საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რჩევები მათთვის, ვისაც ოფლიანობა აწუხებს - რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ჭარბოფლიანობა
რჩევები მათთვის, ვისაც ოფლიანობა აწუხებს - რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ჭარბოფლიანობა

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა ეწყე­ბა, რო­მე­ლიც დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის და ხში­რად ნევ­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზიც ხდე­ბა. ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის (ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი) დროს ად­გი­ლი აქვს სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის გა­მომ­ყო­ფი ფუნ­ქცი­ის პა­თო­ლო­გი­ურ გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ამის ჭეშ­მა­რი­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი კი კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი. ოფ­ლის გა­მო­ყო­ფას სიმ­პა­თი­კუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არე­გუ­ლი­რებს და ეს პრო­ცე­სი თერ­მო­მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ როლს ას­რუ­ლებს. მა­გა­ლი­თად, თუ მო­ი­მა­ტა გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რამ, ოფლი გა­მო­ი­ყო­ფა, შემ­დეგ ორ­თქლდე­ბა და აგ­რი­ლებს სხე­ულს. ეს მე­ქა­ნიზ­მი ორ­გა­ნიზ­მში ზუს­ტად არის გათ­ვლი­ლი და არა­ვი­თა­რი ზედ­მე­ტი მოქ­მე­დე­ბა არ ხდე­ბა. ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის დროს კი ეს სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი სის­ტე­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მწყობ­რი­დან გა­მო­დის.

ნერ­ვუ­ლი ცენ­ტრე­ბი­დან იმ­პულ­სე­ბი აღ­მო­ცენ­დე­ბა ისეთ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან სა­ერ­თოდ არ აქვს კავ­ში­რი. მა­გა­ლი­თად, ში­შის ან მღელ­ვა­რე­ბის დროს. თუ ზე­მოთ­ქმულს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს და პა­თო­ლო­გი­უ­რიც.

ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცვე­ლო­ბი­თი რე­აქ­ცი­აა და მი­მარ­თუ­ლია სით­ბოს გა­მო­ყო­ფის­კენ, მა­გა­ლი­თად ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის, გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის დროს, ზოგ­ჯერ - ყნოს­ვი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ანა­ლი­ზა­ტო­რე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სას, მა­გა­ლი­თად, ცხა­რე საკ­ვე­ბის (წი­წა­კის, მდოგ­ვის) მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ში­შის, მღელ­ვა­რე­ბის, სირ­ცხვი­ლის დრო­საც იჩენს ხოლ­მე თავს. პა­თო­ლო­გი­უ­რი ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ნე­ი­რო­ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით.

  • ლო­კა­ლუ­რი და გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა

გე­ნე­რა­ლი­ზე­ბულ ჰი­პერ­ჰიდ­როზს ანუ მთე­ლი სხე­უ­ლის მო­მა­ტე­ბულ ოფ­ლი­ა­ნო­ბას უამ­რა­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. მათ შო­რის: თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ჰი­პოგ­ლი­კე­მია, კლი­მაქ­სუ­რი პე­რი­ო­დი, ფე­ოქ­რო­მო­ცი­ტო­მა, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სიმ­სივ­ნე, კარ­ცი­ნო­ი­დუ­ლი სინ­დრო­მი, აკ­რო­მე­გა­ლია, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა (სეპ­ტი­ცე­მია, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, მა­ლა­რია და სხვა), სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა (ლიმ­ფოგ­რა­ნუ­ლო­მა­ტო­ზი, ლიმ­ფო­მა, სიმ­სივ­ნის მე­ტას­ტა­ზე­ბი), ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა (პარ­კინ­სო­ნიზ­მი, ნე­ი­რო­სი­ფი­ლი­სი, დი­ენ­ცე­ფა­ლუ­რი სინ­დრო­მი, მუ­კო­ვის­ცი­დო­ზი).

ბრა­ლი მი­უ­ძღვის ასე­ვე ფსი­ქო­გე­ნურ ფაქ­ტო­რებს, წამ­ლებს (ას­პი­რინს, ინ­სუ­ლინს, ღე­ბი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებს, მორ­ფი­ნი­სა და პრო­მე­დო­ლის ჯგუ­ფის ანალ­გე­ტი­კებს და სხვა), მო­წამ­ვლას (ფოს­ფო­რორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, სო­კო­თი). ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ღა­მის ოფ­ლის" სიმპტო­მი ახა­სი­ა­თებს ტუ­ბერ­კუ­ლოზს, რევ­მა­ტიზმს, ქრო­ნი­კულ ტონ­ზი­ლიტს.

გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი ად­გი­ლობ­რივ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ამ დროს ადა­მი­ან­მა უნდა მი­მარ­თოს ექიმს, გა­ი­კე­თოს სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი და სის­ხლის ანა­ლი­ზი შა­ქარ­ზე, გა­მო­იკ­ვლი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი, ფილ­ტვე­ბი და სხვა.

ლო­კა­ლუ­რი ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი რამ­დე­ნი­მე სა­ხი­საა: ხე­ლის­გუ­ლე­ბის ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა. მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა ხე­ლებ­ზე კონ­ტრას­ტუ­ლი აბა­ზა­ნე­ბის გა­კე­თე­ბა. ასე­ვე ეფექ­ტუ­რია ყო­ველ­დღე ხე­ლის­გუ­ლებ­ზე მუ­ხის ქერ­ქის აბა­ზა­ნე­ბის გა­კე­თე­ბა: 2 ს/კ. და­ნა­წევ­რე­ბულ მუ­ხის ქერ­ქს და­ას­ხით 1 ლიტ­რი ცივი წყა­ლი, დად­გით მდუ­ღა­რე წყლის აბა­ზა­ნა­ზე და ადუ­ღეთ 20 წუთი. შემ­დეგ და­უ­მა­ტეთ 1 ს/კ. გულყვი­თე­ლა და გა­ა­ჩე­რეთ 10 წუთი, შემ­დეგ კი გა­ფილტრეთ. დილა-სა­ღა­მოს ხე­ლის­გუ­ლებ­ზე გა­ი­კე­თეთ ამ ნა­ყე­ნის აბა­ზა­ნე­ბი და გამ­შრა­ლე­ბის გა­რე­შე შე­იშ­რეთ. კარ­გია გვი­რი­ლის ნა­ყე­ნის აბა­ზა­ნე­ბის გა­კე­თე­ბაც.

  • იღ­ლი­ე­ბის ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი

იღ­ლი­ე­ბის ოფ­ლი­ა­ნო­ბის დროს მკურ­ნა­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს კა­ნის ხშირ და­ბა­ნას საპ­ნით, ისე­თი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც ოფ­ლის დაშ­ლას უშ­ლი­ან ხელს (ალუ­მი­ნის პრე­პა­რა­ტე­ბი, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­პო­ნი და სხვა); აგ­რეთ­ვე ისე­თი დე­ზო­დო­რან­ტე­ბი­სა და ადსორ­ბენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც აქ­რო­ბენ ოფ­ლის დაშ­ლის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ მყრალ სუნს და ხელს უშ­ლი­ან ოფ­ლის წარ­მოქ­მნას. ან­ტი­პერ­სპი­რან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რად­გან შე­საძ­ლოა, სა­ოფ­ლე სა­დი­ნა­რე­ბის დახ­შო­ბა და ჯირ­კვლე­ბის ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­და ზე­მოთ თქმუ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნი უნდა ერი­დოს სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს და სვას მცე­ნა­რე­უ­ლი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ვა­ლე­რი­ა­ნი, ბარ­ამ­ბო, ალო­რა, ნევ­როს­ტი­მი); არ მოს­წი­ოს სი­გა­რე­ტი, რად­გან ნი­კო­ტი­ნი აძ­ლი­ე­რებს ოფ­ლის დე­ნას; ერი­დოს ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს; სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის ფუნ­ქცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად კარ­გია სალ­ბის და მუ­ხის ქერ­ქის აბა­ზა­ნე­ბი; (ბ) ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექ­სი და კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტი. ერთ-ერთ აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლის­გან (მა­გა­ლი­თად, ბამ­ბა, აბ­რე­შუ­მი) დამ­ზა­დე­ბუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სის ტა­რე­ბა.

  • ტერ­ფე­ბის ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი

ამ პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის დროს ადა­მი­ან­მა ფე­ხე­ბი ყო­ველ­დღე უნდა და­ი­ბა­ნოს თბი­ლი წყლი­თა და საპ­ნით და უნდა გა­მო­იც­ვა­ლოს ფეხ­საც­მე­ლი და წინ­დე­ბი. ფეხ­საც­მე­ლი უნდა იყოს ნაჭ­რის, ან ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვის. წინ­დე­ბი უნდა იყოს ბამ­ბის. მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პე­რი­ო­დუ­ლად ფეხ­საც­მლის გა­რე­ცხვა და ფე­ხის დე­ზო­დო­რან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფეხ­საც­მელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­ზო­დო­რის ჩას­ხმას და ნეს­ტის შემ­წო­ვი სა­ფე­ნე­ბის ჩა­დე­ბას. ტერ­ფე­ბის ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის დროს ეფექ­ტუ­რია ბორი, სა­ლი­ცი­ლი, ძმარმ­ჟა­ვა, ფორ­მა­ლი­ნი, ტალ­კი, ალუ­მი­ნის ქლო­რი­დი, შაბი.

ტერ­ფებ­თან ერ­თად ხე­ლე­ბის ძლი­ე­რი ოფ­ლი­ა­ნო­ბი­სას წყალ­ში ამა­ტე­ბენ ნი­შა­დუ­რის სპირტს თა­ნა­ფარ­დო­ბით 1:1 და იკე­თე­ბენ აბა­ზა­ნებს.

  • სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მოს ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი

იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ ძლი­ერ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს. ამ დროს ხში­რად უნდა და­ი­ბა­ნოთ (საპ­ნით), შემ­დეგ კარ­გად გა­იმ­შრა­ლოთ პირ­სა­ხო­ცით და ჩა­იც­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლი ბამ­ბის საც­ვლე­ბი. კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა მუ­ხის ქერ­ქის ნა­ხარ­შის აბა­ზა­ნა და ტალ­კი. თუ არ გაქვთ ხშირ-ხში­რად შხა­პის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­შინ ერთ ჭიქა წყალ­ში გახ­სე­ნით 1 ჩაის კოვ­ზი წყალ­ბა­დის ზეჟან­გი (3%). ბამ­ბის ტამ­პო­ნი და­ას­ვე­ლეთ მას­ში და გა­იწ­მინ­დეთ პრობ­ლე­მუ­რი არე. გარ­და ამი­სა, თუ ჭარ­ბი წონა გა­წუ­ხებთ, შე­ე­ცა­დეთ და­ა­რე­გუ­ლი­როთ თქვე­ნი კვე­ბა და და­იკ­ლოთ წო­ნა­ში.

ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბია ფი­ზი­ო­თე­რა­პია და ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. ამ დროს ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ით კან­ქვეშ შეჰ­ყავთ ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნი. ოფლი პრო­ცე­დუ­რი­დან ორ დღე­ში ქრე­ბა. ეფექ­ტი 6-12 თვე ძლებს. გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა არ ახ­ლავს. ეს ად­გი­ლობ­რი­ვი ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის ძალ­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია.

ასე­ვე კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა იონ­ტო­ფო­რე­ზი - ელექტრო­დე­ნი, წყა­ლი და იო­ნე­ბი. პა­ცი­ენ­ტი კი­დუ­რებს ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ყოფს წყალ­ში, რო­მელ­შიც სუს­ტი დენი გა­დის. კურ­სი ათ­დღი­ა­ნი და საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნია.

არ­სე­ბობს ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დიც. თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მი­მარ­თა­ვენ მკურ­ნა­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტი­ულ მე­თოდს და მხო­ლოდ მისი არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა სა­კი­თხი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ.

ავტორი:

რჩევები მათთვის, ვისაც ოფლიანობა აწუხებს - რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ჭარბოფლიანობა

რჩევები მათთვის, ვისაც ოფლიანობა აწუხებს - რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ჭარბოფლიანობა

ზაფხულის დადგომასთან ერთად ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჭარბი ოფლიანობის პრობლემა ეწყება, რომელიც დისკომფორტს უქმნის და ხშირად ნევროზის განვითარების მიზეზიც ხდება. ჭარბი ოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) დროს ადგილი აქვს საოფლე ჯირკვლების გამომყოფი ფუნქციის პათოლოგიურ გაძლიერებას.

ამის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, განვითარების მექანიზმი კი კარგად არის შესწავლილი. ოფლის გამოყოფას სიმპათიკური ნერვული სისტემა არეგულირებს და ეს პროცესი თერმომარეგულირებელ როლს ასრულებს. მაგალითად, თუ მოიმატა გარემოს ტემპერატურამ, ოფლი გამოიყოფა, შემდეგ ორთქლდება და აგრილებს სხეულს. ეს მექანიზმი ორგანიზმში ზუსტად არის გათვლილი და არავითარი ზედმეტი მოქმედება არ ხდება. ჰიპერჰიდროზის დროს კი ეს საათივით აწყობილი სისტემა, შეიძლება ითქვას, მწყობრიდან გამოდის.

ნერვული ცენტრებიდან იმპულსები აღმოცენდება ისეთ გაღიზიანებაზე, რომელსაც ტემპერატურასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. მაგალითად, შიშის ან მღელვარების დროს. თუ ზემოთქმულს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ჰიპერჰიდროზი ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც.

ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და მიმართულია სითბოს გამოყოფისკენ, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის, გარემოს ტემპერატურის მატების დროს, ზოგჯერ - ყნოსვისა და გემოვნების ანალიზატორების გაღიზიანებისას, მაგალითად, ცხარე საკვების (წიწაკის, მდოგვის) მიღების შემთხვევაში. შიშის, მღელვარების, სირცხვილის დროსაც იჩენს ხოლმე თავს. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი კი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით.

  • ლოკალური და გენერალიზებული ჭარბი ოფლიანობა

გენერალიზებულ ჰიპერჰიდროზს ანუ მთელი სხეულის მომატებულ ოფლიანობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, კლიმაქსური პერიოდი, ფეოქრომოციტომა, ნერვული სისტემის სიმსივნე, კარცინოიდული სინდრომი, აკრომეგალია, ინფექციური დაავადება (სეპტიცემია, ტუბერკულოზი, მალარია და სხვა), სიმსივნური დაავადება (ლიმფოგრანულომატოზი, ლიმფომა, სიმსივნის მეტასტაზები), ნევროლოგიური დაავადება (პარკინსონიზმი, ნეიროსიფილისი, დიენცეფალური სინდრომი, მუკოვისციდოზი).

ბრალი მიუძღვის ასევე ფსიქოგენურ ფაქტორებს, წამლებს (ასპირინს, ინსულინს, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს, მორფინისა და პრომედოლის ჯგუფის ანალგეტიკებს და სხვა), მოწამვლას (ფოსფორორგანული ნივთიერებებით, სოკოთი). ეგრეთ წოდებული "ღამის ოფლის" სიმპტომი ახასიათებს ტუბერკულოზს, რევმატიზმს, ქრონიკულ ტონზილიტს.

გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი ადგილობრივზე სერიოზული პრობლემაა. ამ დროს ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ანალიზი შაქარზე, გამოიკვლიოს ფარისებრი ჯირკვალი, ფილტვები და სხვა.

ლოკალური ჰიპერჰიდროზი რამდენიმე სახისაა: ხელისგულების ჰიპერჰიდროზი საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მკურნალობის თვალსაზრისით კარგ შედეგს იძლევა ხელებზე კონტრასტული აბაზანების გაკეთება. ასევე ეფექტურია ყოველდღე ხელისგულებზე მუხის ქერქის აბაზანების გაკეთება: 2 ს/კ. დანაწევრებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს/კ. გულყვითელა და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი გაფილტრეთ. დილა-საღამოს ხელისგულებზე გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები და გამშრალების გარეშე შეიშრეთ. კარგია გვირილის ნაყენის აბაზანების გაკეთებაც.

  • იღლიების ჰიპერჰიდროზი

იღლიების ოფლიანობის დროს მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ დაბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა); აგრეთვე ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. ანტიპერსპირანტების გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა, საოფლე სადინარების დახშობა და ჯირკვლების ტკივილი გამოიწვიოს.

გარდა ზემოთ თქმულისა, ადამიანი უნდა ერიდოს სტრესულ სიტუაციებს და სვას მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი); არ მოსწიოს სიგარეტი, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდოს ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; (ბ) ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი. ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბუნებრივი ქსოვილისგან (მაგალითად, ბამბა, აბრეშუმი) დამზადებული ტანისამოსის ტარება.

  • ტერფების ჰიპერჰიდროზი

ამ პრობლემის არსებობის დროს ადამიანმა ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოს თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოს ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის. წინდები უნდა იყოს ბამბის. მეტად მნიშვნელოვანია პერიოდულად ფეხსაცმლის გარეცხვა და ფეხის დეზოდორანტების გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. ტერფების ჰიპერჰიდროზის დროს ეფექტურია ბორი, სალიცილი, ძმარმჟავა, ფორმალინი, ტალკი, ალუმინის ქლორიდი, შაბი.

ტერფებთან ერთად ხელების ძლიერი ოფლიანობისას წყალში ამატებენ ნიშადურის სპირტს თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ აბაზანებს.

  • საზარდულის მიდამოს ჰიპერჰიდროზი

იშვიათია, მაგრამ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ამ დროს ხშირად უნდა დაიბანოთ (საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით და ჩაიცვით თავისუფალი ბამბის საცვლები. კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანა და ტალკი. თუ არ გაქვთ ხშირ-ხშირად შხაპის მიღების საშუალება, მაშინ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (3%). ბამბის ტამპონი დაასველეთ მასში და გაიწმინდეთ პრობლემური არე. გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შეეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი კვება და დაიკლოთ წონაში.

ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის მეთოდებია ფიზიოთერაპია და ბოტოქსის ინიექციებით მკურნალობა. ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს. გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.

ასევე კარგ შედეგს იძლევა იონტოფორეზი - ელექტროდენი, წყალი და იონები. პაციენტი კიდურებს ნახევარი საათით ყოფს წყალში, რომელშიც სუსტი დენი გადის. კურსი ათდღიანი და საკმაოდ შედეგიანია.

არსებობს ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ქირურგიული მეთოდიც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად მიმართავენ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს და მხოლოდ მისი არაეფექტიანობის შემთხვევაში დგება საკითხი ქირურგიული ჩარევის შესახებ.

ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება