ კარიერულ კიბეზე. გამორიცხული არ არის სამსახურის შეცვლაც, თუმცა სარფიანი შემოთავაზება ხელიდან რომ არ გაუფრინდეთ, დიდხანს არ უნდა იფიქრონ.

მორიელი

მორიელის ნიშნით დაბადებულები წლევანდელი წლის სრულუფლებიან ფავორიტებად იგრძნობენ თავს. პლანეტების კეთილგანწყობა ამ წელს ყველა სფეროს შეეხება. მთავარია შანსები დროულად გამოიყენონ. 

საქმიანი კუთხით მორიელისთვის 2018 წელი ახალი მწვერვალების დაპყრობის პერიოდი იქნება. ეს ის წელიწადია, როცა შესაძლებელია, საკუთარ კარიერაში რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ასტროლოგები ურჩევენ, გამოიჩინონ მიზანსწრაფულობა და მაქსიმალური პრინციპულობა დასახული მიზნების განხორციელებაში.

წლის პირველ ნახევარში ფინანსური კუთხით მორიელების დიდ ნაწილს ფორტუნა უღიმის. გაუმჯობესდება შემოსავლები და გაადვილდება ნებისმიერი სახის, ფინანსური საქმიანობა - იქნება ეს ხელფასის მატების ტენდენცია თუ საკუთარი საქმე. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად ან ფულის დასაბანდებლად.

მშვილდოსანი

გასული წელი ბევრი მშვილოდსნის ცხოვრებაში, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო და სირთულეებით სავსე იყო. ძაღლის წელს კი ამ ადამიანებისთვის სიტუაციის გამოსწორების რეალური პერსპექტივა მოაქვს, თუმცა ერთი პირობით - არ უნდა გადაუხვიონ საკუთარ პრინციპებს.

2018 წელი მშვილდსნების დიდ ნაწილს, წარსულის პოპულარობის და ძალაუფლების დაბრუენბას ჰპირდება. ეს ის პერიოდია, როცა შესაძლებელია დიდი ხნის წინ გაფუჭებული ან გაწყვეტილი საქმიანი კავშირების რეანიმირებსაც მოჰკიდონ ხელი და ახალი საქმეები ჩვეული ენთუზიაზმით წამოიწყონ. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობების დალაგების შანსებს, წლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდნენ.

ფინანსური კუთხით ის შეზღუდვები და სირთულეები, რომელთაც 2017 წლის მანძილზე იყო, ძაღლის წელში ნელ-ნელა იკლებს. თუმცა ეს იმის მიზეზს არ მისცემს, რომ ფულს უყაირათოდ დაუწყონ ხარჯვა. შემოდგომამდე სასურველია ეკონომიის გამოჩენა. წლის მიწურულს კი მნიშვნელოვან ფინანსურ გაუმჯობესებას უნდა ელოდონ.

თხის რქა

თხის რქებისთვის ძაღლის წელიწადი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იქნება, თუმცა ბუნებით მებრძოლ და პრინციპულ თხის რქებს ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს.

პროფესიული კუთხით ყვითელი ძაღლის წელიწადი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება თხის რქისთვის. ამ წელს შესაძლოა ბევრმა შეიცვალოს სამსახური, წამოიწყოს ახალი საქმე ან პროფესიულ სფეროში დაწინაურების რეალურ შანსებს ხელი გამოჰკრას. თუმცა უნდა ახსოვდეთ - ეს ყველაფერი დიდი შრომისა და ემოციების ფასად დაჯდება.

ფინანსური კუთხით 2018 წელი თქვენგან მეტ წინდახედულებას და ეკონომიურობას მოითხოვს. ეს კარგი პერიოდია არა ხარჯვის, არამედ ინვესტირების კუთხით. შესაბამისად აჯობებს არსებული თანხების დარეზერვება რაიმე მომგებიან საქმეში, სწავლასა და სტაჟირებაში.

მერწყული

ძაღლის წელი ერთობ არათანმიმდევრული და ცვალებადი იქნება. წლის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევრიდან კი თავად მოინდომებენ ცხოვრებაში თავგადასავლების მოძებნას.

სამსახურებრივი კუთხით წლის პირველ ნახევარში რუტინა და მშვიდი გარემო შენარჩუნდება, თუმცა შესაძლოა იყოს პროფესიულ სარბიელზე წვრილმანი სირთულეები, რაც ძირითადად კოლეგებთან ურთიერთობის დარეგულირების ხარჯზე მოგვარდება. წლის მეორე ნახევრიდან კი მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის წყაროზე დაფიქრდნენ ან დაწინაურება მოითხოვოთ სამსახურში.

დაახლოებით ზაფხულის ბოლომდე შესაძლოა ფინანსური კუთხით საკუთარმა შემოსავლებმა სავსებით დააკმაყოფილოს, თუმცა უკვე შემოდგომიდან, დიდი ალბათობით, რაღაც გრანდიოზული მიზანი გაუჩნდებათ და ამ მიზნის ასასრულებლად მზად იქნებიან, დამატებითი შემოსავლის გამოსამუშავებლად. თუმცა ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გააფუჭებს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან.

თევზები

ძაღლის წელი თევზების დიდ ნაწილს ახალ პერსპექტივებს ჰპირდება. თქვენ შეიძლება სრულიად ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში და შესაბამისად, უკეთესობისკენ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრებაც.

2018 წელის მანძილზე შესაძლოა რუტინულმა სამსახურმა თავი იმდენად მოაბეზროს, რომ თუ მთლად სამსახურის ცვლილება არა, მისი საყვარელი ჰობით გამრავალფეროვნებაზე მაინც დაიწყონ ფიქრი. და ეს შესანიშნავი იდეაა! გამორიცხული არ არის ზემოთხსენებული ჰობი სამომავლოდ სტაბილური ფინანსური შემოსავლის წყაროდაც კი იქცეს.

ძაღლის წელი უნიკალურ შესაძლებლობებს გაუშლით, რომელთაგანაც ყველაზე კარგი შემოქმედებითი აქტივობით ფულის გამომუშავების შანსები იქნება. დრო დადგა, საკუთარ ჰობის მეტი პატივისცემით მოეკიდნონ და თუნდაც მცირე, კერძო საქმიანობა წამოიწყონ. გახსოვდეთ - ყველაფერი ის, რაც სიყვარულით იქმნება, ასეთივე სიყვარულით იყიდება ხოლმე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: რას მოუტანს ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში - 2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს