სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დისკვალიფიცირებული რუსეთი - რატომ არ უშვებენ რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე?
დისკვალიფიცირებული  რუსეთი - რატომ არ უშვებენ რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე?

ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და, რო­მე­ლიც 9 თე­ბერ­ვალს, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, კერ­ძოდ ფი­ონგჩან­გში გა­ი­მარ­თე­ბა, რუ­სე­თის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის, - სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა რუ­სეთს მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე დაბ­ლო­კა... რუ­სუ­ლი მე­დი­ის ერთი ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი დრო­შის ქვეშ ას­პა­რე­ზო­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სპორ­ტსმენს შე­ეძ­ლე­ბა, მე­ო­რე ნა­წი­ლის თქმით, ისი­ნი ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­ში­თა და რუ­სუ­ლი ჰიმ­ნის გა­რე­შე გა­მოვ­ლენ, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი ამ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს უკვე გა­მო­უჩ­დნენ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რო­მელ­თაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ სა­კი­თხში ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ - ყვე­ლა უნდა წა­ვი­დეს, ისი­ნი უნდა წარ­სდგნენ ღირ­სე­უ­ლად, რუ­სე­თის დრო­ში­თა და სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის თან­ხლე­ბით. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც სპორ­ტსმე­ნე­ბის ბო­ი­კო­ტი გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ.

სა­უ­ბა­რია რუს ათ­ლე­ტებ­ზე, რო­მელ­თა მტკი­ცე­ბით, ისი­ნი დო­პინგს არ მო­იხ­მა­რენ. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლიც არის და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს...

დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ზე­ზი, რუ­სეთ­ში დო­პინ­გის სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის დო­ნე­ზე არ­სე­ბო­ბაა, რა მი­ზე­ზი­თაც, 2016 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მხო­ლოდ ერთი რუსი სპორ­ტსმე­ნი და­უშ­ვეს... სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ამ სა­კი­თხის მი­მართ შე­უ­ვა­ლია - 2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დროს, რო­მე­ლიც სოჭ­ში ჩა­ტარ­და, რუს სპორ­ტსმე­ნებს დო­პინ­გის მოხ­მა­რე­ბა და­უდ­გინ­დათ. ამის შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

ზამ­თრის სა­ხე­ო­ბა­ში სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი, დმიტ­რი გუ­ბერ­ნე­ვი აცხა­დებს, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფი­ონგჩან­გში არ ჩავ­ლენ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვერც ტო­კიო-2020-ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. "ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, ქვე­ყა­ნა­ში სპორ­ტი მოკ­ვდე­ბა."

ექ­სპერ­ტი ვი­ა­ჩეს­ლავ სმირ­ნო­ვი ამ ფაქტს მე­ტად სამ­წუ­ხა­როს უწო­დებს. მი­სი­ვე თქმით, "ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­მა მსხვი­ლი ლურ­სმა­ნი და­ა­ჭე­და მსოფ­ლი­ოს სპორ­ტს კუ­ბო­ზე. მათი სან­ქცი­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, სპორ­ტსმე­ნი დაშ­ვე­ბუ­ლია და მისი ეროვ­ნუ­ლი დრო­შა აკ­რძა­ლუ­ლი. თუ პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მე­ლი ქვეყ­ნის დრო­შით გა­მო­დი­ან ათ­ლე­ტე­ბი, მაშ რა სა­ჭი­როა ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შა. ოლიმ­პი­ა­დამ რუ­სე­თი დაბ­ლო­კა"- წერს სმირ­ნო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს, ეს მხო­ლოდ სპორ­ტს კი არა, ცივი ომის ახალ წრეს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შებს შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე მოძ­რა­ო­ბე­ბი სარ­კე­სა­ვით ირეკ­ლავს... სმირ­ნოვს მი­აჩ­ნია, რომ სპორ­ტსმე­ნებ­მა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტონ, წავ­ლენ თუ არა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში. "ერთხელ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, ასე­თი შემ­თხვე­ვა უკვე გვქონ­და და მეტ­ჯერ აღარ უნდა გა­ვი­მე­ო­როთ. პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა არ უკ­რძა­ლავს სპორ­ტსმე­ნებს წას­ვლა-არ­წას­ვლა­სა და ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შით გა­მოს­ვლას... არც რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ უნდა გან­სა­ჯოს ეს სპორ­ტსმე­ნე­ბი ასე. თუმ­ცა, ვი­ღა­ცე­ბის­თვის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს პრეს­ტიჟ­ზე მაღ­ლა დგას, ასე იყო ყო­ველ­თვის..."- წერს ის.

დუ­მის წევ­რის, სვეტ­ლა­ნა ჟუ­რო­ვას პროგ­ნო­ზით, ფი­ონგჩან­გში ის რუსი სპორ­ტსმე­ნე­ბი წავ­ლენ, ვინც "სუფ­თაა" და სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. "ოღონდ აუ­ცი­ლებ­ლად რუ­სე­თის დრო­შით. არა­და, გა­ნი­ხი­ლე­ბა ვა­რი­ან­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუს სპორ­ტსმე­ნებს ოლიმ­პი­უ­რი ან თეთ­რი დრო­შის და­ჭე­რა მო­უ­წევთ. თით­ქოს ჩვე­ნე­ბი ოლიმ­პი­ა­დის ღირ­სე­ბი არ არი­ან. ასე აბ­სურ­დამ­დე მივ­დი­ვართ...", – წერს ჟუ­რო­ვა.

რუსი იუ­რის­ტი თე­მურ ხუ­ტო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ თუ რუს სპორ­ტსმე­ნებს თეთ­რი, ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას მის­ცე­მენ, ამა­ში ახა­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია, რად­გან ასე­თი რამ მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში არც ისე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დისკვალიფიცირებული რუსეთი - რატომ არ უშვებენ რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე?

დისკვალიფიცირებული  რუსეთი - რატომ არ უშვებენ რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე?

ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც 9 თებერვალს, სამხრეთ კორეაში, კერძოდ ფიონგჩანგში გაიმართება, რუსეთის გარეშე ჩაივლის, - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს მკაცრი განაჩენი გამოუტანა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაბლოკა... რუსული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, რუსული დროშის ქვეშ ასპარეზობა მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენს შეეძლება, მეორე ნაწილის თქმით, ისინი ნეიტრალური დროშითა და რუსული ჰიმნის გარეშე გამოვლენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსული საზოგადოება.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი ამ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტს უკვე გამოუჩდნენ მხარდამჭერები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ამ საკითხში ერთსულოვნები უნდა იყვნენ - ყველა უნდა წავიდეს, ისინი უნდა წარსდგნენ ღირსეულად, რუსეთის დროშითა და სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც სპორტსმენების ბოიკოტი გაუმართლებლად მიაჩნიათ.

საუბარია რუს ათლეტებზე, რომელთა მტკიცებით, ისინი დოპინგს არ მოიხმარენ. ეს დადასტურებულიც არის და ოლიმპიური კომიტეტი მონაწილეობის უფლებას აძლევს...

დისკვალიფიკაციის მიზეზი, რუსეთში დოპინგის სახელმწიფო სისტემის დონეზე არსებობაა, რა მიზეზითაც, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი რუსი სპორტსმენი დაუშვეს... საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ საკითხის მიმართ შეუვალია - 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, რომელიც სოჭში ჩატარდა, რუს სპორტსმენებს დოპინგის მოხმარება დაუდგინდათ. ამის შესახებ სკანდალური გამოძიებით გახდა ცნობილი.

ზამთრის სახეობაში სპორტული კომენტატორი, დმიტრი გუბერნევი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მონაწილეობა აუცილებელია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ფიონგჩანგში არ ჩავლენ, დიდი ალბათობით, ვერც ტოკიო-2020-ში მიიღებენ მონაწილეობას. "ამ შემთხვევაში კი, ქვეყანაში სპორტი მოკვდება."

ექსპერტი ვიაჩესლავ სმირნოვი ამ ფაქტს მეტად სამწუხაროს უწოდებს. მისივე თქმით, "ოლიმპიურ კომიტეტმა მსხვილი ლურსმანი დააჭედა მსოფლიოს სპორტს კუბოზე. მათი სანქციები, პირველ რიგში, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, სპორტსმენი დაშვებულია და მისი ეროვნული დროშა აკრძალული. თუ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის დროშით გამოდიან ათლეტები, მაშ რა საჭიროა ნეიტრალური დროშა. ოლიმპიადამ რუსეთი დაბლოკა"- წერს სმირნოვი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, ეს მხოლოდ სპორტს კი არა, ცივი ომის ახალ წრეს უკავშირდება, რომელსაც ოლიმპიური თამაშებს შიგნით მიმდინარე მოძრაობები სარკესავით ირეკლავს... სმირნოვს მიაჩნია, რომ სპორტსმენებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, წავლენ თუ არა სამხრეთ კორეაში. "ერთხელ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა და მეტჯერ აღარ უნდა გავიმეოროთ. პუტინის განცხადება არ უკრძალავს სპორტსმენებს წასვლა-არწასვლასა და ნეიტრალური დროშით გამოსვლას... არც რუსეთის საზოგადოებამ არ უნდა განსაჯოს ეს სპორტსმენები ასე. თუმცა, ვიღაცებისთვის პირადი ინტერესები სახელმწიფოს პრესტიჟზე მაღლა დგას, ასე იყო ყოველთვის..."- წერს ის.

დუმის წევრის, სვეტლანა ჟუროვას პროგნოზით, ფიონგჩანგში ის რუსი სპორტსმენები წავლენ, ვინც "სუფთაა" და სოჭის ოლიმპიურ თამაშებში არ მონაწილეობდნენ. "ოღონდ აუცილებლად რუსეთის დროშით. არადა, განიხილება ვარიანტები, რომლის მიხედვითაც, რუს სპორტსმენებს ოლიმპიური ან თეთრი დროშის დაჭერა მოუწევთ. თითქოს ჩვენები ოლიმპიადის ღირსები არ არიან. ასე აბსურდამდე მივდივართ...", – წერს ჟუროვა.

რუსი იურისტი თემურ ხუტოვი მიიჩნევს, რომ თუ რუს სპორტსმენებს თეთრი, ნეიტრალური დროშით მონაწილეობის უფლებას მისცემენ, ამაში ახალი და განსაკუთრებული არაფერია, რადგან ასეთი რამ მსოფლიო სპორტის ისტორიაში არც ისე იშვიათად ხდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"