"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, დღევანდელი მსვლელობა ღირსების მანიფესტაციაა, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.
საპროტესტო აქცია-მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.
ფოტო: ნარიტა ჩხაიძე