პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიაში ომი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა?
სირიაში ომი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა?

სი­რი­ა­ში თით­ქოს ომი დას­რულ­და, მაგ­რამ ... არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - სი­რი­ი­სა და რუ­სე­თის ლი­დე­რე­ბის ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რომ "და­ე­შის ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ცე­მა რე­გი­ონ­ში" დას­რუ­ლე­ბუ­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სერ­ტე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ბედი ეწი­ათ ექ­სტრე­მის­ტე­ბის მე­თა­უ­რებს - და­ი­ხოც­ნენ, და­ა­პა­ტიმ­რეს თუ სად­მე თავი შე­ა­ფა­რეს, ახა­ლი ამ­ბო­ხე­ბა რომ და­გეგ­მონ. მათი ლი­დე­რის ბოლო მი­მარ­თვა სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და.

სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სტრა­ტე­გი­ულ ცენ­ტრად და დე­და­ქა­ლა­ქად მიჩ­ნე­უ­ლი რაქა ოთხთვი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­კა­ვეს სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ძა­ლებ­მა, მაგ­რამ ყვე­ლა ძალა, ვინც "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ებ­რძო­და, ახლა და­ძა­ბუ­ლი ელო­დე­ბა პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ომის ახალ ტალ­ღას, რად­გან ტე­რო­რის­ტებ­მა უკვე არა­ერ­თხელ, არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით აჩ­ვე­ნეს, რომ ამ ტაქ­ტი­კა­შიც საკ­მა­ოდ ძლი­ერ­ნი არი­ან.

უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­სავ­ლე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვა არ ნიშ­ნავს თავ­დას­ხმე­ბის დას­რუ­ლე­ბას. თავ­დას­ხმე­ბი სხვა­დას­ხვა ფორ­მით არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა - ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, "შა­ჰი­დის ქამ­რე­ბით", და­ნე­ბით, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით...

გარ­და ამი­სა, მათი საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი სი­რი­ა­შიც რჩე­ბა, ამის დას­ტუ­რია 3 დე­კემ­ბერს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რუ­სე­თის ავი­ა­ცი­ი­სა და სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ჯა­რე­ბის თავ­დას­ხმე­ბი, რა­საც 30-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და ათო­ბით და­იჭ­რა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო reuters -ი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ნა­თხრობ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის" ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ 17 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა და­მას­კოს­თან მდე­ბა­რე, აღ­მო­სავ­ლეთ გუ­თა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კვარტლი­სა და ბაზ­რის და­ბომბვას.

ზო­გა­დად კი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლეთ გუ­თის რა­ი­ონ­ში, 200-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან... გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით კი, ამ­ჟა­მად რე­გი­ონ­ში, 400 ათა­სამ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რია და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შეა, თუმ­ცა, გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს აღ­მო­სავ­ლეთ გუ­თის სა­ზღვრე­ბის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

სი­რი­ის არ­მი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი უკვე გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ რე­გი­ო­ნი­დან სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი, რომ შე­ტა­კე­ბე­ბი მა­ინც გრძელ­დე­ბა.

ამას­თან, სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, დაჯ­გუ­ფე­ბა ახლა უცხო­ეთ­ში თავ­დას­ხმე­ბის მო­წყო­ბა­ზე არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მათი იდე­ო­ლო­გე­ბი ცდი­ლო­ბენ ახალ-ახა­ლი საყ­რდე­ნი იპო­ვონ ევ­რო­პა­ში და იმ უცხო­ე­ლებს, ვინც უკვე იყ­ვნენ სი­რი­ა­სა და ერა­ყის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თავ­დას­ხმე­ბის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში მო­წყო­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

დაჯ­გუ­ფე­ბის ტაქ­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა მათ ბოლო ვი­დეო კლიპ­ში ჩანს, რო­მელ­შიც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კონ­ტრო­ლის­თვის მებ­რძო­ლე­ბის ნაც­ვლად, ნაჩ­ვე­ნე­ბია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლე­ბით სავ­სე რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვას­თან ერ­თად, გავ­ლე­ნას კარ­გავს ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში, ან შე­იძ­ლე­ბა მათი უკან­და­ხე­ვის სტრა­ტე­გია ახა­ლი გეგ­მის­თვის მზა­დე­ბა ან სუ­ლაც ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პა­უ­ზა იყოს, რა­მაც მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მის­ცეს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სირიაში ომი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა?

სირიაში ომი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა?

სირიაში თითქოს ომი დასრულდა, მაგრამ ... არ დასრულებულა - სირიისა და რუსეთის ლიდერების ხმამაღალი განცხადებების კვალდაკვალ, რომ "დაეშის ტერორისტული ორგანიზაციის დაცემა რეგიონში" დასრულებულია, საერთაშორისო ექსერტები ასევე ამბობენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწიათ ექსტრემისტების მეთაურებს - დაიხოცნენ, დააპატიმრეს თუ სადმე თავი შეაფარეს, ახალი ამბოხება რომ დაგეგმონ. მათი ლიდერის ბოლო მიმართვა სექტემბერში გავრცელდა.

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" სტრატეგიულ ცენტრად და დედაქალაქად მიჩნეული რაქა ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ ოქტომბერში დაიკავეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, მაგრამ ყველა ძალა, ვინც "ისლამურ სახელმწიფოს" სირიასა და ერაყში ებრძოდა, ახლა დაძაბული ელოდება პარტიზანული ომის ახალ ტალღას, რადგან ტერორისტებმა უკვე არაერთხელ, არაერთ ქვეყანაში წარმოებული შეიარაღებული მოქმედებებით აჩვენეს, რომ ამ ტაქტიკაშიც საკმაოდ ძლიერნი არიან.

უსაფრთხოების საკითხებში დასავლეთის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ ტერიტორიის დაკარგვა არ ნიშნავს თავდასხმების დასრულებას. თავდასხმები სხვადასხვა ფორმით არაერთ ქვეყანაში ხორციელდება - ცეცხლსასროლი იარაღით, "შაჰიდის ქამრებით", დანებით, სატვირთო მანქანებით...

გარდა ამისა, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი სირიაშიც რჩება, ამის დასტურია 3 დეკემბერს განხორციელებული რუსეთის ავიაციისა და სირიის სამთავრობო ჯარების თავდასხმები, რასაც 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა.

საინფორმაციო სააგენტო reuters -ი ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობსა და ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 17 ადამიანი შეეწირა დამასკოსთან მდებარე, აღმოსავლეთ გუთაში საცხოვრებელი კვარტლისა და ბაზრის დაბომბვას.

ზოგადად კი, უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო 20 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ გუთის რაიონში, 200-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან... გაეროს მონაცემებით კი, ამჟამად რეგიონში, 400 ათასამდე სამოქალაქო პირია და მათი უმრავლესობა ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გარეშეა, თუმცა, გაეროს წარმომადგენლებს აღმოსავლეთ გუთის საზღვრების გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.

სირიის არმიის ოფიციალური ცნობით, სირიაში სამხედრო კონფლიქტი უკვე განეიტრალებულია, მაგრამ რეგიონიდან სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვრცელდება ცნობები, რომ შეტაკებები მაინც გრძელდება.

ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, დაჯგუფება ახლა უცხოეთში თავდასხმების მოწყობაზე არის ორიენტირებული. გარდა ამისა, მათი იდეოლოგები ცდილობენ ახალ-ახალი საყრდენი იპოვონ ევროპაში და იმ უცხოელებს, ვინც უკვე იყვნენ სირიასა და ერაყის "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე, თავდასხმების სხვადასხვა ქალაქებში მოწყობისკენ მოუწოდებენ.

დაჯგუფების ტაქტიკური ცვლილება მათ ბოლო ვიდეო კლიპში ჩანს, რომელშიც ტერიტორიების კონტროლისთვის მებრძოლების ნაცვლად, ნაჩვენებია შეიარაღებული თავდამსხმელებით სავსე რამდენიმე ავტომობილი.

ანალიტიკოსების აზრით, "ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, გავლენას კარგავს ონლაინ სივრცეში, ან შეიძლება მათი უკანდახევის სტრატეგია ახალი გეგმისთვის მზადება ან სულაც ძალების მოკრებისთვის განკუთვნილი პაუზა იყოს, რამაც მსოფლიოს ქვეყნებს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე