სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები, ამაზე სუს-ი ორი მიმართულებით მუშაობს"
"რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები, ამაზე სუს-ი ორი მიმართულებით მუშაობს"

თუ რას გეგ­მავ­დნენ ჩა­ტა­ე­ვი და მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, - ამის შე­სა­ხებ სუს-ის უფ­როს­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტში, ნდო­ბის ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობთ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით. გვეხ­მა­რე­ბი­ან ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი FBI-დან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ. გა­მო­ძი­ე­ბით გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მუ­შა­ობ­დნენ, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ტე­რაქ­ტის მო­სა­წყო­ბად იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი თუ სხვა, ამას ვერ ვი­ტყვი", - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

გო­მე­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ია­რა­ღი ტყე­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი სა­მა­ლა­ვი­დან მო­ი­პო­ვეს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს ელო­დე­ბა, რათა და­დას­ტურ­დეს, რომ ია­რა­ღე­ბი ნამ­დვი­ლად ამ სა­მა­ლა­ვე­ბი­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი.

"ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი რაც გვქონ­და, ამომ­წუ­რა­ვად გა­ვა­ცა­ნით ნდო­ბის ჯგუფს. გა­ვე­ცი პა­სუ­ხე­ბი იმ კი­თხვებ­ზე, რაც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში - რო­გორ გად­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ია­რა­ღი სა­ი­დან მო­ი­პო­ვეს, რას გეგ­მავ­დნენ, მო­მა­ვალ­ში რა უნ­დო­დათ ამ ადა­მი­ა­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნი უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს ყვე­ლა­ფე­რი ღიად ვი­სა­უბ­რო, თუმ­ცა, ნდო­ბის ჯგუფს, რაც გვქონ­და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გა­ვა­ცა­ნი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სა­ი­დან მო­ი­ძი­ეს და მი­ი­ტა­ნეს სახ­ლში. ტყე­შია ნა­პოვ­ნი, ერთ-ერთი სა­მა­ლა­ვი­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი. ახლა ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზებს, რათა მა­ნაც და­ა­დას­ტუ­როს, რომ ნამ­დვი­ლად ამ სა­მა­ლა­ვი­დან არის ამო­ღე­ბუ­ლი ეს ია­რა­ღე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები, ამაზე სუს-ი ორი მიმართულებით მუშაობს"

"რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები, ამაზე სუს-ი ორი მიმართულებით მუშაობს"

თუ რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები საქართველოში, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორი მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი მიმართულებით. გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები FBI-დან. ამ მიმართულებებს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ორი მიმართულებით ვმუშაობთ. გამოძიებით გამოიკვეთება, საქართველოზე მუშაობდნენ, სხვა მიმართულებით, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ სხვა, ამას ვერ ვიტყვი", - განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად გამოძიება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რათა დადასტურდეს, რომ იარაღები ნამდვილად ამ სამალავებიდანაა ამოღებული.

"ინფორმაციები რაც გვქონდა, ამომწურავად გავაცანით ნდობის ჯგუფს. გავეცი პასუხები იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში - როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს ყველაფერი ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი. დადასტურებული გვაქვს ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიძიეს და მიიტანეს სახლში. ტყეშია ნაპოვნი, ერთ-ერთი სამალავიდანაა ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზებს, რათა მანაც დაადასტუროს, რომ ნამდვილად ამ სამალავიდან არის ამოღებული ეს იარაღები", - განაცხადა გომელაურმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ