Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა
რა მოხდა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

რო­გორც გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, ის ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს.

ამას­თან, მსჯავ­რდე­ბულ­მა მის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ზეც ისა­უბ­რა.

"აე­რო­პორ­ტი­დან გა­ტა­ცე­ბი­დან დღემ­დე ვიმ­ყო­ფე­ბი სის­ტე­მა­ტი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ. გა­ტა­ცე­ბის მო­მენ­ტი­დან მთე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის დროს, მი­უ­ხე­და­ვად წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი­სა, ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით ითხოვ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა პატ­რი­არ­ქის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა და მას­ში მიტ­რო­პო­ლიტ დი­მიტ­რი­სა და იო­სებ ოხა­ნაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ნაც­ვლოდ ფსევ­დო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას მპირ­დე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ად­ვო­კა­ტებს შო­რის სი­ტუ­ა­ცია არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. სის­ტე­მა­ტი­უ­რი ზე­წო­ლი­სა და და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბაა ჩემს ოჯახ­ზე, მოწ­მე­ებ­სა და ად­ვო­კა­ტებ­ზე. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თავ­დას­ხმა მოხ­და ჩემს ძმა­ზე, მუ­ქა­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ, მოწ­მე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და ზე­წო­ლის შე­სა­ხებ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რათა მას არ მი­ე­ცა ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შემ­დეგ კი საქ­მე აღ­ძრეს მის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­ვე და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა იყო მისი მე­უღ­ლის და შვი­ლის მი­მართ. ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბი და­ი­ბა­რეს ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ხუ­რუ­ლი სხდო­მის მა­სა­ლე­ბის გამო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და სა­სა­მარ­თლო­ში, რე­ა­ლუ­რად კი აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­სა­მარ­თლე ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა, სხვა საქ­მის პრო­კუ­რორს გა­დას­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა, ხოლო პრო­კუ­რორ­მა და­უ­ლუ­ქა­ვად გა­დას­ცა ნო­მერ მე­ცხრე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას.

გარ­და ამი­სა, მიტ­რო­პო­ლოტ­მა დი­მიტ­რიმ 5 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რო­რე­ბი სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად მას­ზე ახ­დენ­დნენ ზე­წო­ლას. 7 თვის მან­ძილ­ზე, პრო­კუ­რო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი მქონ­და ოჯახ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ახ­დენს ჩემს რე­ლი­გი­ურ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას. დღემ­დე არ მეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ვი­მო­სო ჩემი რე­ლი­გი­უ­რი შე­სა­მო­სე­ლით და ასე­ვე უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ტა­ძარ­ში, აღ­სრუ­ლე­ბულ მსა­ხუ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბის. სამ­წუ­ხა­როდ, მე დღეს დას­ჯი­ლი ვარ არა და­ნა­შა­უ­ლის გამო, არა­მედ იმის­თვის, რომ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნით, ცალ­კე­ულ პი­რებს შე­უ­ზღუ­და ეკ­ლე­სი­ის ქო­ნე­ბებ­ში უხე­ში ჩა­რე­ვა.

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, რომ ზე­წო­ლის მსხვერ­პლია. სა­ხალ­ხო დამ­ცველს აკ­რი­ტი­კე­ბენ რად­გან, მან ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე თქვა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ აღ­სრულ­და. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა და თვი­სუფ­ლე­ბის მი­პო­ვე­ბა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რილ სტა­ტუს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ გვყვავს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ და უსა­მარ­თლოდ დას­ჯი­ლი ბა­ტო­ნი გვი­ჩი­ა­ნის და ასე­ვე მო­ლაშ­ვი­ლის ბრალ­მდე­ბე­ლი იყო.

ბრალ­დე­ბის მხა­რეს, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ეს რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ იყოს ცნო­ბი­ლი, ამის­თვის სურს და­ხუ­როს სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი. ზე­მო­აღ­ბიშ­ნუ­ლი­დან და ჩემს ირ­გვლივ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, რის გა­მოც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ვტო­ვებ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზს. თქვენ კი პა­ტივ­ცე­მუ­ლო კო­ლე­გია, გი­სურ­ვებთ გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის ჟამს, ჭეშ­მა­რი­ტი მსა­ჯუ­ლის - უფა­ლი იესო ქრის­ტეს თა­ნაგ­რძნო­ბას, რათა ხე­ლი­სუ­ფა­ლის თუ ფა­რი­სე­ველ­თა ზე­წო­ლი­თა თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კარ­გვის ში­შის გამო მო­სა­მარ­თლე ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის მსგავ­სად, ან­გა­რე­ბით არ იძა­ლა­დოთ კა­ნონ­ზე და უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­მი­ტა­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა მა­მა­ლა­ძემ.

მა­მა­ლა­ძემ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ვის მკვლე­ლო­ბას არ გეგ­მავ­და.

"არ შე­მიძ­ლია გუ­ლის­ტკი­ვი­ლი არ გა­მოვ­ხა­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. დღეს თქვენ იწყებთ სა­ა­პე­ლა­ციო სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დამ­კვეთ­თა ნე­ბა­სურ­ვი­ლი­სა­მებრ შექ­მნეს. საქ­მის შეს­წავ­ლი­სას ნა­ხავთ და­კი­თხულ 100-ზე მეტ მოწ­მეს და გა­მოკ­ვლე­ულ 11 ტომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, სა­დაც არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მე ვინ­მეს მკვლე­ლო­ბას ვგეგ­მავ­დი და არც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს ამი­სა. თვით საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ არაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მზად­დე­ბო­და თუ არა და­ნა­შა­უ­ლი. ის უბ­რა­ლოდ ვა­რა­უ­დობს ამას. ვი­ღა­ცის ვა­რა­უ­დებ­ზე ასე­თი მძი­მე ბრა­ლი და სას­ჯე­ლი გა­გო­ნი­ლა?! ბრალ­დე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მე მქონ­და ცი­ა­ნი­დი, რო­მე­ლიც თით­ქოს­და ჩემს ჩან­თა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეს სიც­რუ­ეა, რად­გან მე ის ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა არ მქო­ნია, თუმ­ცა მე არ უარ­ვყოფ, რომ ამ ნივ­თი­ე­რე­ბით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გან ის შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­მა მთხო­ვა. სამ­წუ­ხა­როა, რომ მან ეს ფაქ­ტი უარ­ყო", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ.

ამას­თან, მსჯავ­რდე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას, ვინც საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იყო, მათ შო­რის მე­დი­ას და სა­ხალ­ხო დამ­ცველს დას­კვნის­თვის.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას უკვე წა­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ბრა­ლი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ, როცა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პატ­რი­არ­ქის მკვლე­ლო­ბის აღ­კვე­თა­ზე მი­ა­ნიშ­ნა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ამო­ღე­ბულ ცი­ა­ნიდს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამო­ღე­ბულ ცი­ა­ნიდ­ზე არ ჩა­ა­ტა­რა დნმ-ის და დაქ­ტო­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. სა­მა­გი­როდ, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რეს ფა­რა­ტი­ნა ფურ­ცელს, სა­დაც ეწე­რა "კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დი", რაც კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს. არ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის - აე­რო­პორ­ტის ვი­დეო სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბის, რი­თაც დამ­ტკიც­დე­ბო­და სუს-ისა და პრო­კუ­რა­ტუ­რის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი რო­გორც ჩემს მი­მართ, ასე­ვე ბარ­გის ამო­ღე­ბი­სას. ამ უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბა და საქ­მე­ზე დარ­თვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნია, მა­შინ როცა საქ­მეს და­ურ­თო ჩემი სახ­ლის გა­სა­ღე­ბის მე­პატ­რო­ნე­ზე გა­და­ცე­მის ვი­დე­ო­კად­რე­ბი. და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, 11 თე­ბერ­ვალს წარ­მიდ­გი­ნეს ბრა­ლი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 13 თე­ბერ­ვალს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა, შო­თა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბის შექ­მნის მიზ­ნით გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პატ­რი­არ­ქის მკვლე­ლო­ბის აღ­კვე­თა­ზე მი­ა­ნიშ­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნას­წარ გან­წყო­ბას­ვე ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 8 მარტს, სი­ნო­დის სხდო­მის წინა დღეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა. გა­უთ­ქმე­ლო­ბის პი­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და დაც­ვას კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბი წარ­მო­ედ­გი­ნა", - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა მოხდა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

რა მოხდა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც გიორგი მამალაძემ პროცესზე განაცხადა, ის ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს.

ამასთან, მსჯავრდებულმა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა.

"აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე ვიმყოფები სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. გატაცების მომენტიდან მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით ითხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა. სანაცვლოდ ფსევდო თანამშრომლობისთვის თავისუფლებას მპირდებოდნენ. აღნიშნულის გამო პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობაა ჩემს ოჯახზე, მოწმეებსა და ადვოკატებზე. რამდენიმე კვირის წინ, თავდასხმა მოხდა ჩემს ძმაზე, მუქარის შეტყობინებები მიიღო ჩემმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, მოწმე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა ზეწოლის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას არ მიეცა ჩვენება სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენების მიცემის შემდეგ კი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ. ასევე დაშინების მცდელობა იყო მისი მეუღლის და შვილის მიმართ. ჩემი ადვოკატები დაიბარეს ტელევიზიით გავრცელებული დახურული სხდომის მასალების გამო პროკურატურაში და სასამართლოში, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა, სხვა საქმის პროკურორს გადასცა აღნიშნული მასალა, ხოლო პროკურორმა დაულუქავად გადასცა ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

გარდა ამისა, მიტროპოლოტმა დიმიტრიმ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურორები სასურველი ჩვენების მისაღებად მასზე ახდენდნენ ზეწოლას. 7 თვის მანძილზე, პროკურორის გადაწყვეტილებით აკრძალული მქონდა ოჯახთან ყველანაირი კომუნიკაცია. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ახდენს ჩემს რელიგიურ დისკრიმინაციას. დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა, შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით და ასევე უფლებას არ მაძლევს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში, აღსრულებულ მსახურებაზე დასწრების. სამწუხაროდ, მე დღეს დასჯილი ვარ არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებებში უხეში ჩარევა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის პირველი მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ რადგან, მან ციანიდის საქმეზე თქვა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება და თვისუფლების მიპოვება ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყვავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის და ასევე მოლაშვილის ბრალმდებელი იყო.

ბრალდების მხარეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ეს რომ საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, ამისთვის სურს დახუროს სასამართლო სხდომები. ზემოაღბიშნულიდან და ჩემს ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას, რის გამოც პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო დარბაზს. თქვენ კი პატივცემულო კოლეგია, გისურვებთ განაჩენის მიღების ჟამს, ჭეშმარიტი მსაჯულის - უფალი იესო ქრისტეს თანაგრძნობას, რათა ხელისუფალის თუ ფარისეველთა ზეწოლითა თუ თანამდებობის დაკარგვის შიშის გამო მოსამართლე ბუგიანიშვილის მსგავსად, ანგარებით არ იძალადოთ კანონზე და უკანონო განაჩენი არ გამომიტანოთ", - განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ.

მამალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არავის მკვლელობას არ გეგმავდა.

"არ შემიძლია გულისტკივილი არ გამოვხატო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებების გამო. დღეს თქვენ იწყებთ სააპელაციო სარჩელის განხილვას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მთავარმა პროკურატურამ დამკვეთთა ნებასურვილისამებრ შექმნეს. საქმის შესწავლისას ნახავთ დაკითხულ 100-ზე მეტ მოწმეს და გამოკვლეულ 11 ტომ მტკიცებულებებს, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი და არც მტკიცებულება არსებობს ამისა. თვით საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არაა დარწმუნებული, მზადდებოდა თუ არა დანაშაული. ის უბრალოდ ვარაუდობს ამას. ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი და სასჯელი გაგონილა?! ბრალდება ამტკიცებს, რომ მე მქონდა ციანიდი, რომელიც თითქოსდა ჩემს ჩანთაში აღმოაჩინეს. ეს სიცრუეა, რადგან მე ის ავადსახსენებელი ნივთიერება არ მქონია, თუმცა მე არ უარვყოფ, რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული, რადგან ის შორენა თეთრუაშვილმა მთხოვა. სამწუხაროა, რომ მან ეს ფაქტი უარყო", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ამასთან, მსჯავრდებულმა დეკანოზმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქმეში ჩართული იყო, მათ შორის მედიას და სახალხო დამცველს დასკვნისთვის.

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, მას უკვე წაყენებული ჰქონდა ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ, როცა მთავარმა პროკურორმა საზოგადოებას პატრიარქის მკვლელობის აღკვეთაზე მიანიშნა.

"რაც შეეხება ამოღებულ ციანიდს, პროკურატურამ ამოღებულ ციანიდზე არ ჩაატარა დნმ-ის და დაქტოლოსკოპიური ექსპერტიზა. სამაგიროდ, ექსპერტიზა ჩაუტარეს ფარატინა ფურცელს, სადაც ეწერა "კალიუმის ციანიდი", რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. არ მოგვეცა შესაძლებლობა მთავარი მტკიცებულების - აეროპორტის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვების, რითაც დამტკიცდებოდა სუს-ისა და პროკურატურის უკანონო ქმედებები როგორც ჩემს მიმართ, ასევე ბარგის ამოღებისას. ამ უკანონო მოქმედებების დაფარვის მიზნით, ბრალდებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და საქმეზე დართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მაშინ როცა საქმეს დაურთო ჩემი სახლის გასაღების მეპატრონეზე გადაცემის ვიდეოკადრები. დაკავებიდან მეორე დღეს, 11 თებერვალს წარმიდგინეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ. მიუხედავად ამისა, 13 თებერვალს მთავარმა პროკურორმა, შოთაძემ საზოგადოების წინასწარი განწყობის შექმნის მიზნით გააკეთა განცხადება, რომლითაც საზოგადოებას პატრიარქის მკვლელობის აღკვეთაზე მიანიშნა. საზოგადოების წინასწარ განწყობასვე ემსახურებოდა, პროკურატურის მიერ მიმდინარე წლის 8 მარტს, სინოდის სხდომის წინა დღეს, საზოგადოებისთვის დამონტაჟებული მასალების გაცნობა. გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა დაცვას კონტრარგუმენტები წარმოედგინა", - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ