Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოხვდა "გრიშა კაკაჩია" საავადმყოფოში და როდის დაუბრუნდება ის მაყურებელს
რატომ მოხვდა "გრიშა კაკაჩია" საავადმყოფოში და როდის დაუბრუნდება ის მაყურებელს

მსა­ხი­ო­ბი და­ვით კვირ­ცხა­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ­მა "გრი­შა კა­კა­ჩი­ამ" რამ­დე­ნი­მე დღის წინ მუც­ლი­სა და ჭი­პის თი­აქ­რის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ახლა თავს უკეთ გრძნობს. რო­ორც აღ­მოჩ­ნდა, რომ კა­კა­ჩი­ას ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და. ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად მსა­ხი­ობს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორ ბრძან­დე­ბით?

- ცუ­დად ვარ, ოპე­რა­ცია ახ­ლა­ხან გა­ვი­კე­თე.ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა. მუც­ლის თი­ა­ქა­რი მქონ­და და ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ნელ-ნელა უკეთ ვარ, გუ­შინ პირ­ვე­ლად ავ­დე­ქი ფეხ­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით ტკი­ვი­ლე­ბი ისევ მაქვს, მაგ­რამ სა­ში­ში არა­ფე­რია.

- უკვე სხალ­ში ხართ?

- კი, ჩვე­ულ ფორ­მას ვუბ­რუნ­დე­ბი და ალ­ბათ, მომ­დევ­ნო კვი­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ძველ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბა.

- პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­აა თქვენ­თვის, ემო­ცი­უ­რად, ალ­ბათ რთუ­ლი იყო...

- ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და, სხვა არა­ფერს ვწუხ­დი. უღ­რმე­სი მდა­ლო­ბა კლი­ნი­კას და პერ­სო­ნალს, ასე­თი კარ­გი მო­პყრო­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპე­რა­ცი­ას პირ­ვე­ლად ვი­კე­თებ­დი, არ მე­ში­ნო­და. არც არა­ფე­რი გა­მი­გია. გა­და­სა­რე­ვი ქი­რურ­გი მყავ­და. ისე­თი ლა­მა­ზი პერ­სო­ნა­ლი ჰყავთ, გა­და­სა­რე­ვი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი (იცი­ნის). 24 სა­ა­თი თავ­ზე მად­გნენ ეს ულა­მა­ზეს გო­გო­ნე­ბი, მაგ­რამ ძლი­ერ ტკი­ვილს რას უშ­ვე­ლიდ­ნენ. კი მი­კე­თებ­დნენ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს, მაგ­რამ ჭრი­ლო­ბა მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბო­და.

- რო­გორც ჩანს, კა­კა­ჩი­ამ თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა.

- (იცი­ნის). ეტყო­ბა, ამ სე­რი­ალს ყვე­ლა უყუ­რებს. ყვე­ლა ისე და­დე­ბი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი, რომ თავს გა­და­სა­რე­ვად ვგრძნო­ბი, თუ ტკი­ვი­ლებს არ ჩავ­თვლით (იცი­ნის). არც პა­ტი­ვის­ცე­მა დამ­კლე­ბია და არც - მკურ­ნა­ლო­ბა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. დიდი ჭირი მო­ვი­შო­რე თა­ვი­დან, ვის უყ­ვარს ოპე­რა­ცია და მით უმე­ტეს, ამ ასაკ­ში პირ­ვე­ლად რომ იკე­თებ... ხომ გე­უბ­ნე­ბით, აქამ­დე გლან­დე­ბი­სა და ბრმა­ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­აც კი არ მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ახლა, მუ­ცელ­ზე ამ­ხე­ლა ჭრი­ლო­ბა მაქვს. თუმ­ცა, რა დროს ჩემი ში­შია.

- მკი­თხველს აინ­ტე­რე­სებს, რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბით სე­რი­ალ­ში...

- მე­ლო­დე­ბი­ან. ჩემს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან და გა­მოვ­ჩნდე­ბი მალე.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ მოხვდა "გრიშა კაკაჩია" საავადმყოფოში და როდის დაუბრუნდება ის მაყურებელს

რატომ მოხვდა "გრიშა კაკაჩია" საავადმყოფოში და როდის დაუბრუნდება ის მაყურებელს

მსახიობი დავით კვირცხალია საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ირკვევა, ყველასათვის საყვარელმა "გრიშა კაკაჩიამ" რამდენიმე დღის წინ მუცლისა და ჭიპის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა. ახლა თავს უკეთ გრძნობს. როორც აღმოჩნდა, რომ კაკაჩიას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. ჟურნალი "სარკე" მდგომარეობის გასარკვევად მსახიობს დაუკავშირდა.

- ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით?

- ცუდად ვარ, ოპერაცია ახლახან გავიკეთე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მუცლის თიაქარი მქონდა და ოპერაცია გავიკეთე. ნელ-ნელა უკეთ ვარ, გუშინ პირველად ავდექი ფეხზე, ჯერჯერობით ტკივილები ისევ მაქვს, მაგრამ საშიში არაფერია.

- უკვე სხალში ხართ?

- კი, ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები და ალბათ, მომდევნო კვირიდან ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება.

- პირველი ოპერაციაა თქვენთვის, ემოციურად, ალბათ რთული იყო...

- ძლიერი ტკივილები მქონდა, სხვა არაფერს ვწუხდი. უღრმესი მდალობა კლინიკას და პერსონალს, ასეთი კარგი მოპყრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციას პირველად ვიკეთებდი, არ მეშინოდა. არც არაფერი გამიგია. გადასარევი ქირურგი მყავდა. ისეთი ლამაზი პერსონალი ჰყავთ, გადასარევი ახალგაზრდა გოგონები (იცინის). 24 საათი თავზე მადგნენ ეს ულამაზეს გოგონები, მაგრამ ძლიერ ტკივილს რას უშველიდნენ. კი მიკეთებდნენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ ჭრილობა მაინც თავისას შვრებოდა.

- როგორც ჩანს, კაკაჩიამ თავისი საქმე გააკეთა.

- (იცინის). ეტყობა, ამ სერიალს ყველა უყურებს. ყველა ისე დადებითად იყო განწყობილი, რომ თავს გადასარევად ვგრძნობი, თუ ტკივილებს არ ჩავთვლით (იცინის). არც პატივისცემა დამკლებია და არც - მკურნალობა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი ჭირი მოვიშორე თავიდან, ვის უყვარს ოპერაცია და მით უმეტეს, ამ ასაკში პირველად რომ იკეთებ... ხომ გეუბნებით, აქამდე გლანდებისა და ბრმანაწლავის ოპერაციაც კი არ მქონდა გაკეთებული. ახლა, მუცელზე ამხელა ჭრილობა მაქვს. თუმცა, რა დროს ჩემი შიშია.

- მკითხველს აინტერესებს, როდის გამოჩნდებით სერიალში...

- მელოდებიან. ჩემს გამოჯანმრთელებას ელოდებიან და გამოვჩნდები მალე.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი