პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იურისტების შეფასება ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე - რა შემთხვევაში არ მოხდება სააკაშვილის დეპორტაცია
იურისტების შეფასება ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე - რა შემთხვევაში არ მოხდება სააკაშვილის დეპორტაცია

თუ ეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ეხე­ბა იმ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­პორ­ტა­ცია სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იუ­რის­ტმა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტმა და­ვით ჯან­დი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც და­ვით ჯან­დი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, პირ­ველ რიგ­ში, გა­სარ­კვე­ვია, რა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ტარ­დე­ბა.

"თუ ეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ეხე­ბა იმ სა­კითხს და იმ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მისი დე­პორ­ტა­ცია სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ მოხ­დე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბით წავა ეს სა­კი­თხი. თუ სა­კი­თხი ეხე­ბა ექ­სტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იქნა მო­თხოვ­ნი­ლი, რა­შიც მე ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეჭვი მე­პა­რე­ბა, რად­გან ნა­თე­ლია, რომ სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლში, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მას შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ფარ­დოს 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა და შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კითხს, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუკი ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა ვა­ლი­დუ­რია, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს უფ­ლე­ბა უარი თქვას ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე, თუკი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა. მე­სა­მე სა­კი­თხი არის ის, რაც მე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მგო­ნია ამ შემ­თხვე­ვა­ში, რომ ეს პრო­ცე­დუ­რა უკავ­შირ­დე­ბო­დეს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იყოს. ფაქ­ტია, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი და და­კა­ვე­ბაც სწო­რედ უკავ­შირ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქნა ჩა­დე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დი­ერ­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი ობი­ექ­ტუ­რად არ არ­სე­ბობს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში რა საქ­მე­ე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა სა­ფუძ­ვლე­ბი­თაც იყო ექ­სტრა­დი­ცია მო­თხოვ­ნი­ლი, ერთხელ უკვე უარი ით­ქვა უა­რის მხრი­დან.

"ამ წუ­თას რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გვაქვს შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რა­ღაც საქ­მე­ზე მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც იქ გა­ი­მარ­თე­ბა. ამ საქ­მე­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან საქ­მის მა­სა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ბრალ­დე­ბაა. და­კა­ვე­ბა მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო, იმის გამო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტია. სწო­რედ ამი­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მისი დევ­ნა, მისი დაც­ვის წევ­რე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი უკვე მე­ო­რე გვერ­დზე გა­და­დის, რამ­დე­ნა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია მი­ღე­ბუ­ლი მის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ მხა­რეს, სა­ქარ­თვე­ლომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი დევ­ნა ჯერ კი­დევ 2014 წელს და­ი­წყო და 2016 წელს მი­მარ­თა უკ­რა­ი­ნას ექ­სტრა­დი­რე­ბის მო­თხოვ­ნით. რა­ზეც უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კურ­ტუ­რამ უარი გა­ნა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი ობი­ექ­ტუ­რად არ არ­სე­ბობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის, თუმ­ცა რაზე გა­რიგ­დე­ბა ეს ორი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან, ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მათ­თვის სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ამ მოვ­ლე­ნებს სა­ეჭ­ვოდ ემ­თხვე­ვა ე.წ. შე­წყა­ლე­ბის საქ­მის დაჩ­ქა­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ა­კაშ­ვილს ამ ეტაპ­ზე არც ერთი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს და შე­საძ­ლოა თუ არა ეს გახ­დეს ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი, ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, რომ "ეს და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა შე­საძ­ლოა ვერ გახ­დეს".

"მო­თხოვ­ნი­ლია მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ის, რომ მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ გა­აჩ­ნია, და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა ვერ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის­თვის. მე ვამ­ბობ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში რა საქ­მე­ე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა სა­ფუძ­ვლე­ბი­თაც იყო ექ­სტრა­დი­ცია მო­თხოვ­ნი­ლი, ერთხელ უკვე უარი ით­ქვა უა­რის მხრი­დან, ახლა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლონ მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ით, ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. ამას ვე­რა­ვინ გათ­ვლის. ასე მო­იქ­ცე­ვი­ან თუ არა", - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში დღეს და­ა­კა­ვეს.

იურისტების შეფასება ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე - რა შემთხვევაში არ მოხდება სააკაშვილის დეპორტაცია

იურისტების შეფასება ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე - რა შემთხვევაში არ მოხდება სააკაშვილის დეპორტაცია

თუ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა ეხება იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია სხვა ქვეყანაში არ მოხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა დავით ჯანდიერმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც დავით ჯანდიერმა აღნიშნა, პირველ რიგში, გასარკვევია, რა სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში მიმდინარეობს ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება.

„თუ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა ეხება იმ საკითხს და იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში, მისი დეპორტაცია სხვა ქვეყანაში არ მოხდება და ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურებით წავა ეს საკითხი. თუ საკითხი ეხება ექსტრადიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნა მოთხოვნილი, რაშიც მე ამ შემთხვევაში, ეჭვი მეპარება, რადგან ნათელია, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა მიხეილ სააკაშვილის სახლში, ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება შეეფარდოს 40 დღის განმავლობაში პატიმრობა და შემდეგ სასამართლო განიხილავს მისი ექსტრადიციის საკითხს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა ვალიდურია, უკრაინის ხელისუფლებას აქვს უფლება უარი თქვას ექსტრადიციაზე, თუკი მის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წარმოება. მესამე საკითხი არის ის, რაც მე ყველაზე ნაკლებად მგონია ამ შემთხვევაში, რომ ეს პროცედურა უკავშირდებოდეს საზღვრის უკანონო კვეთას და აქედან გამომდინარე, იყოს. ფაქტია, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი პროცედურები და დაკავებაც სწორედ უკავშირდება სავარაუდო დანაშაულს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი“, - განაცხადა ჯანდიერმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის სამართლებრივი საფუძველი ობიექტურად არ არსებობს.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში რა საქმეებიც მიმდინარეობს და რა საფუძვლებითაც იყო ექსტრადიცია მოთხოვნილი, ერთხელ უკვე უარი ითქვა უარის მხრიდან.

”ამ წუთას რა ინფორმაციაც გვაქვს შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში მიმდინარე რაღაც საქმეზე მოხდა მისი დაკავება, შესაბამისად, სასამართლო პროცესიც იქ გაიმართება. ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმის მასალები ცნობილი არ არის, თუმცა თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. დაკავება მოხდა პოლიტიკური ქმედებების გამო, იმის გამო, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მისი დევნა, მისი დაცვის წევრების შევიწროვება. შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურები უკვე მეორე გვერდზე გადადის, რამდენადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მიღებული მის დაკავებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს მიმართა უკრაინას ექსტრადირების მოთხოვნით. რაზეც უკრაინის გენერალურმა პროკურტურამ უარი განაცხადა. შესაბამისად, ამ ეტაპზე სამართლებრივი საფუძველი ობიექტურად არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის, თუმცა რაზე გარიგდება ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთთან, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, მათთვის სამართლებრივ ჩარჩოებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მოვლენებს საეჭვოდ ემთხვევა ე.წ. შეწყალების საქმის დაჩქარება თბილისის საქალაქო სასამართლოში”, - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში ეს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იქნება განპირობებული.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ამ ეტაპზე არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს და შესაძლოა თუ არა ეს გახდეს ექსტრადირებაზე უარის თქმის საფუძველი, ადვოკატმა განმარტა, რომ ”ეს დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა ვერ გახდეს”.

”მოთხოვნილია მისი ექსტრადირება კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. ის, რომ მას მოქალაქეობა არ გააჩნია, დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება საქართველოში ექსტრადიციისთვის. მე ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში რა საქმეებიც მიმდინარეობს და რა საფუძვლებითაც იყო ექსტრადიცია მოთხოვნილი, ერთხელ უკვე უარი ითქვა უარის მხრიდან, ახლა შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალონ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით, ამაზეა საუბარი. ამას ვერავინ გათვლის. ასე მოიქცევიან თუ არა”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ