პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყალბი ფოტო, რომელიც "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ამსახველად გაასაღეს
ყალბი ფოტო, რომელიც "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ამსახველად გაასაღეს

თბი­ლის­ში, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე 1-ელ დე­კემ­ბერს მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას 2 არას­რულ­წლო­ვა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. 16 წლის ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი და 16 წლის დათო სა­რა­ლი­ძე, თა­ნა­ტო­ლებ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს და ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. ამ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მთა­ვა­რი სა­უბ­რის თემა კვლავ და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კე და მისი შე­დე­გე­ბია.

ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია, რის გამო და რა მი­ზე­ზით და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვამ­დე და მის შემ­დეგ და ა.შ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ თე­მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სენ­სი­ტი­უ­რია და ნე­ბის­მი­ერ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტრა­გი­კუ­ლად იღებს.

სწო­რედ მა­შინ, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე მგრძნო­ბი­ა­რე­დაა გან­წყო­ბი­ლი ამ თე­მის მი­მართ, "ფე­ის­ბუქ­ში" გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც თით­ქოს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ფო­ტო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­იტ­მა გა­ავ­რცე­ლა შემ­დე­გი ტექ­სტით:

"ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის დროს. აქ ჩანს, რო­გორ ურტყამს მკვლე­ლი და­ნას ერთ-ერთ გარ­დაც­ვლილს, ფოტო მე­გობ­რის კედ­ლი­დან გად­მო­ვი­ტა­ნე, ამის გაწ­მენ­და და მკვლე­ლის ამოც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და იმ ბავ­შვე­ბი­საც ვინც აქ დგას" - ვკი­თხუ­ლობთ ტექ­სტში.

წა­ი­კი­თხეთ: "ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტი სა­ხე­ში ეს­რო­ლა... " - მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს ყვე­ბა

ეს ფო­ტო­ე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, კად­რე­ბი გრა­ფი­კაა და არ ასა­ხავს რე­ა­ლურ შემ­თხვე­ვას. უც­ნო­ბია, ვინ გა­ავ­რცე­ლა ფოტო პირ­ველ­მა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებ-გვერდმა სა­იტ­ზე გა­ნა­თავ­სა და ათო­ბით ათას­მა მკი­თხველ­მა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა აღიქ­ვა, რომ ეს კად­რე­ბი შემ­თხვე­ვის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა "ფე­ის­ბუქ­ში" ყალბ ფო­ტო­ებს რე­ა­ლუ­რად ასა­ღე­ბენ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი ხში­რად ხდე­ბა. "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად ედე­ბა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს და ბევ­რი იჯე­რებს მათ. ხში­რად, ეს ყალ­ბი ამ­ბე­ბი უწყი­ნა­რია, თუმ­ცა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც გვახ­სოვს, როცა ნამ­დვილ ამ­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი გამ­ხდა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

წა­ი­კი­თხეთ მეტი: 5 ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" და­ი­ჯე­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყალბი ფოტო, რომელიც "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ამსახველად გაასაღეს

ყალბი ფოტო, რომელიც "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ამსახველად გაასაღეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 16 წლის ლევან დადუნაშვილი და 16 წლის დათო სარალიძე, თანატოლებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა საზოგადოებაში მთავარი საუბრის თემა კვლავ დაღუპული ახალგაზრდები, თინეიჯერების გაუგონარი სისასტიკე და მისი შედეგებია.

ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რის გამო და რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება, როგორ განვითარდა მოვლენები ფატალურ შემთხვევამდე და მის შემდეგ და ა.შ. საზოგადოება ამ თემის მიმართ განსაკუთრებულად სენსიტიურია და ნებისმიერ ახალ ინფორმაციას ტრაგიკულად იღებს.

სწორედ მაშინ, როცა საზოგადოება ასე მგრძნობიარედაა განწყობილი ამ თემის მიმართ, "ფეისბუქში" გავრცელდა ფოტოები, რომელზეც თითქოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებაა ასახული. ფოტოები რამდენიმე საიტმა გაავრცელა შემდეგი ტექსტით:

"ეს ფოტო გადაღებულია მკვლელობის დროს. აქ ჩანს, როგორ ურტყამს მკვლელი დანას ერთ-ერთ გარდაცვლილს, ფოტო მეგობრის კედლიდან გადმოვიტანე, ამის გაწმენდა და მკვლელის ამოცნობა შესაძლებელია და იმ ბავშვებისაც ვინც აქ დგას" - ვკითხულობთ ტექსტში.

წაიკითხეთ: "ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა... " - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ყვება

ეს ფოტოები არ შეესაბამება სინამდვილეს, სავარაუდოდ, კადრები გრაფიკაა და არ ასახავს რეალურ შემთხვევას. უცნობია, ვინ გაავრცელა ფოტო პირველმა, თუმცა ფაქტია, რომ ის რამდენიმე საინფორმაციო ვებ-გვერდმა საიტზე განათავსა და ათობით ათასმა მკითხველმა და ინტერნეტმომხმარებელმა აღიქვა, რომ ეს კადრები შემთხვევის დროსაა გადაღებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ფეისბუქში" ყალბ ფოტოებს რეალურად ასაღებენ. სოციალური ქსელი ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება. "ფეისბუქზე" ხშირად გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ედება ინტერნეტმომხმარებლებს და ბევრი იჯერებს მათ. ხშირად, ეს ყალბი ამბები უწყინარია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა ნამდვილ ამბად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ზიანის მომტანი გამხდარა საზოგადოებისთვის.

წაიკითხეთ მეტი: 5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს