პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილამდე" - როგორ ეხმაურება რუსული მედია სააკაშვილის დაკავების პროცესებს
"ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილამდე" - როგორ ეხმაურება რუსული მედია სააკაშვილის დაკავების პროცესებს

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კი­ევ­ში და­კა­ვე­ბა, მსოფ­ლიო მე­დი­ის, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცეტრში აღ­მოჩ­ნდა. რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში აშუ­ქე­ბენ მისი და­კა­ვე­ბი­სა და შემ­დგომ პრო­ცე­სებს.

"ჰალ­სტუ­ხის ჭა­მი­დან სა­ხუ­რავ­ზე ას­ვლამ­დე" - ასე­თი სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "Звезда" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კრემ­ლის პრეს-სპი­კე­რის დმიტ­რი პეს­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - "კრემ­ლი გა­ო­ცე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სით" ადევ­ნებს თვალ­ყურს სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, თუმ­ცა, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს.

"არ ვართ შეჩ­ვე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ხუ­რავ­ზე სხე­დან" - ირო­ნი­ით აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა საკ­მა­ოდ მძი­მე გზა გა­ი­ა­რა "ჰალ­სტუ­ხის ჭა­მი­დან სა­ხუ­რავ­ზე სირ­ბი­ლამ­დე".

ТАСС-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ახალ ძალ­თა მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს. უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, უკ­რა­ი­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის შე­საძ­ლო და­ფი­ნან­სე­ბას. რაც უკ­რა­ი­ნუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­მი­დან-ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, პა­ველ ბო­გო­მა­ზო­ვის თქმით, მას სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. უფრო ადრე, მისი კი­ე­ვის სახ­ლი, უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­ჩხრი­კეს, რა დრო­საც პო­ლი­ტი­კო­სი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ავი­და და იქი­დან გა­დახ­ტო­მით იმუქ­რე­ბო­და... ჩხრე­კამ­დე ორი დღით ადრე, სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ებ­მა აქ­ცია გა­მარ­თეს, სა­დაც ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი, - "იმ­პიჩ­მენ­ტი", "არ არის კო­რუფ­ცია, არ არის პო­რო­შენ­კო", "კი­ე­ვი - გა­იღ­ვი­ძე!.." შე­გახ­სე­ნებთ, რომ 26 ივ­ლისს, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა წა­არ­თვა; უფრო ადრე, 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ, რო­მელ­საც ის მარ­თავ­და, ასე­ვე წა­არ­თვა სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა" - წერს ТАСС.

"გაფ­რე­ნა არ გა­მო­ვი­და" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ria.ru სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის დი­ლის ეპი­ზოდს და კა­რი­კა­ტუ­რა­საც უძღვნის.

გა­ზეთ ВЗГЛЯД-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი, რუს­ლან ბორ­ტი­კი ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­ე­ვის ცენ­ტრში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა, - "უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან შე­ა­ში­ნა ბოლო მი­ტინ­გმა, რად­გან ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლი იყო. სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შეგ­რო­ვე­ბა შეძ­ლო... შე­საძ­ლოა, პეტ­რო პო­რო­შენ­სკოს იმ­პიჩ­მენ­ტის მო­თხოვ­ნა ძა­ლებს იკ­რებს" - აცხა­დებს პო­ლი­ტო­ლო­გი, რომ­ლის თქმი­თაც, შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვონ, რო­გორც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი დეს­ტა­ბი­ლა­ზა­ცი­ის ელე­მენ­ტი, მისი, თქმით მთე­ლი ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი არის, მისი პო­ლო­ნეთ­ში დე­პორ­ტა­ცია ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­და­ცია.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გის შემ­თხვე­ვა­შიც კი ათა­სო­ბით მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს, რაც ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ის ნამ­დვი­ლად საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ იყო სა­ხუ­რავ­ზე ას­ვლა მის­თვის ერ­თა­დერ­თი არ­ჩე­ვა­ნი, პო­ლი­ტო­ლო­გი პა­უ­ხობს: "მას სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გი არა­ფე­რი ელის. და­სავ­ლეთ­შიც არა­ვინ ელო­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა და ამას აკე­თებს კი­დეც, რათა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­დარ­ჩეს. მას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დად გა­აგ­რძე­ლოს ცოვ­რე­ბა, თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში აქვს" - ამ­ბობს ბორტნი­კი.

გა­მო­ცე­მა Гордон-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, იური ლუ­ცენ­კო აცხა­დებს, რომ ოდე­სის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა უკ­რა­ი­ნის ექს-პრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­სა­წყო­ბად და კი­ევ­ში გა­მარ­თუ­ლი "მი­ხო­მა­ი­და­ნის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რუ­სე­თი­დან 500 ათა­სი დო­ლა­რი მი­ი­ღო...

gazeta.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ზო­რი­აკ შკი­რი­ა­კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კი­ე­ვის ცენ­ტრში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის­თვის, ფი­ნან­სე­ბი სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სე­თი­დან მი­ი­ღო. ეს ვერ­სია უკვე დიდი ხა­ნია ვრცელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ყვე­ლა აქ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მუდ­მი­ვად პო­უ­ლობ­დნენ "კრემ­ლის კვალს...", - წერს გა­მო­ცე­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ: ან­დრეი კო­ნი­ნი: "არ­სა­დაც არ გა­დახ­ტე­ბა, ის არის უპა­რა­შუ­ტო მას­ხა­რა". "მიშა, არ მო­ი­წყი­ნო იქ" "გა­უშ­ვით, იფ­რი­ნოს..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილამდე" - როგორ ეხმაურება რუსული მედია სააკაშვილის დაკავების პროცესებს

"ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილამდე" - როგორ ეხმაურება რუსული მედია სააკაშვილის დაკავების პროცესებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიევში დაკავება, მსოფლიო მედიის, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსული მედიის ყურადღების ცეტრში აღმოჩნდა. რუსული ინტერნეტ-გამოცემები ონლაინ რეჟიმში აშუქებენ მისი დაკავებისა და შემდგომ პროცესებს.

"ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე ასვლამდე" - ასეთი სათაურით ეხმაურება ტელეკომპანია "Звезда" მიხეილ სააკაშვილის დაკავების პროცესებს. გამოცემის ცნობით, კრემლის პრეს-სპიკერის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, - "კრემლი გაოცებითა და ინტერესით" ადევნებს თვალყურს საქართველოს ექს-პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესებს, თუმცა, ამ საქმესთან დაკავშირებით რეაგირების საჭიროებას ვერ ხედავს.

"არ ვართ შეჩვეული იმ ადამიანების ქმედებების შეფასებას, რომლებიც სახურავზე სხედან" - ირონიით აღნიშნა პესკოვმა, რომლის თქმითაც, საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ მძიმე გზა გაიარა "ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილამდე".

ТАСС-ის ინფორმაციით, "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, უკრაინიდან გაქცეული პოლიტიკოსების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციების შესაძლო დაფინანსებას. რაც უკრაინული კონსტიტუციის მიხედვით, სამიდან-ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. უფრო ადრე, მისი კიევის სახლი, უკრაინის უშიშროების სამსახურებმა გაჩხრიკეს, რა დროსაც პოლიტიკოსი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადახტომით იმუქრებოდა... ჩხრეკამდე ორი დღით ადრე, სააკაშვილის მომხრეებმა აქცია გამართეს, სადაც ისმოდა შეძახილები, - "იმპიჩმენტი", "არ არის კორუფცია, არ არის პოროშენკო", "კიევი - გაიღვიძე!.." შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა წაართვა; უფრო ადრე, 2015 წლის დეკემბერში, საქართველომ, რომელსაც ის მართავდა, ასევე წაართვა სააკაშვილს მოქალაქეობა" - წერს ТАСС.

"გაფრენა არ გამოვიდა" - ასე ეხმაურება ria.ru სააკაშვილისა და უკრაინელი სამართალდამცავების დილის ეპიზოდს და კარიკატურასაც უძღვნის.

გაზეთ ВЗГЛЯД-თან ინტერვიუში უკრაინელი პოლიტოლოგი, რუსლან ბორტიკი ამბობს, რომ ეს ყველაფერი კიევის ცენტრში გამართული აქციის გაგრძელებაა, - "უკრაინის ხელისუფლება ძალიან შეაშინა ბოლო მიტინგმა, რადგან ძალიან რეზონანსული იყო. სააკაშვილმა ძალიან ბევრი ადამიანის შეგროვება შეძლო... შესაძლოა, პეტრო პოროშენსკოს იმპიჩმენტის მოთხოვნა ძალებს იკრებს" - აცხადებს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, შესაძლოა, სააკაშვილი დაკავების შემდეგ ქვეყნიდან გააძევონ, როგორც "საზოგადოებრივ-პოლიტიკური დესტაბილაზაციის ელემენტი, მისი, თქმით მთელი ამ ყველაფრის მიზანი არის, მისი პოლონეთში დეპორტაცია ან საქართველოში ექსტრადაცია.

პოლიტოლოგის თქმით, სააკაშვილის დაბალი რეიტინგის შემთხვევაშიც კი ათასობით მხარდამჭერი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის ის ნამდვილად საფრთხის შემცველია.

კითხვაზე, თუ რატომ იყო სახურავზე ასვლა მისთვის ერთადერთი არჩევანი, პოლიტოლოგი პაუხობს: "მას საქართველოში კარგი არაფერი ელის. დასავლეთშიც არავინ ელოდება. ერთადერთი გამოსავალია, უკრაინის პოლიტიკაში სიტუაციის გამყარება და ამას აკეთებს კიდეც, რათა პოლიტიკურად გადარჩეს. მას თავისუფლად შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდად გააგრძელოს ცოვრება, თუმცა, პოლიტიკური აქტიურობის საშუალება მხოლოდ უკრაინაში აქვს" - ამბობს ბორტნიკი.

გამოცემა Гордон-ის ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო აცხადებს, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერების დახმარებით, უკრაინის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად და კიევში გამართული "მიხომაიდანის" დასაფინანსებლად, რუსეთიდან 500 ათასი დოლარი მიიღო...

gazeta.ru-ს ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსი, ზორიაკ შკირიაკი ირწმუნება, რომ კიევის ცენტრში გამართული აქციისთვის, ფინანსები სააკაშვილმა რუსეთიდან მიიღო. ეს ვერსია უკვე დიდი ხანია ვრცელდება უკრაინაში, რადგან მის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, პოლიტიკოსები მუდმივად პოულობდნენ "კრემლის კვალს...", - წერს გამოცემა.

სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ: ანდრეი კონინი: "არსადაც არ გადახტება, ის არის უპარაშუტო მასხარა". "მიშა, არ მოიწყინო იქ" "გაუშვით, იფრინოს..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"