პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ხელისუფლების ლიდერები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე
საქართველოს ხელისუფლების ლიდერები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი იმოქ­მე­დე­ბენ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მა­ინც გა­აჩ­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის მო­თხოვ­ნა უკ­რა­ი­ნას გა­და­ცე­მუ­ლი აქვს.

"ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი. კი­თხვე­ბი გა­აჩ­ნია უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან. თქვენ იცით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი, წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ბრა­ლი კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ზე, ასე­ვე გაგ­ზავ­ნი­ლია მო­თხოვ­ნა მის გად­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­ვე­ლო­დოთ პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. თუ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი იმოქ­მე­დე­ბენ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა აწყობს ან არ აწყობს, ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა სა­მარ­თა­ლი დგას, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე დას­მულ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის და მისი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ მოხ­დე­ბა.

"ჩვენ დღემ­დეც გა­ვა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მა­ში­ნაც ვთქვით, რომ მად­ლო­ბა ღმერ­თს, ის აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. და­ნარ­ჩე­ნი არის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი და სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის საქ­მე. ყვე­ლა­ფერს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი გა­და­წყვე­ტენ და ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ქარ­თუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი. მთა­ვა­რია, სა­მარ­თლებ­რი­ვად მოქ­მე­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით კი, სა­ა­კაშ­ვი­ლი აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა აწყობს, ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც სა­მარ­თა­ლი დგას პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა და ამ ჭრილ­ში უნდა გა­და­წყდეს სა­კი­თხი", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

რა ინ­ფორ­მა­ცი­ებ­საც ვის­მენ, მრცხვე­ნია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი იყო, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლო ექ­სტრა­დი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ის მი­მარ­თავს ყვე­ლა­ნა­ირ ავან­ტუ­რას რათა კვლავ დარ­ჩეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს აღარ მოხ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ჩვენ ცოტა დიდი ხანი მო­ვუნ­დით ამას, მაგ­რამ მა­ინც. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ მო­თხოვ­ნას, მო­თხოვ­ნა ჩვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან არის და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დე­გი იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნულ მხრე­ზე, - გა­ნა­ცხდა მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხდე­ბით, "სა­ა­კაშ­ვილ­მა რო­დე­საც ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლე­ბი,რა­ზეც შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ჩე­ნე­ბია დამ­დგა­რი. ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი იმის, რომ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხი რამ­დენ­ჯერ­მე დად­გა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დეს, რაც მას თა­ვად სურს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის იქ­ნე­ბა პა­ტი­მა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ არა, პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი ამით არ შე­იც­ვლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

საქართველოს ხელისუფლების ლიდერები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს ხელისუფლების ლიდერები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

თუ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მასთან დაკავშირებით კითხვები შესაბამის უწყებებს მაინც გააჩნიათ. შესაბამისად, მისი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინას გადაცემული აქვს.

”ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები. კითხვები გააჩნია უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიხეილ სააკაშვილთან. თქვენ იცით, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა საქართველოში მასთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა მის გადმოცემასთან დაკავშირებით. დაველოდოთ პროცესების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრადირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან არ აწყობს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმულ შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს შეეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს საქართველოში აქტუალური აღარ არის და მისი საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება.

”ჩვენ დღემდეც გავაკეთეთ კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მაშინაც ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები. მთავარია, სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს, ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

რა ინფორმაციებსაც ვისმენ, მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, - ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

"ის მიმართავს ყველანაირ ავანტურას რათა კვლავ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. მართალია, ჩვენ ცოტა დიდი ხანი მოვუნდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ მოთხოვნას, მოთხოვნა ჩვენი პროკურატურისგან არის და საბოლოო ჯამში, შედეგი იქნება დამოკიდებული უკრაინულ მხრეზე, - განაცხდა მდინარაძემ.

მისივე განცხდებით, "სააკაშვილმა როდესაც ის იყო საქართველოს ჩაიდინა დანაშაულები,რაზეც შესაბამისი განაჩენებია დამდგარი. ეს არის საფუძველი იმის, რომ მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი რამდენჯერმე დადგა.

"სააკაშვილი ვერ შეძლებს საქართველოში აქტუალური გახდეს, რაც მას თავად სურს. აქედან გამომდინარე, ის იქნება პატიმარი საქართველოში თუ არა, პოლიტიკური ლანდშაფტი ამით არ შეიცვლება", - განაცხადა მდინარაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."