ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც ტერეზა მეიზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ენდრიუ პარკერმა განაცხადა, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.
ტერორისტები გეგმავდნენ, დაუნინგ სტრიტზე, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან აეფეთქებინათ ჩანთაში დამალული ბომბი, შემდეგ კი დანებით დასხმოდნენ თავს.
ეჭვმიტანილები ლონდონსა და ბირმინგემში მიმდინარე რეიდების დროს დააკავეს გასულ კვირას, მათ ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს.
The Sun-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბომბით უსაფრთხოების ჭიშკარი უნდა აეფეთქებინათ, ამის შემდეგ კი შეიჭრებოდნენ რეზიდენციაში და ტერეზა მეის დანებით დაესხმებოდნენ თავს. საბოლოოდ, თავდამსხმელები გეგმავდნენ, თვითმკვლელის ჟილეტები ჩაეცვათ.
The Independent წერს, რომ ლონდონის პოლიციაში 20 წლის ნააიმურ ზაქარი რაჰმანსა და 21 წლის მოჰამედ აკიბს ტერაქტის მომზადების გამო წაუყენეს ბრალი.