კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებული და მისი ადვოკატი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დაეთანხმნენ
ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებული და მისი ადვოკატი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დაეთანხმნენ

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი ად­ვო­კა­ტი და­ე­თან­ხმნენ პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნას ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა იო­სებ ხუ­ციშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბულს დღეს რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

"ბრალ­დე­ბის მხა­რე რა­საც ითხოვ­და, თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი ად­ვო­კა­ტი და­ე­თან­ხმნენ წარ­მოდ­გე­ნილ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, კერ­ძოდ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას. ამ ეტაპ­ზე სა­სა­მარ­თლო­ზე ბრალ­დე­ბულს რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, მას პირ­ვე­ლად ეს­მის ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მი­მალ­ვა­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლი თავს ერთ-ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში აფა­რებს. "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ად­გი­ნოს", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ციშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვილს და მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საქ­მე­ში, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა. "მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ებს აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ციშ­ვილ­მა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ორი­ვე პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლით სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 51-ე სკო­ლის ორი მოს­წავ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ორი მოს­წავ­ლეა ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლი­და­ნაც ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია, მე­ო­რე კი მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­მალ­ვა­ში მყოფ მოს­წავ­ლეს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებული და მისი ადვოკატი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დაეთანხმნენ

ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებული და მისი ადვოკატი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დაეთანხმნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ პროკურატურის მოთხოვნას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე. ამის შესახებ პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულს დღეს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.

"ბრალდების მხარე რასაც ითხოვდა, თვითონ ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ წარმოდგენილ შუამდგომლობას, კერძოდ პატიმრობის შეფარდებას. ამ ეტაპზე სასამართლოზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, მას პირველად ესმის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული თავს ერთ-ერთ ეკლესიაში აფარებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ადგილსამყოფელი დაადგინოს", - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის შვილს და მის მონაწილეობას საქმეში, როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიება ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდება. "მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროკურატურა, მაქსიმალურად ობიექტურად გამოიძიებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს", - აღნიშნა ხუციშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. შესაბამისად, მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ