საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავ კარკასს განვითარებულ ქვეყნებში არ ყიდიან" - სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ყველა შენობა უნდა აკმაყოფილებდეს
"შავ კარკასს განვითარებულ ქვეყნებში არ ყიდიან" - სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ყველა შენობა უნდა აკმაყოფილებდეს

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ შე­ნო­ბის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე, მის და­გეგ­მა­რე­ბა­სა და მო­გე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას", - ასე იწყებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხზე სა­უ­ბარს არ­ქი­ტექ­ტო­რი თა­მაზ დოგ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ სფე­რო­ში უკვე 40 წე­ლია აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მას ე.წ შავი კარ­კა­სის რე­ა­ლი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­შიც სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო სის­ტე­მე­ბი მო­წყო­ბი­ლი არ არის. რო­გორც არ­ქი­ტექ­ტო­რი თა­მაზ დოგ­რაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, ე.წ შავი კარ­კა­სის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრაქ­ტი­კა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ გვხვდე­ბა, - გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მყიდ­ვე­ლი შავ კარ­კასს ხელს არ კი­დებს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ და­ი­წყოს, შემ­დეგ მე­ო­რეს მი­ყი­დოს და მშე­ნებ­ლო­ბა მან და­ას­რუ­ლოს, თო­რემ შავი კარ­კა­სი რომ კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნონ და სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი მათ და­ას­რუ­ლონ, ეს ნონ­სენ­სია, რად­გან მას­ში არა­თუ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბა, სხვა ნორ­მე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა და­უც­ვე­ლი დარ­ჩეს," - აღ­ნიშ­ნავს არ­ქი­ტექ­ტო­რი.

თა­მაზ დოგ­რაშ­ვი­ლის თქმით, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არც სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში და არც სას­ტუმ­რო­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბებ­ში სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის.

"ადა­მი­ა­ნი ხან­ძრის­გან შე­იძ­ლე­ბა და­იწ­ვას, მაგ­რამ კვამ­ლის­გან დახ­რჩო­ბა იმას ადას­ტუ­რებს, რომ შე­ნო­ბას სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ აქვს და­ცუ­ლი. მისი და­ნერგვა ჯერ კი­დევ ნა­ხა­ზებ­ში, პრო­ექ­ტი­რე­ბის სტა­დი­ა­ზე იწყე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ექ­სპერ­ტი­ზით კონ­ტროლ­დე­ბა, თუმ­ცა ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს ამის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო, შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­იქ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბიც. ჩემს პრაქ­ტი­კა­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სქე­მა ჯერ არ მი­ნა­ხავს, რად­გან არ­სე­ბობს ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბებ­ში, ისე ნა­წი­ლობ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­სა და კორ­პუ­სებ­შიც უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი," - დას­ძენს ის.

არ­ქი­ტექ­ტო­რის თქმით, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი ნორ­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:

ნე­ბის­მი­ერ შე­ნო­ბას­თან სა­ხან­ძრო ავ­ტო­მო­ბილს ისე­თი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს, რომ ცე­ცხლის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შეძ­ლოს, თუმ­ცა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს, თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გამო უსაფრ­თხო­ე­ბის ეს წესი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

"ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვხვდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც სა­ხან­ძრო ავ­ტო­მო­ბილს ვერ მი­იყ­ვანთ, ამ­გვა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა წყნე­თი ქუ­ჩა­ზე", - დას­ძენს თა­მაზ დოგ­რაშ­ვი­ლი.

არ­ქიტ­რექ­ტო­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­წყე­ბუ­ლია ე.წ შე­უ­ბო­ლა­ვი კი­ბის ცნე­ბა. ე.წ შე­უ­ბო­ლა­ვი კიბე რკი­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­სტრუქ­ცი­აა, რო­მე­ლიც ღია ატ­მოს­ფე­როს გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით უკავ­შირ­დე­ბა და მას­ში კვამ­ლის დაგ­რო­ვე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია კვამ­ლის ვენ­ტი­ლა­ცი­ის გზით გან­დევ­ნა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბებ­შია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ავ­ტო­მა­ტუ­რი კვე­ბის სის­ტე­მით სარ­გებ­ლობს.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვე­ლი­სა და შე­ნო­ბი­დან გას­ვლის გზა ლიფ­ტი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის, ხან­ძრის დროს ის უნდა გა­ი­თი­შოს. ეს სა­ვენ­ტი­ლა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კი, ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, ის­რუ­ტა­ვენ კვამლს და მას ვერ­ტი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­დევ­ნი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სუნ­თქვა და გა­დარ­ჩე­ნა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

თა­მაზ დოგ­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის კი­ბის მარ­ში ცე­ცხლმაქ­რი ბა­ლო­ნით უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­სა­ზი­რით მი­ნი­მა­ლუ­რია.

არ­ქი­ტექ­ტო­რის თქმით, საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, არას­წო­რად და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დად, მი­ნე­ბი­ა­ნი რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ისე სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბე­ბი:

"ზო­გი­ერთ შე­ნო­ბა­ში სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სარ­კმე­ლიც კი არ იღე­ბა, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პრაქ­ტი­კაა, ეს ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის კვამ­ლით მოხ­რჩო­ბას იწ­ვევს. 100%-ით უსაფრ­თხო შე­ნო­ბა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ჩვე­ნი ცდა იმის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ ასე­თი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლე­ბი ვი­ყოთ, ამი­ტომ რო­დე­საც მი­ნე­ბი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა ხდე­ბა, მას­ში ვენ­ტი­ლა­ცია კარ­გად უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს მი­ნის სეგ­მენ­ტე­ბიც კარ­გად იღე­ბო­დეს", - დას­ძენს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, მშე­ნებ­ლო­ბი­სას მა­სა­ლე­ბის გამ­ძლე­ო­ბაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ რე­გუ­ლირ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი მა­სა­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით აა­ლე­ბა­დია.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, მა­სა­ლე­ბი რამ­დე­ნად გამ­ძლეა კრი­ტი­კუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ, ალის წარ­მოქ­მნით იწ­ვე­ბა, დნე­ბა თუ რა მოს­დის. ჩვენ­თან და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ვი­თა­რე­ბაა და რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რო­მელ სივ­რცე­ში რა მა­სა­ლა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მყიდ­ვე­ლიც მა­სა­ლებს სწო­რედ ამ და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბელ ბა­ზარ­ზე იძენს", - დას­ძენს ის.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"შავ კარკასს განვითარებულ ქვეყნებში არ ყიდიან" - სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ყველა შენობა უნდა აკმაყოფილებდეს

"შავ კარკასს განვითარებულ ქვეყნებში არ ყიდიან" - სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ყველა შენობა უნდა აკმაყოფილებდეს

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ შენობის ვიზუალურ მხარეზე, მის დაგეგმარებასა და მოგებაზე ფიქრობენ, მაგრამ საერთოდ არ ითვალისწინებენ საცხოვრებლების უსაფრთხოებას", - ასე იწყებს საცხოვრებელი კორპუსების სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე საუბარს არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი, რომელიც ამ სფეროში უკვე 40 წელია აქტიურადაა ჩართული.

საცხოვრებელ კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ე.წ შავი კარკასის რეალიზაცია წარმოადგენს, რომელშიც სახანძრო უსაფრთხოებისთვის საჭირო სისტემები მოწყობილი არ არის. როგორც არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, ე.წ შავი კარკასის მოქალაქეებზე რეალიზაციის პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში არ გვხვდება, - განვითარებულ ქვეყნებში მყიდველი შავ კარკასს ხელს არ კიდებს, რადგან შეიძლება, მშენებლობა ერთმა კომპანიამ დაიწყოს, შემდეგ მეორეს მიყიდოს და მშენებლობა მან დაასრულოს, თორემ შავი კარკასი რომ კორპუსის მაცხოვრებლებმა შეიძინონ და სამშენებლო პროცესი მათ დაასრულონ, ეს ნონსენსია, რადგან მასში არათუ სახანძრო უსაფრთხოება, სხვა ნორმებიც კი შეიძლება დაუცველი დარჩეს," - აღნიშნავს არქიტექტორი.

თამაზ დოგრაშვილის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არც საცხოვრებელ კორპუსებში და არც სასტუმროებსა და საზოგადოებრივ შენობებში სრულად გათვალისწინებული არ არის.

"ადამიანი ხანძრისგან შეიძლება დაიწვას, მაგრამ კვამლისგან დახრჩობა იმას ადასტურებს, რომ შენობას სახანძრო უსაფრთხოების არანაირი პირობა არ აქვს დაცული. მისი დანერგვა ჯერ კიდევ ნახაზებში, პროექტირების სტადიაზე იწყება, რომელიც შემდეგ ექსპერტიზით კონტროლდება, თუმცა ჩვენთან არ არსებობს ამის მაკონტროლებელი ორგანო, შესაბამისად, წარმოიქმნება პრობლემებიც. ჩემს პრაქტიკაში გამართული სახანძრო უსაფრთხოების სქემა ჯერ არ მინახავს, რადგან არსებობს ნორმები, რომლებიც როგორც საზოგადოებრივ შენობებში, ისე ნაწილობრივ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებშიც უნდა იყოს გათვალისწინებული," - დასძენს ის.

არქიტექტორის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების მთავარი ნორმების ჩამონათვალი ასეთია:

ნებისმიერ შენობასთან სახანძრო ავტომობილს ისეთი პოზიციის დაკავება უნდა შეეძლოს, რომ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულება შეძლოს, თუმცა, როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, თბილისში განხორციელებული ქაოტური მშენებლობების გამო უსაფრთხოების ეს წესი უგულებელყოფილია.

"ასეთი ვითარება გვხვდება, მაგალითად, ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც სახანძრო ავტომობილს ვერ მიიყვანთ, ამგვარი სიტუაციაა წყნეთი ქუჩაზე", - დასძენს თამაზ დოგრაშვილი.

არქიტრექტორის თქმით, საქართველოში დავიწყებულია ე.წ შეუბოლავი კიბის ცნება. ე.წ შეუბოლავი კიბე რკინის თავისუფალი კონსტრუქციაა, რომელიც ღია ატმოსფეროს გარკვეული ინტერვალებით უკავშირდება და მასში კვამლის დაგროვება გამორიცხულია.

ასევე, თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია კვამლის ვენტილაციის გზით განდევნა, რომლებიც ძირითადად, საზოგადოებრივ შენობებშია დამონტაჟებული და ავტომატური კვების სისტემით სარგებლობს.

"აღსანიშნავია, რომ შველისა და შენობიდან გასვლის გზა ლიფტი არავითარ შემთხვევაში არ არის, ხანძრის დროს ის უნდა გაითიშოს. ეს სავენტილაციო საშუალებები კი, ხანძრის შემთხვევაში, ისრუტავენ კვამლს და მას ვერტიკალური მიმართულებით განდევნიან, შესაბამისად, ადამიანს შეუძლია სუნთქვა და გადარჩენა, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აბსოლუტურად უგულებელყოფილია.

თამაზ დოგრაშვილის განმარტებით, ყველა საცხოვრებელი კორპუსის კიბის მარში ცეცხლმაქრი ბალონით უნდა იყოს აღჭურვილი, რაც უსაფრთხოების თვალსაზირით მინიმალურია.

არქიტექტორის თქმით, საფრთხის შემცველია, არასწორად დაგეგმარებული ძირითადად, მინებიანი როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე შენობები:

"ზოგიერთ შენობაში საჭიროებისამებრ სარკმელიც კი არ იღება, რაც წარმოუდგენელი პრაქტიკაა, ეს ხანძრის შემთხვევაში ადამიანის კვამლით მოხრჩობას იწვევს. 100%-ით უსაფრთხო შენობა არ არსებობს, თუმცა ჩვენი ცდა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ასეთი სტიქიური უბედურებების შემთხვევაში მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ, ამიტომ როდესაც მინებიანი შენობების პროექტირება ხდება, მასში ვენტილაცია კარგად უნდა იყოს მოწყობილი და მნიშვნელოვანია, ეს მინის სეგმენტებიც კარგად იღებოდეს", - დასძენს სპეციალისტი.

მისივე თქმით, მშენებლობისას მასალების გამძლეობაც უნდა გავითვალისწინოთ, რაც ქართულ ბაზარზე არ რეგულირდება, ზოგიერთი მასალა განსაკუთრებით აალებადია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, მშენებლობისას გაითვალისწინონ, მასალები რამდენად გამძლეა კრიტიკული ტემპერატურის მიმართ, ალის წარმოქმნით იწვება, დნება თუ რა მოსდის. ჩვენთან დაურეგულირებელი ვითარებაა და რთული სათქმელია, რომელ სივრცეში რა მასალა გამოიყენება, ოფიციალური და არაოფიციალური მყიდველიც მასალებს სწორედ ამ დაურეგულირებელ ბაზარზე იძენს", - დასძენს ის.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

სანაპიროდან 70 მეტრში ვართ, წლებია, მე და ჩემი მეუღლე ზამთარ-ზაფხულს აქ ვატარებთ - ღლონტების "აუტანელი" სილამაზე ზღვისპირეთში

ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა