პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი
"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ჯ.-ს ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილ მო­ზარდს აღე­ნიშ­ნე­ბა, მხო­ლოდ ერთი პი­რის მიერ არ არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ის დღეს პირ­ვე­ლად შეხ­ვდა მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს და ესა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, მო­ზარ­დებს შო­რის 1-ელ დე­კემ­ბერს მომ­ხდარ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რებთ ბევ­რი ვერ­სია არ­სე­ბობს, თუმ­ცა, დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რებს მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა მოწ­მის ჩვე­ნე­ბას ბო­ლომ­დე გა­ეც­ნო­ბა. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე და­კი­თხულ მოწ­მე­თა წრე ხე­ლახ­ლა და­ი­კი­თხოს.

"ბრალ­დე­ბულს ახლა, პირ­ვე­ლად შევ­ხვდი და გა­ვე­სა­უბ­რე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რას გვე­ტყვის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და რას გვე­ტყვი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­კი­თხე­ბი­ან. ჩემი ვა­რა­უ­დით, ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ უნდა იყოს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ერთი ან, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ ორი პი­რის მიერ. კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი არ­სე­ბობს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით მას შემ­დეგ, რაც გა­ვეც­ნო­ბი ყვე­ლა მოწ­მის ჩვე­ნე­ბას. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი მოწ­მეა და­კი­თხუ­ლი. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბიო მოქ­მე­დე­ბე­ბი და სხვა­დას­ხვა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა იგე­გე­მე­ბა. რო­გორც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, იგეგ­მე­ბა იმ და­კი­თხუ­ლი პი­რე­ბის თა­ვი­დან და­კი­თხვაც, რომ­ლე­ბიც უკვე და­ი­კი­თხნენ და მათი ჩვე­ნე­ბე­ბი საქ­მე­ში დევს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კა­კა­ბა­ძის თქმით, ექ­სპერ­ტე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ თუ დად­გინ­დე­ბა, რომ გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა სხვა პი­რებ­მაც მი­ა­ყე­ნეს, დაც­ვის მხა­რე მო­ი­თხოვს, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეს ის პი­რე­ბი, ვინც რე­ა­ლუ­რად მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა მო­ზარდს.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა რომ მე არ ვა­პი­რებ ხელი და­ვა­ფა­რო თუნ­დაც ბრალ­დე­ბულს, თუ მან სრუ­ლად ჩა­ი­დი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ანუ, თუ მას მთლი­ა­ნად და­უ­დას­ტურ­და ბრალ­დე­ბა. მე მსურს მო­ვუს­მი­ნო ექ­სპერ­ტებს და თუ ექ­სპერ­ტებ­მა თქვეს, რომ იმ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ზა­რა­ლე­ბულს მი­ყე­ნე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­დის­ტუ­რი ჭრი­ლო­ბე­ბი, რო­გორ პი­რო­ბე­ბე­საც მოწ­მე­ე­ბი აღ­წე­რენ და თუ დად­გინ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რომ ის ჭრი­ლო­ბე­ბი სულ სხვა პი­რებ­მა მი­ა­ყე­ნეს, მა­შინ ჩვენ მო­ვი­თხოვთ იმ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მი­ცე­მას, ვინც რე­ა­ლუ­რად მი­ა­ყე­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი და­ზა­რა­ლე­ბულს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის მთა­ვა­რია დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს, იცო­დეს სი­მარ­თლე და იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი იმ­სა­ხუ­რებს, იცო­დეს სი­მარ­თლე და მე არ მსურ ამ­ჯე­რად მოხ­დეს ისე­თი რა­ღაც, რომ ერთ პი­როვ­ნე­ბას შე­ვაწ­მინ­დოთ ხელი, თუ მას არ და­უ­დას­ტურ­და ყვე­ლა იმ ჭრი­ლო­ბის მი­ყე­ნე­ბა, რო­მელ­საც მას ედა­ვე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხი არ მო­ი­თხოვს ბრალ­დე­ბუ­ლის სრუ­ლად გა­მარ­თლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა სულ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ში­ნე­ლი შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას". იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რამ­დენ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ მოს­წავ­ლე­ე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს

მოს­წავ­ლე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პირი შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო

"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ სასიკვდილო დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილ მოზარდს აღენიშნება, მხოლოდ ერთი პირის მიერ არ არის მიყენებული.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის დღეს პირველად შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ესაუბრა. მისივე თქმით, მოზარდებს შორის 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებთ ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა, დეტალურად ისაუბრებს მას შემდეგ, რაც ყველა მოწმის ჩვენებას ბოლომდე გაეცნობა. ადვოკატის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე დაკითხულ მოწმეთა წრე ხელახლა დაიკითხოს.

"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა და რას გვეტყვიან ექსპერტები, რომლებიც დაიკითხებიან. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან, შესაძლოა, მხოლოდ ორი პირის მიერ. კონფლიქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც გავეცნობი ყველა მოწმის ჩვენებას. საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული. ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებიო მოქმედებები და სხვადასხვა მოწმეების დაკითხვა იგეგემება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგეგმება იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვაც, რომლებიც უკვე დაიკითხნენ და მათი ჩვენებები საქმეში დევს", - განაცხადა ადვოკატმა.

კაკაბაძის თქმით, ექსპერტების მოსმენის შემდეგ თუ დადგინდება, რომ გარდაცვლილს სხეულზე მიყენებული მრავლობითი ჭრილობა სხვა პირებმაც მიაყენეს, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, ვინც რეალურად მიაყენა ჭრილობა მოზარდს.

"პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო თუნდაც ბრალდებულს, თუ მან სრულად ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ანუ, თუ მას მთლიანად დაუდასტურდა ბრალდება. მე მსურს მოვუსმინო ექსპერტებს და თუ ექსპერტებმა თქვეს, რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიყენებოდა აღნიშნული სადისტური ჭრილობები, როგორ პირობებესაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პირებმა მიაყენეს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისმგებაში მიცემას, ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია დადგინდეს ჭეშმარიტება. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და იმსახურებს იმას, რომ ნათელი მოეფინოს გახმაურებულ საქმეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და მე არ მსურ ამჯერად მოხდეს ისეთი რაღაც, რომ ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი, თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება, რომელსაც მას ედავებიან. რა თქმა უნდა, ბრალდებულის ოჯახი არ მოითხოვს ბრალდებულის სრულად გამართლებას", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, "ბევრი ადამიანი ამბობს, რომ შესაძლოა სულ სხვა ადამიანები იყვნენ აღნიშნული საშინელი შემთხვევის მონაწილეები. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას".  იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს

მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს