სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ #51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა
პროკურატურამ #51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის #51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის და­ფარ­ვის­თვის ხუთი პირი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, 2017 წლის 4 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქ. თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის და­ფარ­ვის­თვის თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა და­ფა­რეს არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ჯ-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ. ისი­ნი აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბით შე­ე­ცად­ნენ და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვას, საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­მალ­ვას და გა­ნად­გუ­რე­ბას, ასე­ვე ხელი შე­უ­წყეს არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ჯ-ს მი­მალ­ვას.

აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლით (და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა) წა­რედ­გი­ნათ.

ბრალ­დე­ბულ­თა­გან 3 პირი და­კა­ვე­ბუ­ლია, ხოლო 2 პი­რის მი­მართ ვრცელ­დე­ბა არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი, რის გა­მოც მათი და­კა­ვე­ბა არ მოხ­და. კერ­ძოდ, ერთი მათ­გა­ნი არის 17 წლის და ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მის და­კა­ვე­ბას, ხოლო მე­ო­რე პირი არის 21-წლამ­დე, აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს და თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მო­ცე­მულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია მისი მამა.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას სამ წლამ­დე ვა­დით. ბრალ­დე­ბულ პირ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნით შე­ზღუ­დუ­ლია მო­ახ­დი­ნოს მათი მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა", - ნთქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პროკურატურამ #51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

პროკურატურამ #51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

პროკურატურამ თბილისის #51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, 2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაფარეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ისინი აქტიური ქმედებებით შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გადამალვას და განადგურებას, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიმალვას.

აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ.

ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა. კერძოდ, ერთი მათგანი არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21-წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ბრალდებულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება", - ნთქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ