საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემიგრანტი ქალის წერილი განათლების მინისტრს: "...ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს"
ემიგრანტი ქალის წერილი განათლების მინისტრს: "...ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს"

ქუ­თა­ი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ლელა თო­ლორ­და­ვა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ემიგ­რა­ცი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. ეს ემიგ­რან­ტი დე­დის მე­ო­რე წე­რი­ლია გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი­სად­მი, რო­მელ­შიც სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ხარ­ვე­ზებ­ზე წერს:

"ღია წე­რი­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს, ბა­ტონ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს!!!

ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, გე­თან­ხმე­ბით, რომ სკო­ლა­ში უნდა შე­იქ­მნას უსაფრ­თხო გა­რე­მო, თქვენს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ერ­თხმად და­უ­ჭერს მხარს ყვე­ლა მშო­ბე­ლი. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის ჩარ­თვაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მაგ­რამ ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, კო­რუფ­ცი­ას რო­დის აღ­მო­ფხვრით სკო­ლებ­ში, რო­დის?! რა­ტომ ერთი სი­ტყვით არ ახ­სე­ნეთ ეს თემა?! რამ­დე­ნი­მე დღის წინ ღია წე­რი­ლით მოგ­მარ­თეთ და ღიად და­ვა­და­ნა­შა­უ­ლე თქვე­ნი სა­მი­ნის­ტრო, რომ სამ­შობ­ლო­დან ჩემი და ათი­ა­თა­სო­ბით დე­დის გა­დახ­ვე­წა­შია დამ­ნა­შა­ვე. თუ რა­ტომ, ესეც აგიხ­სე­ნით. მაგ­რამ ბუნ­დო­ვა­ნი პა­სუ­ხის მეტი ვე­რა­ფე­რი მი­ვი­ღე... მე რომ მი­ნის­ტრი ვიყო, იმ ღია წე­რი­ლის ავ­ტორ ემიგ­რანტ დე­დას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუ­რე­კავ­დი და ვა­ნუ­გე­შებ­დი და ეს მარ­ტო ერთი შვი­ლებ­სმო­ნატ­რე­ბუ­ლი დე­დის ნუ­გე­ში კი არა, ყვე­ლა ემიგ­რან­ტი დე­დის ნუ­გე­ში იქ­ნე­ბო­და, სამ­შობ­ლო­ში უდე­დოდ მი­ტო­ვე­ბულ ყვე­ლა შვილს იმის იმედს ჩა­უ­სა­ხავ­და, რომ დედა მალე და­უბ­რუნ­დე­ბო­და... ამ ყვე­ლაფ­რის და­წე­რას ჩემი ნონ­ნოს ძილ­ში ვას­წრებ, ტე­ლე­ფონ­ზე ვკენ­კავ ტექსტს და ვტი­რი, იცით რა­ტომ?! ამას ჩემი შვი­ლე­ბიც წა­ი­კი­თხა­ვენ და იტი­რე­ბენ, ამას ათი­ა­თა­სო­ბით უდე­დოდ დარ­ჩე­ნი­ლი შვი­ლი წა­ი­კი­თხავს და იტი­რებს და ნამ­ტი­რა­ლე­ბი თვა­ლე­ბით ხვალ დი­ლით წავ­ლენ თქვე­ნი სა­მი­ნის­ტროს რწმუ­ნე­ბის ქვეშ მყოფ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში.

ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, გულ­ზე ხელი და­ი­დეთ და მი­თხა­რით, ასეთ მოს­წავ­ლე­ებს რო­მე­ლი ფსი­ქო­ლო­გი და მან­და­ტუ­რი და­ამ­შვი­დებს?! დე­დის ჩა­ხუ­ტე­ბის მეტი არა­ფე­რი არ უშ­ვე­ლის, და­მერ­წმუ­ნეთ!!!

ბა­ტო­ნო მი­ხეი , კი არ გთხოვთ, მო­ვი­თხოვ, სას­წრა­ფოდ მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და აუკ­რძა­ლეთ სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გებს თა­ვი­სი­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა, და მო­თხო­ვეთ ჩა­ა­ტა­რონ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ისე, რო­გორც ამას კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებთ. მო­იწ­ვი­ეთ სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი და და­ა­ვა­ლეთ ამ სა­კი­თხის უს­წრა­ფე­სად მოგ­ვა­რე­ბა. და­მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა დი­რექ­ტორ­მა იცის, რას მოღ­ვა­წე­ობს თა­ვი­სი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი!!! ყვე­ლა დი­რექ­ტორ­მა იცის, სად ცხოვ­რობს (ან სად აქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი ოთა­ხე­ბი) თა­ვი­სი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და არ გა­უ­ჭირ­დე­ბა "სა­ში­ნაო სკო­ლე­ბის" გა­მოვ­ლე­ნა. მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლეთ სკო­ლე­ბი ამ მხრივ, თუ გა­მოვ­ლინ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტი, და­ა­ტო­ვე­ბი­ნეთ სკო­ლა პირ­ველ რიგ­ში დი­რექ­ტორს.

ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, გა­მო­გი­ტყდე­ბით, მე ბევ­რად მცი­რე მე­გო­ნა სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­სამ­რჯე­ლო, გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­ფა­რე როცა გა­ვი­გე, რომ გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ. და ის კა­ტე­გო­რია, ვინც თა­ვის სა­გან­ში ვერ ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და, რა­ტომ უნდა ას­წავ­ლი­დეს ჩვენს შვი­ლებს?! პა­ტივს ვცემ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს!!!

ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვარ, ათი­ა­თა­სო­ბით გად­მოხ­ვე­წი­ლი დედა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ჩვენ სრუ­ლი უფ­ლე­ბა გვაქვს, ვი­ცო­დეთ, რა­ტომ იყ­რე­ბა წყალ­ში ჩვე­ნი ფული?! ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს ვგუ­ლის­ხმობ. სა­ქარ­თვე­ლო ხომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს თა­ნაბ­რად გვე­კუთ­ნის?! და თქვენ და მთავ­რო­ბა­ში მყოფ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს თუ გა­მო­გი­ცხა­დეთ ნდო­ბა და გიხ­დით მა­ღალ ხელ­ფა­სებს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თვალ­ყუ­რი ადევ­ნოთ ქვეყ­ნა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას. მე და უამ­რა­ვი ემიგ­რან­ტი დედა მი­გი­თი­თებთ, რომ სკო­ლებ­ში კო­რუფ­ცი­აა გა­მე­ფე­ბუ­ლი, თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი­ღა დარ­ჩა ღირ­სე­უ­ლი სკო­ლა. მი­გი­თი­თებთ, რომ სკო­ლა­ში სა­ხელ­მწი­ფო ფული იფ­ლან­გე­ბა, მე­თორ­მე­ტე კლასს ვგუ­ლის­ხმობ, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და არ ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი მე­თორ­მე­ტე კლას­ში, იმი­ტომ რომ ამ დროს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი რე­პე­ტი­ტო­რებ­თან არი­ან. არ ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი სხვა კლა­სებ­შიც, "თუ არ გინ­დათ სწავ­ლა, ამ ჩემს წინა კბი­ლებ­სო" - ასე ეუბ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ჩემი შვი­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლიო, ერ­თმა ემიგ­რან­ტმა დე­დამ მომ­წე­რა. სკო­ლა­ში გაკ­ვე­თი­ლის ახ­სნა ეზა­რე­ბა, რად­გან კარ­გი მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­თან სახ­ლში და­დი­ა­ნო... ათა­სი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა, დრო­ში რომ არ ვიყო შე­ზღუ­დუ­ლი...

ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, მო­მა­ვა­ლი ეღუ­პე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას!!! სა­ჯი­შე ბი­ჭე­ბი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან. დღე არ გავა შემ­ზა­რა­ვი ამ­ბის მომსწრე­ნი არ ვი­ყოთ. სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტია ქვე­ყა­ნა­ში!!!! უდე­დოდ იზ­რდე­ბა თა­ო­ბე­ბი!!!! უდე­დოდ გაზ­რდი­ლი თა­ო­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ, უკე­თეს ქვე­ყა­ნას ვერ აა­შე­ნებს!!!

ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, ბო­ლოს ისევ თქვენ გან­ცხა­დე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. ვერც ერთი ფსი­ქო­ლო­გი ვერ შეძ­ლებს მოს­წავ­ლის შერ­ყე­ულ ფსი­ქი­კა­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას, თუ დედა არ და­უდ­გა გვერ­დით. დე­დე­ბი კი გა­დახ­ვე­წი­ლე­ბი ვართ, სხვის ბე­ბია-ბა­ბუ­ებს ვუვ­ლით და სი­ცო­ცხლეს ვუ­ხან­გრძლი­ვებთ. იცით, რა უთხრა ჩემ იტა­ლი­ელ ნონ­ნოს ოჯა­ხის ექიმ­მა?! გაგ­მარ­თლე­ბია, ბა­დან­ტედ ჯორ­ჯი­ა­ნა რომ გყავ­სო, დიდ­ხანს იცო­ცხლე­ბო! სი­ნი­ორ დო­მე­ნი­კოს კი გა­უ­მარ­თლა, მაგ­რამ ჩემ შვი­ლებს?! ჩემი შვი­ლე­ბი უკ­რუ­ხო წი­წი­ლე­ბი­ვით არი­ან, რა დროს და­ე­ცე­მათ ქორი თავ­ზე არა­ვინ იცის... და მა­შინ, ვინ გა­უ­წევს კრუ­ხო­ბას, ვინ შე­ი­ფა­რებს ფრთებ­ქვეშ?!და­ინ­ტე­რეს­დით, რამ­დე­ნი მოს­წავ­ლის დე­დაა გა­დახ­ვე­წი­ლი, რამ­დე­ნი მოს­წავ­ლეა ბე­დის ანა­ბა­რა მი­ტო­ვე­ბუ­ლი?!

და­ა­ვა­ლეთ სკო­ლებს, ჩა­ა­ტა­რონ გა­მო­კი­თხვა, ზუს­ტი ციფ­რი მა­ინც ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე იზ­რდე­ბა უდე­დოდ?! თქვენ თუ მო­ინ­დო­მებთ, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი კვი­რის ბო­ლომ­დე გექ­ნე­ბათ ხელთ. იმედს ვი­ტო­ვებ, მო­ინ­დო­მებთ!!! ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, თქვენს ხელ­შია ათი­ა­თა­სო­ბით ემიგ­რან­ტი დე­დის და სამ­შობ­ლო­ში უდე­დოდ დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ბედი!!!

და­უბ­რუ­ნეთ დე­დე­ბი შვი­ლებს!!! გა­და­არ­ჩი­ნეთ ქვე­ყა­ნა!!!

P.S. მე­გობ­რე­ბო, თქვენც და­ა­მა­ტეთ თქვე­ნი სათ­ქმე­ლი და გა­უგ­ზავ­ნეთ მი­ნისტრს!!!" - წერს ღია წე­რილ­ში ემიგ­რან­ტი დედა ლელა თო­ლორ­და­ვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ემიგრანტი ქალის წერილი განათლების მინისტრს: "...ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს"

ემიგრანტი ქალის წერილი განათლების მინისტრს: "...ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს"

ქუთაისელი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში, იტალიაში იმყოფება, განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ეს ემიგრანტი დედის მეორე წერილია განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისადმი, რომელშიც სკოლებში არსებულ პრობლემებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზე წერს:

"ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს!!!

ბატონო მინისტრო, გეთანხმებით, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, თქვენს ამ ინიციატივას ერთხმად დაუჭერს მხარს ყველა მშობელი. ამ პრობლემის მოგვარებისთვის მანდატურის სამსახურის გაძლიერება და ფსიქოლოგების ჩართვაც მნიშვნელოვანია.

მაგრამ ბატონო მიხეილ, კორუფციას როდის აღმოფხვრით სკოლებში, როდის?! რატომ ერთი სიტყვით არ ახსენეთ ეს თემა?! რამდენიმე დღის წინ ღია წერილით მოგმართეთ და ღიად დავადანაშაულე თქვენი სამინისტრო, რომ სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე. თუ რატომ, ესეც აგიხსენით. მაგრამ ბუნდოვანი პასუხის მეტი ვერაფერი მივიღე... მე რომ მინისტრი ვიყო, იმ ღია წერილის ავტორ ემიგრანტ დედას აუცილებლად დავურეკავდი და ვანუგეშებდი და ეს მარტო ერთი შვილებსმონატრებული დედის ნუგეში კი არა, ყველა ემიგრანტი დედის ნუგეში იქნებოდა, სამშობლოში უდედოდ მიტოვებულ ყველა შვილს იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ დედა მალე დაუბრუნდებოდა... ამ ყველაფრის დაწერას ჩემი ნონნოს ძილში ვასწრებ, ტელეფონზე ვკენკავ ტექსტს და ვტირი, იცით რატომ?! ამას ჩემი შვილებიც წაიკითხავენ და იტირებენ, ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს და ნამტირალები თვალებით ხვალ დილით წავლენ თქვენი სამინისტროს რწმუნების ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში.

ბატონო მინისტრო, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ასეთ მოსწავლეებს რომელი ფსიქოლოგი და მანდატური დაამშვიდებს?! დედის ჩახუტების მეტი არაფერი არ უშველის, დამერწმუნეთ!!!

ბატონო მიხეი , კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება და აუკრძალეთ საჯარო სკოლის პედაგოგებს თავისივე მოსწავლეების მომზადება, და მოთხოვეთ ჩაატარონ გაკვეთილები ისე, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ. მოიწვიეთ სკოლის დირექტორების საგანგებო თათბირი და დაავალეთ ამ საკითხის უსწრაფესად მოგვარება. დამერწმუნეთ, ყველა დირექტორმა იცის, რას მოღვაწეობს თავისი სკოლის პედაგოგები!!! ყველა დირექტორმა იცის, სად ცხოვრობს (ან სად აქვს ნაქირავები ოთახები) თავისი სკოლის მასწავლებლები და არ გაუჭირდება "საშინაო სკოლების" გამოვლენა. მკაცრად გააკონტროლეთ სკოლები ამ მხრივ, თუ გამოვლინდება მომზადების ფაქტი, დაატოვებინეთ სკოლა პირველ რიგში დირექტორს.

ბატონო მინისტრო, გამოგიტყდებით, მე ბევრად მცირე მეგონა საჯარო სკოლის მასწავლებლების გასამრჯელო, გაოცება ვერ დავფარე როცა გავიგე, რომ გამოცდაჩაბარებული პედაგოგები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ. და ის კატეგორია, ვინც თავის საგანში ვერ ჩააბარა გამოცდა, რატომ უნდა ასწავლიდეს ჩვენს შვილებს?! პატივს ვცემ მხოლოდ პროფესიონალიზმს!!!

ბატონო მიხეილ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ათიათასობით გადმოხვეწილი დედა საქართველოს მოქალაქეა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, რატომ იყრება წყალში ჩვენი ფული?! ამ შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტს ვგულისხმობ. საქართველო ხომ ყველა მოქალაქეს თანაბრად გვეკუთნის?! და თქვენ და მთავრობაში მყოფ თანამოქალაქეებს თუ გამოგიცხადეთ ნდობა და გიხდით მაღალ ხელფასებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თვალყური ადევნოთ ქვეყნაში კანონის უზენაესობას. მე და უამრავი ემიგრანტი დედა მიგითითებთ, რომ სკოლებში კორუფციაა გამეფებული, თითებზე ჩამოსათვლელიღა დარჩა ღირსეული სკოლა. მიგითითებთ, რომ სკოლაში სახელმწიფო ფული იფლანგება, მეთორმეტე კლასს ვგულისხმობ, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ტარდება გაკვეთილები მეთორმეტე კლასში, იმიტომ რომ ამ დროს აბიტურიენტები რეპეტიტორებთან არიან. არ ტარდება გაკვეთილები სხვა კლასებშიც, "თუ არ გინდათ სწავლა, ამ ჩემს წინა კბილებსო" - ასე ეუბნება მოსწავლეებს ჩემი შვილის მასწავლებელიო, ერთმა ემიგრანტმა დედამ მომწერა. სკოლაში გაკვეთილის ახსნა ეზარება, რადგან კარგი მოსწავლეები მასთან სახლში დადიანო... ათასი მაგალითის მოყვანა შეიძლება, დროში რომ არ ვიყო შეზღუდული...

ბატონო მინისტრო, მომავალი ეღუპება ჩვენს ქვეყანას!!! საჯიშე ბიჭები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. დღე არ გავა შემზარავი ამბის მომსწრენი არ ვიყოთ. სიყვარულის დეფიციტია ქვეყანაში!!!! უდედოდ იზრდება თაობები!!!! უდედოდ გაზრდილი თაობა, დამერწმუნეთ, უკეთეს ქვეყანას ვერ ააშენებს!!!

ბატონო მინისტრო, ბოლოს ისევ თქვენ განცხადებას დავუბრუნდები. ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ შეძლებს მოსწავლის შერყეულ ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენას, თუ დედა არ დაუდგა გვერდით. დედები კი გადახვეწილები ვართ, სხვის ბებია-ბაბუებს ვუვლით და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. იცით, რა უთხრა ჩემ იტალიელ ნონნოს ოჯახის ექიმმა?! გაგმართლებია, ბადანტედ ჯორჯიანა რომ გყავსო, დიდხანს იცოცხლებო! სინიორ დომენიკოს კი გაუმართლა, მაგრამ ჩემ შვილებს?! ჩემი შვილები უკრუხო წიწილებივით არიან, რა დროს დაეცემათ ქორი თავზე არავინ იცის... და მაშინ, ვინ გაუწევს კრუხობას, ვინ შეიფარებს ფრთებქვეშ?!დაინტერესდით, რამდენი მოსწავლის დედაა გადახვეწილი, რამდენი მოსწავლეა ბედის ანაბარა მიტოვებული?!

დაავალეთ სკოლებს, ჩაატარონ გამოკითხვა, ზუსტი ციფრი მაინც ვიცოდეთ, რამდენი მოსწავლე იზრდება უდედოდ?! თქვენ თუ მოინდომებთ, ეს მონაცემები კვირის ბოლომდე გექნებათ ხელთ. იმედს ვიტოვებ, მოინდომებთ!!! ბატონო მინისტრო, თქვენს ხელშია ათიათასობით ემიგრანტი დედის და სამშობლოში უდედოდ დარჩენილი მოსწავლეების ბედი!!!

დაუბრუნეთ დედები შვილებს!!! გადაარჩინეთ ქვეყანა!!!

P.S. მეგობრებო, თქვენც დაამატეთ თქვენი სათქმელი და გაუგზავნეთ მინისტრს!!!" - წერს ღია წერილში ემიგრანტი დედა ლელა თოლორდავა.