პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოსწავლე აპირებს პოლიციას ჩაბარდეს
თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოსწავლე აპირებს პოლიციას ჩაბარდეს

თბი­ლის­ში, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე მი­მალ­ვა­შია, შე­საძ­ლოა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ჩა­ბარ­დეს - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ძებ­ნა­ში მყო­ფი მოს­წავ­ლის ოჯა­ხი აპი­რებს, უახ­ლო­ეს დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყოს ბრალ­დე­ბუ­ლის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ორი­ვე პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ დღეს გა­მო­ი­ტა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლით სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 51-ე სკო­ლის ორი მოს­წავ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ორი მოს­წავ­ლეა ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლი­და­ნაც ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია, მე­ო­რე კი მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს ჩა­ბარ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დღეს კი­დევ 3 პირი და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოსწავლე აპირებს პოლიციას ჩაბარდეს

თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოსწავლე აპირებს პოლიციას ჩაბარდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია, შესაძლოა საგამოძიებო უწყებას ჩაბარდეს - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი"-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

აღნიშნულის შესაძლებლობაზე ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე საუბრობს, რომელიც ირწმუნება, რომ ძებნაში მყოფი მოსწავლის ოჯახი აპირებს, უახლოეს დროში უზრუნველყოს ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოიტანა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება და სავარაუდოდ დღეს ჩაბარდება.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ