პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ოქროსფერი 50-თეთრიანიანი შემოგრჩათ, 2018 წლიდან ვეღარ გამოიყენებთ
თუ ოქროსფერი 50-თეთრიანიანი შემოგრჩათ, 2018 წლიდან ვეღარ გამოიყენებთ

2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 1995 წლის ემი­სი­ის 50-თეთ­რი­ან ოქ­როს­ფერ მო­ნე­ტას გა­დახ­დის­თვის ვე­ღარ გა­მო­ი­ყე­ნებთ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს 2017 წლის 4 ოქ­ტომ­ბრის N5 დად­გე­ნი­ლე­ბით, 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან, გა­დახ­დის კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბის სტა­ტუ­სი აღარ ექ­ნე­ბა 1995 წლის ემი­სი­ის 50 თეთ­რის ნო­მი­ნა­ლის მო­ნე­ტას, ე.წ. ოქ­როს­ფერ 50-თეთ­რი­ან მო­ნე­ტას, რომ­ლის ავერ­სზე და­ტა­ნი­ლია - გრი­ფო­ნის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მის ქვეშ ციფ­რი "50" და წარ­წე­რა - "თეთ­რი", რე­ვერ­სზე - ბორ­ჯღა­ლი, ციფ­რე­ბი წარ­წე­რე­ბი: "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა", "REPUBLIC OF GEORGIA".

რო­გორც ბან­კში გან­მარ­ტა­ვენ, 2018 წლის 1 იან­ვრი­დან, სა­ვაჭ­რო და ნაღ­დი ფუ­ლით მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტებს აღარ ექ­ნე­ბათ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით მათი მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

2018 წლი­დან, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძვე­ლი 50 თეთ­რი­ა­ნის ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­მოც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ კო­მერ­ცი­ულ ბანკსა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­კა­სო ცენ­ტრში, ხოლო 2019 წლის 1 იან­ვრი­დან - მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­კა­სო ცენ­ტრში.

"აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა, 2006 წლი­დან მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­უშ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ხა­რის­ხობ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი 50 თეთ­რის ნო­მი­ნა­ლის ახა­ლი მო­ნე­ტა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით დამ­კვიდ­რდა მი­მოქ­ცე­ვა­ში. 2006 წლის გა­მოშ­ვე­ბის ვერ­ცხლის­ფე­რი მო­ნე­ტა შედ­გე­ბა სპი­ლენძ-ნი­კე­ლი­სა­გან და

მისი დი­ა­მეტ­რი 24 მმ, ხოლო წონა 6,5 გ-ია ავერ­სზე გა­მო­სა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი, წარ­წე­რა "სა­ქარ­თვე­ლო" და გა­მოშ­ვე­ბის წელი "2006", ხოლო რე­ვერ­სზე - ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი "50" და წარ­წე­რა "თეთ­რი".

გა­ყალ­ბე­ბის­გან დაც­ვის თვალ­საზ­რით მო­ნე­ტის ორი­ვე მხა­რეს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტის სა­ხით და­ტა­ნი­ლია ძვე­ლი კოლ­ხუ­რი თეთ­რის ანა­ლო­გი – ლო­მის თა­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, ხოლო მო­ნე­ტის წიბო და­ღა­რუ­ლია და ჩატ­ვიფვ­რუ­ლია ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი წარ­წე­რა "სა­ქარ­თვე­ლო Georgia" და ხუთ­ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვი", - გან­მარ­ტა­ვენ სებ-ში.

sponsored by ContentRoom

თუ ოქროსფერი 50-თეთრიანიანი შემოგრჩათ, 2018 წლიდან ვეღარ გამოიყენებთ

თუ ოქროსფერი 50-თეთრიანიანი შემოგრჩათ, 2018 წლიდან ვეღარ გამოიყენებთ

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50-თეთრიან ოქროსფერ მონეტას გადახდისთვის ვეღარ გამოიყენებთ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა - "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".

როგორც ბანკში განმარტავენ, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.

2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

"აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში. 2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისაგან და

მისი დიამეტრი 24 მმ, ხოლო წონა 6,5 გ-ია ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა "საქართველო“ და გამოშვების წელი "2006", ხოლო რევერსზე - ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "50" და წარწერა "თეთრი".

გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia" და ხუთქიმიანი ვარსკვლავი", - განმარტავენ სებ-ში.

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა