მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას შორის დაპირისპირებაა, სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა
გია ხუხაშვილი - უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას შორის დაპირისპირებაა, სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა

უკ­რა­ი­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნულ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­რო­სა და უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის, ხოლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში უც­ნა­უ­რად მოყ­ვა, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭომ ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა, მათ შო­რის შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მი­მართ, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ პრო­ექ­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში მოხ­და მი­ხილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაც.

"ამ­ჟა­მად სა­კი­თხი ბუნ­დო­ვა­ნია. მე მეჩ­ვე­ნე­ბა რომ უკ­რა­ი­ნა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი და­ი­წყო. სრულ სუ­რათს თუ შევ­ხე­დავთ და­ვი­ნა­ხავთ, რომ გუ­შინ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს და უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს ჩა­ნერ­გი­ლი ჰყავ­და სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­ში აგენ­ტუ­რა და ამ­ჟა­მად და­ი­წყო კო­რუფ­ცი­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

ამას მოყ­ვა ის, რომ გუ­შინ­ვე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ისი­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის კუ­თხით უკ­რა­ი­ნა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭომ ყვე­ლა­ფერ ამე­რი­კულ­ზე და­ი­წყეს შე­ტე­ვა და ამ კონ­ტექ­სტში მოხ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის აყ­ვა­ნა. ახლა ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ უკან და­სა­ხე­ვი არ აქვთ. ამ ნა­ბი­ჯე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ამე­რი­კას და მი­შაც უც­ნა­უ­რად მოყ­ვა ამ ყვე­ლა­ფერ­ში.

მე მეჩ­ვე­ნე­ბა რომ ამ ფაქ­ტებს ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი აქვს", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მან­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კუ­თხით ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა - პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

"დღეს დი­აგ­ნო­ზი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს და ამით ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა - მთლად ასე არ არის საქ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­რი­ანტს რომ თუ მოხ­და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ორი ას­პექ­ტი აქვს -სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი.

სა­მარ­თლებ­რი­ვად ქვე­ყა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს რომ მოხ­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ქვე­ყა­ნა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა და მან აგოს პა­სუ­ხი ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის. მარ­თა­ლია მას არ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თუმ­ცა მას აქვს და­ნა­შა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო ცი­ხე­ში იქ­ნე­ბა თუ ცი­ხის გა­რეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ვის ტკი­ვი­ლია. მე არ ვთვლი რომ სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლია დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სის გა­მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ რო­გორც დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტო­რი, რა თქმა უნდა, ის იქ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რად ქვე­ყა­ნას მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა", -გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გია ხუხაშვილი - უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას შორის დაპირისპირებაა, სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა

გია ხუხაშვილი - უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას შორის დაპირისპირებაა, სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა

უკრაინაში სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და უკრაინის პროკურატურას შორის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინაში პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, მათ შორის შეტევა განახორციელა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, რომელიც ამერიკულ პროექტად განიხილება უკრაინაში. გია ხუხაშვილის შეფასებით, სწორედ ამ კონტექსტში მოხდა მიხილ სააკაშვილის დაკავებაც.

”ამჟამად საკითხი ბუნდოვანია. მე მეჩვენება რომ უკრაინაში საკმაოდ რთული პროცესი დაიწყო. სრულ სურათს თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ გუშინ ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურას შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიუროს ჩანერგილი ჰყავდა სხვადასხვა უწყებებში აგენტურა და ამჟამად დაიწყო კორუფციული შემთხვევების გამოვლენა.

ამას მოყვა ის, რომ გუშინვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით უკრაინაში.

პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ყველაფერ ამერიკულზე დაიწყეს შეტევა და ამ კონტექსტში მოხდა სააკაშვილის აყვანა. ახლა ისინი ფიქრობენ, რომ უკან დასახევი არ აქვთ. ამ ნაბიჯებით უპირისპირდებიან ამერიკას და მიშაც უცნაურად მოყვა ამ ყველაფერში.

მე მეჩვენება რომ ამ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მანვე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ორი მიმართულება - პოლიტიკური და სამართლებრივი ფაქტორებია გასათვალისწინებელი.

”დღეს დიაგნოზი, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და ამით ყველაფერი დამთავრდა - მთლად ასე არ არის საქმე.

რაც შეეხება ვარიანტს რომ თუ მოხდა მისი ექსტრადირება ორი ასპექტი აქვს -სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივად ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ მოხდეს სააკაშვილის ქვეყანაში ექსტრადირება და მან აგოს პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის. მართალია მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მას აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი. მეორე შემთხვევაში პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ ხელისუფლების თავის ტკივილია. მე არ ვთვლი რომ სააკაშვილს შეუძლია დღევანდელ საქართველოში სერიოზული კრიზისის გამოწვევა, მაგრამ როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ის იქნება. პოლიტიკურად ქვეყანას მისი ექსტრადირება არ სჭირდება”, -განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."