მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, მიშამ შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია
გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, მიშამ შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია

ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­შამ დღეს შეძ­ლო წა­უ­გე­ბე­ლი პარ­ტი­ის გა­თა­მა­შე­ბა - და­ი­ჭე­რენ - გმი­რია, არ და­ი­ჭე­რენ - გმი­რია, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილს და­ი­ჭე­რენ თუ არა, ფაქ­ტია, რომ პო­რო­შენ­კოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე არის ცუ­დად, რად­გან პრობ­ლე­მე­ბი აქვთ და კო­რუფ­ცი­ის ჭა­ო­ბი­დან ვერ ამო­დი­ან. გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

"უკ­რა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ის­რი­სე­ბა რუ­სე­თის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და და­სავ­ლე­თის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­ზე. თვი­თონ ხომ და­სავ­ლე­თის გა­რე­შე არა­ფერს წარ­მო­ად­გე­ნენ. ახლა და­ი­წყო სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი. ცდი­ლო­ბენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ა­მაგ­რონ ბრალ­დე­ბე­ბი, რათა უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­არ­წმუ­ნონ, რომ მიშა მუ­შა­ობ­და რუ­სეთ­ზე. მე­ო­რე მხრივ, მი­შაც ცდი­ლობს - და­სავ­ლეთს სა­სა­ცი­ლოდ არ ეყო­ფა, რომ თურ­მე სა­ა­კაშ­ვილ­მა პუ­ტინ­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

მი­დის სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი და ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­არ­წმუ­ნებს თუ ვერა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მიშა თა­ნამ­შრომ­ლობ­და რუ­სეთ­თან. რომც და­არ­წმუ­ნონ, ეს დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან მი­შას მი­მართ ეს ბრალ­დე­ბა ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია. დღეს თუ ხვალ, პო­რო­შენ­კოს მა­ინც გა­აგ­დე­ბენ - მისი დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლია. ფაქ­ტი­უ­რად, მი­შამ დღეს შეძ­ლო წა­უ­გე­ბე­ლი პარ­ტი­ის გა­თა­მა­შე­ბა - და­ი­ჭე­რენ - გმი­რია - არ და­ი­ჭე­რენ - გმი­რია", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, მიშამ შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია

გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, მიშამ შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია

ფაქტობრივად, მიშამ დღეს შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს დაიჭერენ თუ არა, ფაქტია, რომ პოროშენკოს ხელისუფლების საქმე არის ცუდად, რადგან პრობლემები აქვთ და კორუფციის ჭაობიდან ვერ ამოდიან. გია ხუხაშვილის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომლის გამარჯვებულიც, ყველა შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი იქნება.

"უკრანის ხელისუფლება მოისრისება რუსეთის უკმაყოფილებისა და დასავლეთის უკმაყოფილების ფონზე. თვითონ ხომ დასავლეთის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. ახლა დაიწყო საინფორმაციო ომი. ცდილობენ, სააკაშვილის წინააღმდეგ გაამაგრონ ბრალდებები, რათა უკრაინული საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მიშა მუშაობდა რუსეთზე. მეორე მხრივ, მიშაც ცდილობს - დასავლეთს სასაცილოდ არ ეყოფა, რომ თურმე სააკაშვილმა პუტინზე დაიწყო მუშაობა.

მიდის საინფორმაციო ომი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნებს თუ ვერა საზოგადოებას, რომ მიშა თანამშრომლობდა რუსეთთან. რომც დაარწმუნონ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მიშას მიმართ ეს ბრალდება ძნელად დასაჯერებელია. დღეს თუ ხვალ, პოროშენკოს მაინც გააგდებენ - მისი დღეები დათვლილია. ფაქტიურად, მიშამ დღეს შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია - არ დაიჭერენ - გმირია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."