პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოძიების დასრულებამდე #51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლების სამინისტროში არ მსჯელობენ
გამოძიების დასრულებამდე #51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლების სამინისტროში არ მსჯელობენ

გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე #51-ე სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მსჯე­ლო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, დი­რექ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი მას შემ­დეგ დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში, რაც გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, რა მოხ­და და ვინ იყო დამ­ნა­შა­ვე. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტროს მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თან, ისე სხვა სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თა­ნაც.

"ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყებთ მსჯე­ლო­ბას მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ლია გი­გა­ურ­მა, რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტრო­ში უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და. საბ­ჭოს წევ­რებ­მა დღეს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ი­ა­ზე, ასე­ვე, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის როლ­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებ­ზე იმ­სჯე­ლეს.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მე­ო­რე შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც კვლავ შსს-ს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. ასე­ვე იგეგ­მე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც შე­ეძ­ლე­ბათ არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ფსი­ქო­ლო­გებ­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი საბ­ჭოს მე­ო­რე სხდო­მა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გამოძიების დასრულებამდე #51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლების სამინისტროში არ მსჯელობენ

გამოძიების დასრულებამდე #51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლების სამინისტროში არ მსჯელობენ

გამოძიების დასრულებამდე #51-ე საჯარო სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლების სამინისტროში მსჯელობა არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც გამოძიება დაადგენს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორებთან, ისე სხვა სკოლის დირექტორებთანაც.

"ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და მისი დასრულების შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას მათ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ლია გიგაურმა, რომელიც შს სამინისტროში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ესწრებოდა. საბჭოს წევრებმა დღეს მანდატურის სამსახურის ფუნქციიაზე, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის როლსა და ამ მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

საკოორდინაციო საბჭოს მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, რომელსაც კვლავ შსს-ს, საქართველოს პროკურატურის, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, რომელში მონაწილეობაც შეეძლებათ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. როდის გაიმართება აღნიშნული საბჭოს მეორე სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი