პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს
ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს

ად­ვო­კატ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეს უკვე მე­ო­რე წე­ლია, წლის სა­უ­კე­თე­სო ად­ვო­კა­ტად ასა­ხე­ლე­ბენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თლის დარ­გის მოღ­ვა­წე­თა სა­რე­ი­ტინ­გო საბ­ჭომ მი­ი­ღო. წელს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 7 სა­უ­კე­თე­სო ად­ვო­კა­ტი და­სა­ხელ­და: ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე, ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი, პა­ა­ტა შა­ვა­ძე, და­ვით ასა­თი­ა­ნი, როინ მიგ­რი­ა­უ­ლი, გი­ორ­გი თუ­რა­ზაშ­ვი­ლი და რა­მინ პა­პი­ძე. ისი­ნი "ქვეყ­ნის სა­ად­ვო­კა­ტო ბრწყინ­ვა­ლე­ბის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ.

ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეს უამ­რა­ვი მო­გე­ბუ­ლი საქ­მე აქვს და ამ საქ­მე­ებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი შე­ე­მა­ტა. მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, და­ვით ოთხმე­ზუ­რის გაზ­რახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ას­ლან ბეჟა­ნი­ძე სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "ბრალ­დე­ბულს ახლა, პირ­ვე­ლად შევ­ხვდი და გა­ვე­სა­უბ­რე..." - რას ამ­ბობს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­ვო­კა­ტი

ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ­ჯე­რად ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ჯ-ს ინ­ტე­რე­სებს იცავს. არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი 3-დღი­ა­ნი მი­მალ­ვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და და რო­გორც ად­ვო­კა­ტი კა­კა­ბა­ძე ამ­ბობს, არ აპი­რებს ხელი და­ა­ფა­როს თუნ­დაც ბრალ­დე­ბულს, თუ მან სრუ­ლად ჩა­ი­დი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ად­ვო­კატ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "გზამ" 2017 წლის იან­ვარ­ში ჩა­წე­რა.

- რო­გორც ვიცი, ბევ­რი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გაქვთ.

- მარ­თლაც ბევ­რი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მაქვს. ვი­ღებ ისეთ საქ­მე­ებს, საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზე სა­დაც არ მი­დის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და მივ­დი­ვართ გა­მარ­თლე­ბა­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თოდ არ უნდა არ­სე­ბობ­დეს. ეს არ არის ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხობს ჩემ­ნა­ი­რი იუ­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ინ­სტი­ტუ­ტის და­სუს­ტე­ბა გა­მო­იწ­ვევს იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ას­ვლას და ად­ვო­კა­ტე­ბის რო­ლიც უფრო დიდი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში. ყვე­ლა­ზე ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - რო­მე­ლია თქვე­ნი მო­გე­ბუ­ლი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეო? ამა­ზე ერთი პა­სუ­ხი მაქვს, ეს ისეა, როცა უყუ­რებ ფილ­მს და გგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გარ ფილ­მს უყუ­რე, შემ­დეგ უყუ­რებ სხვა ფილ­მს და ფიქ­რობ, რომ ის არის ყვე­ლა­ზე მა­გა­რი. ასეა ამ შემ­თხვე­ვა­შიც.

ახლა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ვარ ჩემს ბოლო საქ­მე­ზე, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ეს საქ­მეა, თუმ­ცა მქო­ნია ისე­თი საქ­მე­ე­ბიც, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით მეტი მოწ­მე ყო­ფი­ლა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნია მო­სა­მარ­თლეს. მქო­ნია ისე­თი საქ­მე, როცა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მის­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ასე­ვე იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ ორ ახალ­გაზ­რდას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უსას­ტი­კე­სად სცე­მეს, მერე მათ და­აბ­რა­ლეს ჯგუ­ფუ­რად პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, რაც 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იყ­ვნენ და ეტყო­ბა ეგო­ნათ, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ შე­თხზულ ბრალს ად­ვი­ლად და­ამ­ტკი­ცებ­დნენ. თან 4 პო­ლი­ცი­ე­ლი ხელს ადებ­და მათ, ასე­ვე პატ­რუ­ლის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და საქ­მე­ში იყო კი­დევ ორი არა­პო­ლი­ცი­ე­ლი მოწ­მე, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებს ამ­ხელ­და. საქ­მე­ში იდო ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ტან­საც­მე­ლი და ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, თით­ქოს ეს ტან­საც­მე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს ამ ბი­ჭებ­მა შე­მო­ა­ხი­ეს, იდო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, სა­დაც ეწე­რა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბო­დათ. ამ შე­კე­რი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­დას­ტურ­და ჩემი და­სა­ცა­ვე­ბის უდა­ნა­შა­ულო­ბა. როცა მოწ­მე ტყუ­ის, მისი გა­მო­ჭე­რა ძალ­ზე იო­ლია და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა მოწ­მის ჩაჭ­რა შე­უძ­ლია ად­ვო­კატს.

- შე­იძ­ლე­ბა დამ­ნა­შა­ვეც გა­ა­მარ­თლო სწო­რი და­კი­თხვით, ხომ?

- სწო­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი და­კი­თხვე­ბი ნე­ბის­მი­ერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ან­გრევს. მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის მოწ­მის ჩვე­ნე­ბა. რო­დე­საც მოწ­მეს სა­სა­მარ­თლო­ზე დაჰ­კი­თხავ, ჩაჭ­რი მას, ტყუ­ი­ლებ­ში გა­მო­ი­ჭერ, რე­ა­ლუ­რად აქ უკვე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დგე­ბა. თუ სწო­რად დაჰ­კი­თხავ, ყვე­ლა მა­ტყუ­ა­რა მოწ­მის ჩაჭ­რა შე­იძ­ლე­ბა. თუ სწო­რად დაჰ­კი­თხავ, შე­იძ­ლე­ბა ჩაჭ­რა სი­მარ­თლის მთქმე­ლი მოწ­მეც. საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ი­პო­ვო და შე­აგ­რო­ვო სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. უნდა შე­არ­ჩიო სწო­რი ტაქ­ტი­კა, სტრა­ტე­გია. ად­ვო­კა­ტი კარ­გად უნდა იც­ნობ­დეს ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას, ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, სა­სა­მარ­თლო­ე­ბის პრაქ­ტი­კას, რად­გან სის­ხლის სა­მარ­თა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბა­დი სფე­როა. ყო­ველ­დღე ვი­თარ­დე­ბა და ყო­ველ­დღე ახა­ლი პრე­ცე­დენ­ტე­ბი იქ­მნე­ბა ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო­ში. თუ იც­ნობ ამ ყვე­ლა­ფერს და გაქვს ად­ვო­კა­ტის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, მი­მაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ წარ­მა­ტე­ბას ნე­ბის­მი­ერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში. არ არ­სე­ბობს საქ­მე, რომ­ლის მო­გე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თუ მო­გი­წი­ათ ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ო­ბამ? მა­შინ ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა მო­თხოვ­ნას აკა­ნო­ნებ­და.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს უფრო მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით. ბიზ­ნე­სა­კა­დე­მი­ა­ში ვი­ყა­ვი ლექ­ტო­რი. ლექ­ცი­ებს ვუ­კი­თხავ­დი უცხო­ელ და ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში ლექ­ცი­ებს ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ ბოლო სამი წე­ლია, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მოვ­ცილ­დი, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ღია ლექ­ცი­ებს ვა­ტა­რებ მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტე­ბის­თვის. დღეს კი ად­ვო­კა­ტუ­რა­ში ას­პა­რე­ზი მე­ტია, სა­სა­მარ­თლოც შე­და­რე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და აღარ ას­რუ­ლებს ნო­ტა­რი­უ­სის როლს.

- ალ­ბათ გქო­ნი­ათ ისე­თი საქ­მე­ე­ბიც, სა­დაც მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეთ.

- არ არ­სე­ბობს ად­ვო­კა­ტი, მით უმე­ტეს - სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში, რო­მელ­საც წა­გე­ბუ­ლი საქ­მე არ ჰქო­ნია. ძა­ლი­ან ხში­რად, შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ბე­დოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა. თუმ­ცა, ყო­ვე­ლი კრა­ხი უნდა იყოს და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია, რომ მე­ტად გაძ­ლი­ერ­დე, თავ­და­დე­ბით გა­აგ­რძე­ლო ბრძო­ლა. მქო­ნია უამ­რა­ვი საქ­მე, სა­დაც პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში არ გა­მი­მარ­თლა, მაგ­რამ აპე­ლა­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვე. ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა ჩემი და­სა­ცა­ვი, რო­მელ­საც 8 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის. თუ იშ­რო­მებ და იბ­რძო­ლებ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ მი­ზანს.

- რა კა­ტე­გო­რი­ის ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა უარი თქვათ?

- პე­დო­ფილს ვე­რა­სო­დეს და­ვი­ცავ. ყვე­ლას დაც­ვა არ შე­მიძ­ლია. როცა ვხვდე­ბი ადა­მი­ანს, მან უნდა მო­ახ­დი­ნოს ჩემ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ დაც­ვა შევ­ძლო. ბევ­რჯერ მით­ქვამს უარი საქ­მე­ზე. თუ არ გიყ­ვარს შენი კლი­ენ­ტი, თუ არ გწამს მისი, რო­გორ უნდა და­არ­წმუ­ნო მო­სა­მარ­თლე მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში?

- თუ გქო­ნი­ათ საქ­მე, სა­დაც იცო­დით, რომ კლი­ენ­ტი დამ­ნა­შა­ვე იყო, მაგ­რამ გა­ა­მარ­თლეთ?

- ვი­ცავ­დი აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­მაც 17 წლი­სამ ჩა­ი­დი­ნა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ ის გა­ვა­მარ­თლე. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ცი­ხე­ში რომ წა­სუ­ლი­ყო, ცხოვ­რე­ბა და­ენგრე­ო­და იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს

ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ადვოკატად ასახელებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ მიიღო. წელს ქვეყნის მასშტაბით 7 საუკეთესო ადვოკატი დასახელდა: ტარიელ კაკაბაძე, ზურაბ როსტიაშვილი, პაატა შავაძე, დავით ასათიანი, როინ მიგრიაული, გიორგი თურაზაშვილი და რამინ პაპიძე. ისინი "ქვეყნის საადვოკატო ბრწყინვალების" ტიტულის მფლობელები გახდნენ.

ტარიელ კაკაბაძეს უამრავი მოგებული საქმე აქვს და ამ საქმეებს რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გამამართლებელი განაჩენი შეემატა. მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის გაზრახ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

წაიკითხეთ ასევე: "ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

ტარიელ კაკაბაძე ამჯერად ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-ს ინტერესებს იცავს. არასრულწლოვანი ბრალდებული 3-დღიანი მიმალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა და როგორც ადვოკატი კაკაბაძე ამბობს, არ აპირებს ხელი დააფაროს თუნდაც ბრალდებულს, თუ მან სრულად ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული.

გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან, რომელიც ჟურნალმა "გზამ" 2017 წლის იანვარში ჩაწერა.

- როგორც ვიცი, ბევრი გამამართლებელი განაჩენი გაქვთ.

- მართლაც ბევრი გამამართლებელი განაჩენი მაქვს. ვიღებ ისეთ საქმეებს, საპროცესო გარიგებაზე სადაც არ მიდის ეჭვმიტანილი და მივდივართ გამართლებაზე. მიმაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც პასუხობს ჩემნაირი იურისტების მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის დასუსტება გამოიწვევს იურიდიული პროფესიების უფრო მაღალ დონეზე ასვლას და ადვოკატების როლიც უფრო დიდი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ყველაზე ხშირად მეკითხებიან, - რომელია თქვენი მოგებული საყვარელი საქმეო? ამაზე ერთი პასუხი მაქვს, ეს ისეა, როცა უყურებ ფილმს და გგონია, რომ ყველაზე მაგარ ფილმს უყურე, შემდეგ უყურებ სხვა ფილმს და ფიქრობ, რომ ის არის ყველაზე მაგარი. ასეა ამ შემთხვევაშიც.

ახლა ისეთი შთაბეჭდილებებით ვარ ჩემს ბოლო საქმეზე, მგონია, რომ ყველაზე მაგარი ეს საქმეა, თუმცა მქონია ისეთი საქმეებიც, სადაც გაცილებით მეტი მოწმე ყოფილა ჩვენს წინააღმდეგ, მეტი მტკიცებულებები ყოფილა, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია მოსამართლეს. მქონია ისეთი საქმე, როცა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ პოლიციელები მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე იყო შემთხვევა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ახალგაზრდას პოლიციის განყოფილებაში უსასტიკესად სცემეს, მერე მათ დააბრალეს ჯგუფურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებული ნასამართლევი იყო, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყვნენ და ეტყობა ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ შეთხზულ ბრალს ადვილად დაამტკიცებდნენ. თან 4 პოლიციელი ხელს ადებდა მათ, ასევე პატრულის ორი თანამშრომელი და საქმეში იყო კიდევ ორი არაპოლიციელი მოწმე, რომელიც ბრალდებულებს ამხელდა. საქმეში იდო ნივთმტკიცების სახით ტანსაცმელი და ირწმუნებოდნენ, თითქოს ეს ტანსაცმელი პოლიციელებს ამ ბიჭებმა შემოახიეს, იდო ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეწერა, რომ პოლიციელებს დაზიანებები ეტყობოდათ. ამ შეკერილი მტკიცებულებების მიუხედავად, დადასტურდა ჩემი დასაცავების უდანაშაულობა. როცა მოწმე ტყუის, მისი გამოჭერა ძალზე იოლია და საერთოდ, ყველა მოწმის ჩაჭრა შეუძლია ადვოკატს.

- შეიძლება დამნაშავეც გაამართლო სწორი დაკითხვით, ხომ?

- სწორად წარმოებული დაკითხვები ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს დაანგრევს. მთავარი მტკიცებულება არის მოწმის ჩვენება. როდესაც მოწმეს სასამართლოზე დაჰკითხავ, ჩაჭრი მას, ტყუილებში გამოიჭერ, რეალურად აქ უკვე გამამართლებელი განაჩენი დგება. თუ სწორად დაჰკითხავ, ყველა მატყუარა მოწმის ჩაჭრა შეიძლება. თუ სწორად დაჰკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც. საქმეზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, მოიპოვო და შეაგროვო სხვა მტკიცებულებები. უნდა შეარჩიო სწორი ტაქტიკა, სტრატეგია. ადვოკატი კარგად უნდა იცნობდეს ევროპულ კონვენციას, ქართულ კანონმდებლობას, სასამართლოების პრაქტიკას, რადგან სისხლის სამართალი ჩვენს ქვეყანაში განვითარებადი სფეროა. ყოველდღე ვითარდება და ყოველდღე ახალი პრეცედენტები იქმნება ყველა სასამართლოში. თუ იცნობ ამ ყველაფერს და გაქვს ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მიმაჩნია, რომ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში. არ არსებობს საქმე, რომლის მოგებაც არ შეიძლება.

- წინა ხელისუფლების დროს თუ მოგიწიათ ადვოკატად მუშაობამ? მაშინ ფაქტობრივად, სასამართლო პროკურატურის ყველა მოთხოვნას აკანონებდა.

- წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად დაკავებული ვიყავი პედაგოგიური საქმიანობით. ბიზნესაკადემიაში ვიყავი ლექტორი. ლექციებს ვუკითხავდი უცხოელ და ქართველ სტუდენტებს, ასევე საერთაშორისო სამართალში ლექციებს ვატარებდი, მაგრამ ბოლო სამი წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა სხვადასხვა უნივერსიტეტში ღია ლექციებს ვატარებ მომავალი იურისტებისთვის. დღეს კი ადვოკატურაში ასპარეზი მეტია, სასამართლოც შედარებით დამოუკიდებელია და აღარ ასრულებს ნოტარიუსის როლს.

- ალბათ გქონიათ ისეთი საქმეებიც, სადაც მიზანს ვერ მიაღწიეთ.

- არ არსებობს ადვოკატი, მით უმეტეს - სისხლის სამართლის სფეროში, რომელსაც წაგებული საქმე არ ჰქონია. ძალიან ხშირად, შეიძლება მოსამართლემ უბრალოდ, ვერ გაბედოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუმცა, ყოველი კრახი უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ მეტად გაძლიერდე, თავდადებით გააგრძელო ბრძოლა. მქონია უამრავი საქმე, სადაც პირველ ინსტანციაში არ გამიმართლა, მაგრამ აპელაციაში გავიმარჯვე. ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ჩემი დასაცავი, რომელსაც 8 წელი ჰქონდა მისჯილი, მკვლელობის მცდელობისთვის. თუ იშრომებ და იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.

- რა კატეგორიის ბრალდებულის დაცვაზე შეიძლება უარი თქვათ?

- პედოფილს ვერასოდეს დავიცავ. ყველას დაცვა არ შემიძლია. როცა ვხვდები ადამიანს, მან უნდა მოახდინოს ჩემზე შთაბეჭდილება, რომ დაცვა შევძლო. ბევრჯერ მითქვამს უარი საქმეზე. თუ არ გიყვარს შენი კლიენტი, თუ არ გწამს მისი, როგორ უნდა დაარწმუნო მოსამართლე მის უდანაშაულობაში?

- თუ გქონიათ საქმე, სადაც იცოდით, რომ კლიენტი დამნაშავე იყო, მაგრამ გაამართლეთ?

- ვიცავდი აბიტურიენტს, რომელმაც 17 წლისამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, მაგრამ ის გავამართლე. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ციხეში რომ წასულიყო, ცხოვრება დაენგრეოდა იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სოფელ გუმათში პოლიციასა და "ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს - შსს

"ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოვუწოდებთ,  დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე" - შსს-ს განცხადება

"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა..." - რა განუცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლემ ფსიქოლოგს?