"ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე" - მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ მიემართება

"ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე" - მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ მიემართება

კიევის მოსახლეობას მოვუწოდებ, გარეთ გამოვიდნენ და მაიდანზე შევიკრიბოთ, დავიწყოთ უკრაინის პოროშენკოსა და მისი ბანდისგან გათავისუფლების პროცესი, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მომხრეებს გათავისუფლების შემდეგ.

სააკაშვილმა მოსახლეობას "პოროშენკოსა და მისი ბანდისგან გათავისუფლების მშვიდობიანი პროცესი" დააანონსა.

"არაფრის არ შეგეშინდეთ - მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი. ჩვენ არ უნდა გავიქცეთ - ისინი უნდა გაიქცნენ. ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

+LIVE

სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ ადრე თუ გვიან - ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და დამამცირებელს უკრაინასა თუ საქართველოში. ფარჩაკებია ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვს საქმე. მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკარაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის შეიარაღებულ პირად გვარდიას, რომელმაც უშიშროების სამსახურთან ერთად ჩემი დაკავების ოპერაცია განახორციელა", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის რადას შენობისკენ მიემართებიან. ისინი ამ წუთებში კიევში, ევროპის მოედნიდან რადას შენობისკენ დაიძრნენ. როგორც ცნობილია, მომხრეებმა სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.

ამის შემდეგ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ გადაინაცვლონ რადას შენობასთან და მოითხოვონ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"